მეტი მესამე ხაზი და ნაკლები სამანქანო გზა დიდი ქალაქების ქუჩებში გადაადგილებას ყველასთვის უფრო უსაფრთხოს გახდის.
სად გავსქროლო?
- იზრუნე ქვეითებზე. ტროტუარზე სიარული ნებადართულია, თუმცა უნდა გაითვალისწინო ქვეითები და მათ გადაადგილებას ხელი არ შეუშალო.
- ატარე ველობილიკზე, ტროტუარზე და გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს.


სად გავაჩერო?
- გააჩერე სკუტერი პასუხისმგებლიანად! არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, პანდუსები და სახანძრო ჰიდრანტები.
- გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდეზე, საჭით ქუჩისკენ მიმართული.
- დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას.
- თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, ქვები და ქვაფენილი.
გზის წესები?
- გასქროლვა შესაძლებელია 18 წლიდან
- მართე მარტომ
- დაიცავი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი. მათ შორის, დაემორჩილე ქუჩის და გაჩერების ნიშნებს.
- განსაკუთრებით ყურადღებით იყავი ქუჩის კვეთებზე.


გასქროლე მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით
მოერიდე გადატვირთულ სამანქანო საცობებს, განსაკუთრებით, ქუჩის კვეთებზე.
- განსაკუთრებით ფრთხილად იყავი მანქანებთან
- ატარე ფრთხილად, შეეჩვიე აჩქარებას და მუხრუჭებს
- გასქროლვამდე ტელეფონი ჯიბეში შეინახე
- გასქროლვისას არ გაიკეთო ყურსასმენები. გესმოდეს, რა ხდება შენ გარშემო
- არ გასქროლო არაფხიზელ მდგომარეობაში!
ატარე ჩაფხუტი
გასქროლვისას ყოველთვის ატარე ჩაფხუტი!

სქროლი ერთგულია გლობალური ხედვის Vision Zero, რომლის მიზანიცაა, მობილობა უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ყველასთის თანასწორი გახადოს.
სქროლის სკუტერები არა მხოლოდ ამცირებენ მანქანის საჭიროებას, არამედ – ამაღლებენ ცნობადობას ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს უსაფრთხო და მდგრად ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც ყველასთვის საერთო ღირებულებაა.
ბლოგი
რა არის ახალი? გაიგე უფრო მეტი ჩვენი ბლოგის დახმარებით
10
მარ
რა გავლენა აქვს სქროლს გარემოსა და ჯანმრთელობაზე
სქროლის სკუტერების გამოჩენის დღიდან, ქალაქში გადაადგილების ყველაზე ეკო-მეგობრული და სახალისო გზა გაჩნდა. გარდა იმისა, რომ გასქროლვით საცობებს თავს ვარიდებთ და დ...
15
თებ
#მარტივად რომ იარო – უმოკლესი გზები თბილისში გასასქროლად
გარდა იმისა, რომ სქროლი ეკომეგობრული ტრანსპორტია, რომელიც ქალაქის სუფთა გარემოზე ზრუნავს, გასქროლვა ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა იმის...
12
იან
რჩევები ცივ ამინდში უსაფრხთოდ და კომფორტულად გასასქროლად
ზამთარს საახალწლო განწყობასთან ერთად სუსხიანი დღეებიც თან ახლავს. ცივი ამინდის გარდა, იანვარში თბილისის ქუჩებში პირველი თოვლიც გამოჩნდა. წელიწადის ამ დროს ქუჩებ...