ბლოგი

Frequent Flyer

სქროლის მიზანია, მიკრომობილობა უფრო უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, არაერთი კამპანია წამოვიწყეთ, რათა ადამიანებისთვის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება გაგვეხადა ხელმისაწვდომი. ახალ კი გვინდა შემოგთავაზოთ ახალი პროგრამა სახელწოდებით – “Frequent Flyer”, რათა წავახალისოთ მეტი სქროლერი თბილისისა და ბათუმის ქუჩებში და საბოლოოდ შევქმნათ ქალაქები, სადაც შემცირდება ავტომობილების რაოდენობა.

Frequent Flyer-ის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სქროლის აპლიკაციის ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის შენც. სულ არის 3 სტატუსი და თითოეული მათგანის მოსაპოვებლად უბრალოდ რამდენჯერმე უნდა გასქროლო. სტატუსის მოპოვების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ჯილდოს მიიღებ.

 

Frequent Flyer-ის პროგრამაში მონაწილეობს ყველა სქროლის აპლიკაციის მომხმარებელი.

 

მიიღე ვერცხლის სტატუსი

Იმგზავრე 5-ჯერ მომდევნო 28 დღის განმავლობაში და მიიღე ვერცხლის სტატუსი

Მიიღე 10% ფასდაკლება ყველა მგზავრობაზე.

წინ ოქროს სტატუსისკენ

იმგზავრე 10-ჯერ შემდეგი 28 დღის განმავლობაში და მიიღე ოქროს სტატუსი

მიიღე 20% ფასდაკლება ყველა მგზავრობაზე

დაჯავშნე სქროლი უფასოდ 15 წუთით ადრე სანამ იმგზავრებ

მოიპოვე პლატინის სტატუსი

Გახდი ტოპ რაიდერი ან იმგზავრე 20-ჯერ მომდევნო 28 დღის განმავლობაში და დაჯილდოვდი პლატინის სტატუსით

Მიიღე 30% ფასდაკლება ყველა მგზავრობაზე.

დაჯავშნე სქროლი უფასოდ 30 წუთით ადრე სანამ იმგზავრებ Პრიორიტეტული მხარდაჭერა

 

სქროლი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ავტომობილობის შემიცირებისა და  მიკრომობილობის განვითარებისკენ, ხოლო ჩვენი ახალი პროგრამა Frequent Flyer შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს მას ამ მიზნების შესრულებაში. ზაფხული იდეალური დროა ავტომობილის სახლში დასატოვებლად და ცხელ დღეებში სასიამოვნოდ გასასქროლად.

ჩაერთე კამპანიაში, გასქროლე მეტი და ისარგებლე ყოველ მომდევნო მგზავრობაზე უკეთესი პირობებით. გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას!