Სკუტერით მგზავრობის დაწყებისას ბარათიდან გეჭრება 1 ლარი, რომელიც უკანვე გიბრუნდება მომენტალურად, ეს ტრანზაქცია ხორციელდება იმისთვის, რომ შემოწმდეს მიბმული ანგარიშის ავთენტურობა.

იმ შემთხვევაში, თუ სკუტერით სარგებლობისას დანიშნულების ადგილზე ჯერ არ მისულხარ, ამ დროს კი ტელეფონი დაგიჯდება და აპლიკაციაში მგზავრობას ვერ ასრულებ, როდესაც ტელეფონს ჩართავ მოგვწერე აპლიკაციაში და ზედმეტ გადახდილ თანხას უკან დაიბრუნებ.

ყველა Სკუტერი, დატენვის შემდეგ საწყობიდან გამოსვლამდე მოწმდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არასწორი მოხმარების გამო გარკვეული ხარვეზები ექმნება. თუ შეამჩნევ, რომ სკუტერი გაუმართავია, გთხოვ დაარეპორტო, რათა ჩვენმა საოპერაციო გუნდმა გამოასწოროს ხარვეზი, წავშალოთ სკუტერი რუკიდან და სხვებსაც არ მოუწიოთ დაზიანებული სკუტერით გასქროლვა.

უსაფრთხო გადაადგილების მიზნით აპლიკაციაში არსებობს ზონები, სადაც გადაადგილების სიჩქარე შეზღუდულია, მაგალითად: ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა პარკები და სკვერები ვერ გასქროლავ მაღალი სიჩქარით, რადგან შესაძლებელია ამით საფრთხე შეუქმნა სხვებსაც და საკუთარ თავსაც. სწორედ ამიტომ, ასეთ ტერიტორიებზე შესვლისას, შენივე და სხვისი უსაფრთხოებისთვის, სქროლის გადაადგილების სიჩქარე იკლებს.

Closca x Scroll ჩაფხუტების შეძენა შეგიძლია Veli.Store