ბლოგი

რჩევები დამწყები მგზავრებისთვის

ალტერნატიული გადაადგილების საშუალებაზე მოთხოვნილება უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა COVID-19 პანდემიამ ეს აუცილებლობა კიდევ უფრო კარგად დაგვანახა. ალბათ, იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროსაცაა შესაძლებელი და ამით ავსებს სატრანსპორტო სისტემას.

სქროლი 1 წელია, რაც საქართველოს ქუჩებში გამოჩნდა, თუმცა უკვე ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად და ერთგულ მეგზურად იქცა. მათ კი, ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ სქროლთან ერთად მოგზაურობა გვინდა დაგვეხმაროთ ამის შეცვლაში. გიზიარებთ ძირითად წესებს, იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა იმგზავრო ჩვენი ეკო-მეგობრული სკუტერით მაქსიმალურად  უსაფრთხოდ და სასიამოვნოდ.

 

როგორ გავსქროლო?

პირველ რიგში App store-დან ან Google Play-დან უნდა ჩამოტვირთო აპლიკაცია. Შემდეგ კი შექმნა შენი ანგარიში და დაამატო გადახდის მეთოდი.

 

როგორ ვიპოვნო სქროლის სკუტერი? 

უახლოესი სკუტერის მოსაძებნად უბრალოდ გახსენი აპლიკაციის რუკა. ჩვენი რჩევაა: წინასწარ შეამოწმო, რამდენ პროცენტზეა დამუხტული სკუტერი (ამისათვის უნდა შეეხო რუკაზე აღნიშნულ სკუტერს) და თან გადახედო ზონებსაც, რათა მგზავრობისას არ შეგექმნას დისკომფორტი.


როგორ განვბლოკო სკუტერი?

სკუტერის მოსახსნელად, უბრალოდ შეეხე დიდ ღილაკს “მგზავრობის დაწყება/Start ride”, რომელიც რუკის ცენტრშია. შემდეგ გაიხსნება ტელეფონის კამერა და შეძლებ QR კოდის დასკანერებას, რომელიც სკუტერის ზედა ნაწილზეა აღნიშნული. თუ დასკანერება არ გამოგივა, შეგიძლია ხელითაც შეიყვანო კოდი, რომელიც QR კოდის დაბლა წერია. გაითვალისწინე, ერთი ანგარიშით – ერთი სკუტერის მოხსნაა შესაძლებელი.


როგორ ვატარო?

ერთი ფეხი სკუტერზე დადგი, მეორეთი კი მიეცი ბიძგი, დააწექი აქსელერაციის ღილაკს ცერა თითით და უკვე სქროლავ. სიჩქარის შესანელებლად ან გასაჩერებლად დააწექი მუხრუჭებს ორივე ხელით. რაც მთავარია, გასქროლვისას ორივე ფეხი აუცილებლად უნდა გედგას სადგომ დაფაზე, ამით შეძლებ სხეულის ბალანსის შენარჩუნებას.

უსაფრთხოება

ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია, ამიტომაც გთხოვთ, გაითვალისწინო შემდეგი რჩევები:

  • გასქროლვა შესაძლებელია 18 წლიდან;
  • მართე მარტომ;
  • დაიცავი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი. მათ შორის, დაემორჩილე ქუჩის და გაჩერების ნიშნებს;
  • განსაკუთრებით ყურადღებით იყავი ქუჩის კვეთებზე;
  • მოერიდე გადატვირთულ სამანქანო საცობებს, განსაკუთრებით, ქუჩის კვეთებზე;
  • ატარე ფრთხილად, შეეჩვიე აჩქარებას და მუხრუჭებს;
  • გასქროლვამდე ტელეფონი და ყურსასმენები შეინახე;
  • არ გასქროლო არაფხიზელ მდგომარეობაში!
  • ატარე ჩაფხუტი.

 

სად გავსქროლო?

საოპერაციო ზონა ჩვენს აპლიკაციაში მონიშნულია იასამნისფერი ხაზებით. ასე, რომ გასქროლვამდე წინასწარ შეამოწმე, სად შეგიძლია გასქროლვა და სად არა. თუ საოპერაციო ზონას გასცდები, სკუტერი დაიწყებს ხმოვანი სიგნალის გამოცემას შემდეგ კი გაჩერდება და სანამ საოპერაციო ზონაშ არ დაბრუნდები მგზავრობის დასრულებას ვერ შეძლებ.

 

ეს კი რამდენიმე მარტივი და აუცილებელი რეკომენდაცია:

  • ტროტუარზე გასქროლვა ნებადართულია, თუმცა უნდა გაითვალისწინო ქვეითები და მათ გადაადგილებას ხელი არ შეუშალო.
  • ატარე ველობილიკზე, ტროტუარზე და გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს.

სად გავაჩერო?

მგზავრობის დაწყებამდე ან უკვე დასრულებისას გახსენი აპლიკაცია და შეამოწმე არასაპარკინგე ზონაში ხომ არ ხარ. არასაპარკინგე ზონა აღნიშნულია წითელი ხაზებით და იქ მგზავრობას ვერ დაასრულებ.

 

გააჩერე სკუტერი პასუხისმგებლიანად!

  • არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, პანდუსები და სახანძრო ჰიდრანტები.
  • გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდეზე, საჭით ქუჩისკენ მიმართული.
  • დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას.
  • თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, ქვები და ქვაფენილი.

 

როგორ დავასრულო მგზავრობა?

სკუტერის პასუხისმგებლიანად გაჩერების შემდეგ, აპლიკაციაში უბრალოდ შეეხე ღილაკს “მგზავრობის დასრულკება/End Ride”. ამის შემდეგ პროგრამა მოგთხოვს სკუტერისთვის ფოტოს გადაღებას, რათა დარწმუნდეს, რომ საწორად აჩერებ და სულ ეგ არის! შენი პირველი მოგზაურობა სქროლთან ერთად ამით დასრულდება. 

 

Frequent Flyer

Frequent Flyer-ის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სქროლის აპლიკაციის ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის შენც. სულ არის 3 სტატუსი – ვერცხლის, ოქროსი და პლატინის და თითოეული მათგანის მოსაპოვებლად უბრალოდ რამდენჯერმე უნდა გასქროლო. სტატუსის მოპოვების შემდეგ კი ისარგებლებ 10, 20 და 30%-იანი ფასდაკლებით. 

 

როგორ დაგიკავშრდეთ?

  • ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე სწრაფი პასუხის მისაღებად ეწვიეთ დახმარების ცენტრს;
  • დაგვიკავშირდი ფეისბუქ გვერდზე და ჩვენი მხარდაჭერის გუნდი დაგეხმარება ;
  • გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში და მოგვიყევი ან გაიგე ყველაფერი სქროლზე;
  • მოგვწერე აპლიკაციის საშუალებით.

 

ასევე, არ დაგავიწყდეს ჩვენი და გლოვოს 10 წუთიანი უფასო პრომო კოდი (ScrollxGlovo), რომლის გამოყენებაც შეგიძლია იმ შემთხვევაში თუ აქამდე არასოდეს გაგისქროლავთ და ეს შენი პირველი მცდელობაა.