სქროლის ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

ძალაში შესვლის თარიღი: 2 მარტი, 2020

 

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს თქვენ მიერ მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივად სავალდებულო წესებს და პირობებს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ განზრახული გაქვთსქროლისმომსახურებებიდან (იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ) ნებისმიერით სარგებლობა, “სქროლიმოითხოვს, რომ თქვენ („მძღოლი“, „თქვენანთქვენი“ (პირი, რომელიც მოქმედებს მძღოლის ოჯახის ყველა წევრის, მემკვიდრის, აგენტის, კომპანიონის, წარმომადგენლის, უფლებამონაცვლის, დანიშნული პირის სახელით)) დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე დოკუმენტში – „სქროლის

ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“ (“ხელშეკრულება“).

 

სქროლისმიერ უზრუნველყოფილი მომსახურებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება ქვემოთ მოცემული მომსახურებებით – (1) „Bird“-ის მობილური აპლიკაცია (Bird-ის აპლიკაცია“) და დაკავშირებული ვებგვერდი, (2) „სქროლისთვითმგორავები („თვითმგორავი“ ანთვითმგორავები“), და (3) ყველა სხვა დაკავშირებული აღჭურვილობა, პერსონალი, მომსახურება, აპლიკაცია, ვებგვერდი და ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს ან ხელმისაწვდომს ხდის ელექტრო თვითმგორავით სარგებლობას (ერთობლივად – „სქროლის მომსახურებები“). გარდა https://www.bird.co/terms-ზე განთავსებული მომსახურების პირობებზე დათანხმებისა, „სქროლზერეგისტრაციისას, ასევე არაორაზროვნად უნდა დაადასტუროთ, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე ყურადღებით გაეცანით ყველა წესს და პირობას. იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონით ან მცირეეკრანიანი სხვა მოწყობილობით სარგებლობთ, სქროლი თქვენს ყურადღებას გაამახვილებს პირობების არასრულ ჩამონათვალზე, რომელიც მოცემულია ქვემოთ. გამუქებული შრიფტით მოცემული ტერმინები განიმარტება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.


  • წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს განცხადებებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და პასუხისმგებლობაზე უარის თქმის შესახებ, რისკის დაშვების დებულებებს და სავადლებულო საარბიტრაჟო შეთანხმებას, რამაც შესაძლოა შეზღუდოს თქვენი კანონიერი უფლებები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ქვემოთ მოცემული მე-9 და მე-15 პარაგრაფები.
  • თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით რომ Bird Rides Europe B.V ან სხვა მისი შვილობილი კომპანია არ წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს. ნებისმიერი შემთხვევის დროს და პრეტენზიის გამოხატვისას მოქმედებთ მხოლოდ სქროლის წინააღმდეგ.
  • თვითმგორავით სარგებლობა „Bird“-ის აპლიკაციაში უნდა დაასრულოთ თვითმგორავის მოხმარების რეალურად დასრულებისთანავე. თუ ამ პირობას არ დააკმაყოფილებთ, გაგრძელდება მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის დარიცხვა. ამგვარ შემთხვევაში, ქირრავნობის მაქსიმალურ ღირებულებას 24 საათიანი პერიოდისთვის შეადგენს 100 ლარს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ პარაგრაფი 2.3.
  • მომსახურებით სარგებლობის დასრულებისას, თვითმგორავი არ უნდა დააყენოთ აკრძალულ ავტოსადგომზე, მაგალითად კერძო საკუთრებაში, სადაც არ გაქვთ დაყენების უფლება, ჩაკეტილ ზონაში, სადაც მოახდენთ გასასვლელის ბლოკირებას ან სხვა არა საჯარო სივრცეში სადაც გაჩერება არ არის ნებადართული;
  • დაიცავით ყველა მოქმედი კანონი და წესი (მათ შორის, კანონები და წესები, რომლებიც ეხება საგზაო მოძრაობას, ფეხით მოსიარულეებს, თვითმგორავის დაყენებას, დამუხტვას და ელექტროთვითმგორავებს) მათ შორის, თქვენს ტერიტორიაზე ჩაფხუტის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონები.
  • თვითმგორავის ნებისმიერი დაზიანების ან გაუმართაობის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა აცნობოთსქროლს“ Bird-ის აპლიკაციის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: hello@scroll.eco.

 

სქროლიარაორაზროვნად აცხადებს თანხმობას გააქირავოს, ხოლო მძღოლი არაორაზროვნად აცხადებს თანახმობას დაიქირავოს თვითმგორავი, წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი წესებისა და პირობების შესაბამისად. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მიიჩნევა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში ნახსენები ყველა თანხა გამოხატულია ეროვნულ ვალუტაშილარი.

 

1. თვითგორიალას დაქირავებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული ზოგადი პირობები

 

1.1 მძღოლი ერთადერთი მომხმარებელია. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს მხოლოდსქროლიდა მძღოლი წარმოადგენენ. მძღოლი ერთადერთი დამქირავებელია და თავად არის პასუხისმგებელი აქ მოყვანილ ყველა წესთან და პირობასთან შესაბამისობაზე. თქვენ აცნობიერებთ, რომ როდესაც ააქტიურებთ თვითმგორავს, ის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენ. არ დართოთ სხვას გააქტიურებული თვითმგორავის გამოყენების უფლება.

 

1.2 მძღოლი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის ასაკს მიღწეული. მძღოლი აცხადებს და ადასტურებს, რომ იგი მინიმუმ 18 წლისაა.

 

1.3 დამქირავებელი თვითმგორავის გამოცდილი მძღოლია. მძღოლი აცხადებს და ადასტურებს, რომ იცნობს თვითმგორავის ექსპლუატაციის წესებს, საკმარისად კომპეტენტურია და აქვს მისი მართვის ფიზიკური უნარები. ასევე გაეცნო “Bird-ის აპლიკაციისანსქროლისვებგვერდზე მითითებულ უსაფრთხოების წესებს. თვითმგორავის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, მძღოლი იღებს ტრავმის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებულ ყველა პასუხისმგებლობას და რისკებს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ განსაზღვროთ, საშიშია თუ არა თვითმგორავის მართვა უამინდობისას, მათ შორის, წვიმის, ნისლის, თოვლის, სეტყვის, ყინულის, სიცხის ან ელექტრომაგნიტური ქარიშხლების დროს. რეკომენდებულია მართვის მანერის და სამუხრუჭე მანძლის მისადაგება ამინდთან, ხილვადობასთან, გარემოსთან და საგზაო მოძრაობის პირობებთან.

1.4 თვითმგორავი არისსქროლისექსკლუზიური საკუთრება. მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომ თვითმგორავი და მასზე მიმაგრებული აღჭურვილობა ყოველთვის დარჩებასქროლისექსკლუზიურ საკუთრებად. არ დაშალოთ თვითმგორავი, მისი რომელიმე ნაწილი ანსქროლისსხვა აღჭურვილობა, არ გააკეთოთ მათზე წარწერა, არ განახორციელოთ მათი მოდიფიკაცია, რემონტი, არ  დააზიანოთ. არ გააკეთოთ წარწერები, არ ააძროთ ან სხვაგვარად დააზიანოთ თვითმგორავზე განთავსებული სტიკერი. არ გამოიყენოთ თვითმგორავი ანსქროლისსხვა აღჭურვილობა სარეკლამო ან სხვა კომერციული საქმიანობისთვის, „სქროლისსპეციალური წერილობითი ნებართვის გარეშე.

 

1.5 თვითმგორავის ექსპლუატაციის საათები და მისი ხელმისაწვდომობა. მძღოლი თანხმობას აცხადებს და აცნობიერებს, რომ თვითმგორავები არ არის ხელმისაწვდომი დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე. თვითმგორავების დაქირავება უნდა მოხდეს საექსპლუატაციო საათების განმავლობაში, დაქირავების ქვემოთ მითითებული მაქსიმალური პერიოდის ფარგლებში. თვითმგორავების რაოდენობა შეზღუდულია და მათი ხელმისაწვდომობა არ არის ყოველთვის გარანტირებული. მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომსქროლსშეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თვითმგორავის დაბრუნება.

 

1.6 საექსპლუატაციო ზონა. მძღოლი თანახმაა არ გამოიყენოს, არ დაიქირავოს ან/და არ მართოს თვითმგორავი აკრძალულ ზონაში, ასევე თანახმაა, რომ არ გაიყვანოს თვითმგორავი ნებადართული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

 

1.7 მძღოლმა უნდა დაიცვას თვითმგორავის გამოყენების ან/და ექსპლუატაციის შესახებ არსებული კანონმდებლობა. მძღოლი თანხმობას აცხადებს დაიცვას ყველა კანონი, რომელიც ეხება თვითმგორავის გამოყენებას, მართვას, დაყენებას, დამუხტვას ან ექსპლუატაციას, მათ შორის ქირავნობის ტერიტორიაზე მოქმედი, თვითმგორავებთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი კანონი, წესი და დადგენილება. მათ შორის ჩაფხუტის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონები. მძღოლი ასევე თანახმაა იმოქმედოს თავაზიანად და პატივისცემით სხვათა მიმართ, „სქროლისმომსახურებებით სარგებლობისას.

 

1.8 აკრძალული ქმედებები. მძღოლი თანახმაა შემდეგზე:

 

  • არ მართოს თვითმგორავი პორტფელის, ზურგჩანთის, ჩანთის ან სხვა საგნების გადატანისას ან ხელში ჭერისას, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ბალანსი, შეგმატონ ზედმეტი წონა ან საფრთხე შეუქმნან თვითმგორავის უსაფრთხო ექსპლუატაციას. თუ ამგვარ ნივთს მაინც გამოიყენებთ, ამას გააკეთებთ საკუთარი რისკით; „სქროლიგირჩევთ დარწმუნდეთ, რომ საგანი მჭიდროდ გაქვთ მორგებული სხეულზე და არ გიზღუდავთ თვითმგორავის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესაძლებლობას.
  • არ განათავსოს საჭეზე ზურგჩანთა ან ჩანთა
  • თვითმგორავის მართვისას არ ისარგებლოს მობილური ტელეფონით, ტექსტური შეტყობინებების მისაღებგასაგზავნი მოწყობილობით, პორტატული მუსიკალური ფლეერით ან სხვა მოწყობილობით, რომელმაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ და ხელი შეგიშალოთ თვითმგორავის უსაფრთხო ექსპლუატაციაში.
  • არ მართოს თვითმგორავი ალკოჰოლური, ნარკოტიკული, მედიკამენტების ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, რომლებსაც შეუძლიათ შეგიზღუდონ თვითმგორავის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესაძლებლობა. არ მართოს თვითმგორავი მეორე ადამიანთან ან ბავშვთან ერთად.
  • ისარგებლოს მხოლოდსქროლისმიერ უზრუნველყოფილი ჩამკეტი მექანიზმებით. არ შეიძლება სქროლზე სხვა ჩამკეტის დამატება ან თვითმგორავის ჩაკეტვასქროლისინსტრუქციებთან შეუსაბამო წესით.
  • არ დააყენოს  თვითმგორავი აკრძალულ ავტოსადგომზე, კერძო საკუთრებაში, სადაც არ გაქვთ დაყენების უფლება, ჩაკეტილ ზონაში, სადაც მოახდენთ გასასვლელის ბლოკირებას ან სხვა არასაზოგადოებრივ სივრცეში. თვითმგორავი არ უნდა დააყენოთ გადატვირთული საგზაო მოძრაობის ადგილებში, სადაც არსებობს სხვა სატრანსპორტო საშუალებების დაჯახების საფრთხე.
  • თვითმგორავის პარკირება უნდა განხორციელდეს ხილვად სივრცეში, ვერტიკალურ მდგომარეობაში,     გამოსაწევი საყრდენის მეშვეობით.

 

1.9 თვითმგორავის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული დანიშნულების ფარგლებში. მძღოლი ადასტურებს, რომ არ გამოიყენებს თვითმგორავს რბოლაში, მთაგორიან ადგილებში, ტრიუკების შესასრულებლად. მძღოლი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს თვითმგორავის ექსპლუატაციას ან/და არ გამოიყენებს მას დაუგებელ გზებზე, წყალში (ურბანული ზონების ფარგლებს გარეთ) ან ნებისმიერ ადგილას, სადაც თვითმგორავის გადაადგილება აკრძალულია, უკანონოა ან/და სიმშვიდეს ურღვევს სხვებს. მძღოლი თანხმობას აცხადებს არ გამოიყენოს თვითმგორავი გაქირავების და სხვა პირისთვის გადაცემის მიზნებით, ასევე ნებისმიერი კანონის, დადგენილების ან წესის დარღვევით

 

1.10 წონა და ტვირთის შეზღუდვა. თქვენი წონა არ უნდა აღემატებოდეს თვითმგორავისთვის წონის მაქსიმალურ ლიმიტს – 100 კილოგრამს.

 

1.11 დასაშვებია მხოლოდ სანქცირებული წვდომა; სანქცირებული გამოყენება. არ უნდა განბლოკოთ თვითმგორავი, შეეცადოთ მოიპოვოთ წვდომა მასზე ან სხვაგვარად ისარგებლოთსქროლის მომსახურებებითარასანქცირებულადმოქმედებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული წესის შესაბამისად.

 

1.12 შეტყობინება დაზიანების ან ავარიის შესახებ; საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და წესების დარღვევის შესაბამისი აღსრულება.

 

მძღოლმა დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და სქროლს ინციდენტის, ავარიის, დაზიანების, ტრავმის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან თვითმგორავის მოპარვის ან დაკარგვის თაობაზე. მძღოლი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა ნებისმიერ არასათანადო გამოყენებაზე, მისგან გამომდინარე შედეგებზე, ნებისმიერი ტიპის ან ხასიათის საჩივრებზე, მოთხოვნებზე, საჩივრის საფუძვლებზე, ზარალზე, ვალდებულებებზე, ზიანზე, ტრავმებზე, ხარჯებზე, ჯარიმებზე, ადვოკატის ჰონორარზე, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, სასამართლო დავებზე ან დანახარჯებზე, რომლებიც უკავშირდება მოპარულ ან დაკარგულ თვითმგორავს. თქვენი საავტომობილო დაზღვევა შესაძლებელია არ ფარავდეს თვითმგორავისთვის მიყენებულ ზიანს. დაუკავშირდით თქვენს სადაზღვევო კომპანიას ან მის წარმომადგენელს იმის გასარკვევად, მოიცავს თუ არა თქვენი დაზღვევა ამგვარ სადაზღვევო შემთხვევას

 

მძღოლი ადასტურებს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე და დარღვევასთან დაკავშირებული უწყებებზე, ჯარიმებზე ან დაკისრებულ გადასახდელებზე, მათ შორის ქირავნობის ვადის დასრულების შემდგომ არასწორ ან არასანქცირებულ პარკირებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე პასუხისმგებელია თავად მძღოლი.  

 

მძღოლი თანხმობას აცხადებს და აღიარებს, რომ სქროლი უფლებამოსილია ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და მიაწოდოს მათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც სხვა მხრივ გახდება საჭირო.

 

1.13 მძღოლის პასუხისმგებლობა თვითმგორავის გამოყენებიდან და მისი დაზიანებიდან გამომდინარე. მძღოლი თანახმაასქროლსთვითმგორავი დაუბრუნოს იგივე მდგომარეობაში, როგორშიც დაიქირავა. მძღოლი არ არის პასუხისმგებელი ჩვეულებრივ ცვეთასა და ამორტიზაციაზე

 

1.14 ელექტრო მოწყობილობა. მოწყობილობა წარმოადგენს ელექტრო მოწყობილობას თუ ის ექსპლუატაციისთვის საჭიროებს ბატარეის პერიოდულ დამუხტვას. მძღოლი თანახმაა, რომ გამოიყენოს და მართოს თვითმგორავი უსაფრთხოდ და გონივრულად იმის გათვალისწინებით, რომ თვითმგორავი წარმოადგენს ელექტრო მოწყობილობას. ასევე ყველა დაკავშირებული შეზღუდვისა და მოთხოვნის გათვალისწინებით მძღოლი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თითოეულზე

 

  • თვითმგორავში დარჩენილი მუხტის დონე შემცირდება თვითმგორავის გამოყენებასთან ერთად (როგორც დროის, ასევე მანძილის მიხედვით). შესაბამისად, რადგან თვითმგორავის მუხტი მცირდება, შესაძლოა შემცირდეს (ან მთლიანად შეწყდეს) სიჩქარე და სხვა საექსპლუატაციო შესაძლებლობები.
  • მძღოლის მიერ თვითმგორავის დაქირავების ან ექსპლუატაციის ინიცირებისას, მასში მუხტის დონე გარანტირებული არ არის და იცვლება ქირავნობის პერიოდში ყოველი გამოყენებისას.
  • მუხტის დაკარგვის სიჩქარე არ არის გარანტირებული და განსხვავდება თვითმგორავის, გზის პირობების, ამინდის პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
  • მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს თვითმგორავში მუხტის დონე და განსაზღვროს მისი შესაბამისობის ექსპლუატაციის დაწყებამდე.
  • მანძილი, რომელზეც, ან/და დრო, რომლის განმავლობაშიც, მძღოლი ექსპლუატაციას გაუწევს თვითმგორავს მუხტის ამოწურვამდე, არასდროსაა გარანტირებული.
  • თვითმგორავის მუხტი შესაძლოა ამოიწუროს და შეწყვიტოს მუშაობა ნებისმიერ დროს, მძღოლის მიერ თვითმგორავის ქირავნობის პერიოდში, მათ შორის, სანამ მძღოლი მიაღწევს დანიშნულების სასურველ პუნქტს.

 

1.15 აკრძალულია თვითმგორავის დამუხტვა. თუ თვითმგორავის მუხტი იწურება ქირავნობის პერიოდში, მძღოლი ვალდებულია დაასრულოს მართვა წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული ყველა წესის შესაბამისად.

 

მძღოლი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა ნებისმიერ არასათანადო გამოყენებაზე, ამგვარი გამოყენებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ან ხასიათის  შედეგებზე, საჩივრებზე, მოთხოვნებზე, საჩივრის საფუძვლებზე, ზარალზე, ვალდებულებებზე, ზიანზე, ტრავმებზე, ხარჯებზე, ჯარიმებზე, ადვოკატის ჰონორარზე, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, სასამართლო დავებზე ან დანახარჯებზე, რომლებიც უკავშირდება მძღოლის მიერ თვითმგორავის დამუხტვას ან დამუხტვის მცდელობას. თვითმგორავის დამუხტვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, მძღოლი კისრულობს სრულ და მთლიან პასუხისმგებლობას ყველა დაკავშირებული რისკის, საშიშროების და საფრთხეების გამო და თანხმობას აცხადებს, რომსქროლიდა ყველა სხვა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირი (განსაზღვრულია ქვემოთ, მე-15 პარაგრაფში) არ არის პასუხისმგებელი, ნებისმიერ პირთან ან ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის თავად თვითმგორავის მიერ  განპირობებულ ნებისმიერ ტრავმაზე, დაზიანებაზე ან მძღოლის გამო წარმოშობილ ხარჯზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება თვითმგორავის დამუხტვას.

 

1.16 მობილური მოწყობილობების მიმართ მოთხოვნები და აქტიური ინტერნეტკავშირი. Bird-ის აპლიკაციის მეშვეობითსქროლის მომსახურებებისაქტივირებისთვის უნდა ისარგებლოთ სმარტფონით ან ნებისმიერი სხვა (მობილური) მოწყობილობით, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და თავსებადია „Bird“-ის აპლიკაციასთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სქროლმა წერილობით მიგითითათ აქტივაციის განსხვავებული წესი. „Bird“-ის აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქციით სარგებლობისთვის, როგორიცაა „Bird“-ზე რეგისტრაცია, თვითმგორავის განბლოკვა, დაქირავება და ქირავნობის დასრულება, მოითხოვს, რომ „Bird“-ის აპლიკაციას ჰქონდეს აქტიური ინტერნეტკავშირი. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მობილური ოპერატორის სერვისების ხელმისაწვდომობასა და მისგან გამომდინარე ხარჯებზე. აგრეთვე პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ თქვენი მობილური მოწყობილობის ბატარეა საკმარისად იყოს დამუხტული. „სქროლიარ არის პასუხისმგებელი თუ ვერ ახერხებთ თვითმგორავის განბლოკვას, გამოყენებას ან მართვის დასრულებას შეწყვეტილი ინტერნეტკავშირის, მობილური მოწყობილობის გაუმართავობის ან დაცლილი ბატარეის გამო. თქვენ პასუხისმგებელი რჩებით ყველა ხარჯზე დასქროლსშეუძლია დაგაკისროთ ყველა ხარჯი (მათ შორის ქირავნობის გადასახადი) მართვის დასრულებამდე

 

2. გადახდა და საფასური.

 

2.1 საფასური. მძღოლს შეუძლია ისარგებლოს თვითმგორავით „Bird“-ის აპლიკაციაში მითითებული ფასების შესაბამისად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მართვის დაწყების საფასურს, საფასურს მანძილიდან ან დროიდან გამომდინარე (დრო მრგვალდება უახლოეს წუთამდე) ან/და მოთხოვნილ მინიმალურ საფასურს. ფასებმა შესაძლოა ცვლილება განიცადოს. თითოეულ შემთხვევაში საფასური და სხვა ხარჯები შესაძლოა გამომდინარეობდეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან და სხვა ადგილობრივი სახელმწიფო გადასახადებიდან, რომლებიც შესაძლოა დარიცხული და ამოღებული იქნესსქროლისმიერ. „სქროლიმძღოლს აკისრებს (საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ან გადახდის სხვა შეთანხმებული მეთოდის მეშვეობით) საფასურის თანხას, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულებაში, მათ შორის ნებისმიერ გადახდებს თქვენ მიერ არჩეული პერიოდულობით.

 

2.2 რეფერალური ან/და სარეკლამო კოდები.

 

სქროლს“, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია შექმნას რეფერალური ან/და სარეკლამო კოდები („პრომო კოდები“), რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს ფასდაკლებისთვის, „სქროლის    მომსახურებებზეკრედიტებისთვის, „სქროლისმიერ უზრუნველყოფილი სხვა ფუნქციებისა ან პრივილეგიებისთვის Bird-ის გადაწყვეტილების თანახმად. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომპრომო კოდები“: (i) გამოყენებული უნდა იქნეს გათვალისწინებული აუდიტორიისთვის და საჭიროებისთვის, კანონის შესაბამისად, (ii) არ შეიძლება იქნეს დუბლირებული, გაყიდული ან გადაცემული ნებისმიერი წესით, გარდასქროლისმიერ ნებადართული შემთხვევებისა; (iii) ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გაუქმდესსქროლისმიერ, „სქროლისთვისპასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე; (iv) დასაშვებია გამოყენებული იქნეს იმ კონკრეტული პირობების შესაბამისად, რომელსაცსქროლიაწესებს ამგვარიპრომო კოდისთვის“; (v) არ მოქმედებს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში; (vi) შესაძლებელია დაექვემდებაროს რაოდენობრივ ან თანხობრივ შეზღუდვებს; და (vii) შესაძლებელია ვადა გაუვიდეს თქვენ მიერ მის გამოყენებამდე.

სქროლიუფლებას იტოვებს შეაჩეროს ან გამოქვითოს თქვენ მიერ ან სხვა მომხმარებლის მიერ მოპოვებული კრედიტები ან სხვა ფუნქციები ან პრივილეგიები, რეფერალური სისტემის გამოყენების მეშვეობით, იმ შემთხვევაში თუსქროლიდაადგენს ან ჩათვლის, რომ რეფერალური სისტემის ანპრომო კოდისგამოყენება ან დაფარვა ხორციელდებოდა არასწორად, თაღლითურად, უკანონოდ ან

სხვაგვარად, წინამდებარე ხელშეკრულების ანპრომო კოდებთანდაკავშირებული პირობების დარღვევით.

 

2.3 ქირავნობის მაქსიმალური ვადა და დარიცხვები. ქირავნობის მაქსიმალური ვადა შეადგენს 24 საათს. მძღოლი თანახმაა მოახდინოს თვითმგორავის ქირავნობის დეაქტივაცია დაქირავებიდან 24 საათის განმავლობაში. შემდეგში მძღოლს შეუძლია კვლავ დაიქირავოს თვითმგორავი. მძღოლი თანახმაა, რომ ის ერთადერთ პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მართვის დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმირებულებაზე. ქირავნობის მაქსიმალური დღიური საფასური შეადგენს 100 ლარს და თვლა წარმოებს კალენდარული დღის მიხედვით. თვითმგორავის მართვის დასრულების შემდეგ, მძღოლს დაეკისრება ქირავნობის დაგროვებული საფასური ან მაქსიმალური დღიური საფასურირომელიც უფრო ნაკლებია. ქირავნობის დრო დაითვლება „Bird“-ის აპლიკაციის მეშვეობით თვითმგორავის განბლოკვის მომენტიდან იმ მომენტამდე, როდესაც მძღოლი „Bird“-ის აპლიკაციის მეშვეობით მიიღებს დადასტურებას მართვის დასრულების შესახებ. თუ მართვა არ დასრულდება სათანადო წესით, ქირავნობის ვადა და შესაბამისად, საფასურის დარიცხვა გაგრძელდება. თუ შეგექმნებათ ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომლებიც შეუძლებელს ხდის თვითმგორავის ექსპლუატაციას, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთსქროლსმისი აპლიკაციის მეშვეობით. ექსპლუატაციის შეწყვეტის მიზეზის შესახებ შეტყობინების გაუგზავნელობა გამოიწვევს დარიცხვის პროცესის გაგრძელებას.

 

თვითმგორავები (შესრულებული მგზავრობით), რომლებიც არ დაბრუნდება 48 საათის განმავლობაში, ჩაითვლება დაკარგულად ან მოპარულად და მძღოლს დაეკისრება შემდეგი ოდენობის ჯარიმა: თვითმგორავის ღირებულებას პლიუს ადმინისტაციული და სამართალწარმოების ხარჯები. „სქროლსასევე შეუძლია დააკისროს მძღოლს დამატებითი მომსახურების საფასურიც 24 საათზე მეტი დროით სარგებლობისთვის, თუ თვითმგორავი არც დაკარგულა და არც მოუპარავთ

2.4 გადახდის წესი. სქროლის მომსახურებებითსარგებლობის მიზნით დარეგისტრირებისას მძღოლმასქროლსუნდა მიაწოდოს მოქმედი საკრედიტო, სადებეტო ბარათი და მათი მოქმედების ვადა ან ინფორმაცია გადახდის სხვა მეთოდის შესახებ. მძღოლი აცხადებს და გარანტიას აძლევსსქროლს“, რომსქროლიუფლებამოსილია ისარგებლოს ნებისმიერი საკრედიტო, სადებეტო ან წინასწარ გადახდილი ბარათით ან გადახდის სხვა მეთოდით, რომლის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა მძღოლმა „Bird-ის აპლიკაციის მეშვეობით. გადახდის მეთოდის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფით, თქვენ თანხმდებით, რომსქროლიუფლებამოსილია დაგარიცხოთ თვითმგორავის ქირავნობის საფასური და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც მძღოლს ეკისრება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მათ შორის ყველა მოქმედი სახელმწიფო და ნორმატიული გადასახადი, ასევე გაყიდვებთან დაკავშირებული და სხვა მოქმედი გადასახადები.

 

როდესაც უთითებთ გადახდის მეთოდსსქროლისპოლიტიკების შესაბამისად, ჩვენი სისტემა შეეცდება თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას. აღნიშნულს ვახორციელებთ წინასწარი ავტორიზაციის მეშვეობით, რაც სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს. თქვენ არ იხდით დამატებით საფასურს ავტორიზაციისთვის. თუ თქვენი გადახდის მეთოდის ვადა ამოიწურება და არ განაახლებთ ინფორმაციას ან გააუქმებთ ანგარიშს, ამით უფლებამოსილებას მოგვანიჭებთ, რომ გავაგრძელოთ დარიცხვები, ხოლო თქვენ შეგინარჩუნდებათ პასუხისმგებლობა ნებისმიერი თანხის გადაუხდელობაზე. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი წარუმატებელი დარიცხვის შემდეგ გავიმეოროთ დარიცხვა აპლიკაციაში მითითებული გადახდის ყველა მეთოდის მეშვეობით. თქვენ პასუხისმგებელი დარჩებით ყველა ამგვარი თანხის გადახდაზე და მათ აკრეფასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯზე, მათ შორის და არა მხოლოდ, ბანკის ოვერდრაფტის საკომისიოზე, ამომღები სააგენტოს საკომისიოზე, ადვოკატის გონივრულ ჰონორარზე და არბიტრაჟის   ან სასამართლოს ხარჯებზე.

მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომსქროლს“, მძღოლის სახელით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაიხადოს ყველა საჯარიმო ქვითარი, დაკავებული მოსაკრებელი, ჯარიმა ან/და დარიცხვა, პირდაპირ შესაბამის უწყებაში ან მხარესთან. თუსქროლსმოეთხოვება გადაიხადოს ამგვარი გადასახდელები, მათთან დაკავშირებული ხარჯები ან/და მსვლელობა მისცეს მათ, მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომსქროლსშეუძლია დაგარიცხოთსქროლისმიერ გადახდილი თანხები და ასევე, აღნიშნული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებული გონივრული ადმინისტრაციული ხარჯი; „სქროლიშეგატყობინებთ ამგვარი ხარჯების და გადასახადების შესახებ.

 

იმ შემთხვევაში თუსქროლიისარგებლებს მესამე მხარის მომსახურებით ნებისმიერი საჯარიმო ქვითრის, ზიანის, კანონის ან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევასთან, საურავებთან ან/და ჯარიმებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, მძღოლი თანახმაა დაფაროს ყველა ხარჯი და კოლექტორის გასამრჯელოც, მათ შორის და არამხოლოდ, დაფაროს ამგვარი აგენტის ადმინისტრაციული და იურიდიული ხარჯები მოთხოვნისამებრ და პროტესტის გარეშე.

 

მძღოლი ვალდებულია ნებისმიერი დარიცხვის გასასაჩივრებლად დაუკავშირდესსქროლს“ 10 სამუშაო დღის განმავლობაში იმ თვის ბოლოდან, როდესაც სადავო დარიცხვა განხორციელდა და მიაწოდოსსქროლსსადავო დარიცხვის იდენტიფიცირებისთვის აუციელებელი ინფორმაცია მგზავრობის შესახებ. კერძოდ, სადავო დარიცხვის წარმოშობასთან დაკავშირებული მგზავრობის თარიღი, თვითმგორავის ქირავნობის დაწყების და დასრულების დრო. მძღოლი თანახმაა დაუყოვნებლივ მიაწოდოსსქროლსინფორმაცია გადახდის მეთოდთან დაკავშირებული ყველა დარიცხვის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადეთ თანხმობა ავტომატური ან განმეორებადი გადახდების განხორციელებაზე, ისინი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გააუქმებთ მათ ან არ დახურავთ თქვენს ანგარიშს. გაუქმება უნდა განახორციელოთ „Bird“ის აპლიკაციაში მოყვანილი ინსტრუქციების შესაბამისად

გაუქმების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ანგარიშზე დარჩენილი ნებისმიერი ბალანსი, მაგრამ ვერ გააგრძელებთსქროლის მომსახურებებითსარგებლობას სანამ ხელმეორედ არ განახორციელებთ ავტორიზაციას გადახდის აქტიური მეთოდის მითითებით. „სქროლსშეუძლია გააგრძელოს თქვენს გადახდის მეთოდზე დამატებითი გადასახდელების ან წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისი თანხების დარიცხვა.

 

2.5 თვითმგორავის წაყვანის მოსაკრებელი. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თვითმგორავის დაბრუნებას შესაბამის ზონაში (მაგალითად, თუ თვითმგორავის დეაქტივაციას ახდენთ კერძო საკუთრებაში, ჩაკეტილ საცხოვრებელ კომპლექსში ან სხვა მიუდგომელ ზონაში), და მოითხოვთ, რომ თვითმგორავი წაყვანილი იქნესსქროლისპერსონალის მიერ, „სქროლს“, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია დაგაკისროთ თვითმგორავის წაყვანის მოსაკრებელი. თუ თქვენი ანგარიშით გააქტიურებული თვითმგორავი მიტოვებული იქნა გაფრთხილების გარეშე, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით თვითმგორავის სარგებლობის ყველა გადასახდელზე, სანამ ის არ დაბრუნდება და დეაქტივირდება, ამასთან, დაირიცხება თვითმგორავის დაბრუნების ღირებულებაც. მოსაკრებლების ოდენობა შეიძლება შეიცვალოს.

 

3. სარგებლობის დამატებითი პირობები.

 

3.1 უსაფრთხოების შემოწმება. თვითმგორავის ყოველ გამოყენებამდე, მძღოლმა უნდა განახორციელოს უსაფრთხოების ძირითადი შემოწმება, რაც მოიცავს შემდეგს: (i) ბორბლების სათანადო მდგომარება; (ii) ყველა მუხრუჭის და ფარის უსაფრთხო მუშაობა; (iii) ჩარჩოს კარგი მდგომარეობა; (iv) ბატარეის საკმარისი მუხტი; და (iv) დაზიანების, არაბუნებრივი ან ჭარბი ცვეთის ნებისმიერ კვალი, ან სხვა ღია და აშკარა მექანიკური პრობლემა / ტექნიკური მომსახურების საჭიროება

მძღოლი თანხმობას აცხადებს არ მართოს თვითმგორავი თუ მასზე აღინიშნება შესამჩნევი პრობლემები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს, რათა ამ უკანასკნელმა შეატყობინოსსქროლსნებისმიერი პრობლემის შესახებ.

 

3.2 დაკარგული ან მოპარული თვითმგორავი. თვითმგორავი შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად ან მოპარულად თუ () თვითმგორავი არ დაბრუნებულა 24 თანმიმდევრული საათის განმავლობაში, (თვითმგორავის GPS-მონიტორინგის სისტემა გამორთულია, () თვითმგორავი დატოვებულია არასანქცირებულ კერძო საკუთრებაში, ჩაკეტილ სივრცეში ან სხვა არასაჯარო ზონაში, მართვის დასრულებიდან ათ წუთზე მეტი დროის განმავლობაში, () თვითმგორავი გადის 50 მეტრზე მეტ მანძილს ქირავნობის დასრულების შემდეგ დასქროლიმიიჩნევს, რომ ამგვარი გადაადგილება არ არის გამოწვეული სხვა მძღოლის ან არაავტორიზებული მესამე მხარის მიერ, ან ()სხვა ფაქტები და გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც, „სქროლიგონივრულად და კეთილსინდისიერად მიიჩნევს, რომ თვითმგორავი დაკარგულია ან მოპარულია. „სქროლიდა თქვენ თანხმდებით, რომ თვითმგორავის ბოლო მძღოლი პასუხისმგებელია თვითმგორავის დაკარგვაზე ან მოპარვაზე თუ ფაქტები და გარემოებებისქროლსარ მიუთითებს სხვაგვარ გონივრულ და კეთილსინდისიერ მოსაზრებაზე. თუსქროლსმიაჩნია, რომ თვითმგორავი დაკარგულია ან მოპარულია, „სქროლსუნდა ჰქონდეს უფლებამოსილება მიმართოს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომელსაც მართებულად მიიჩნევს (თვითმგორავის ბოლო მძღოლთან დაკავშირებით ან პირიქით), მათ შორის (შეზღუდვის გარეშე) დაიბრუნოს თვითმგორავი ან მიიღოს სხვა შესაბამისი კომპენსაცია და ზიანის ანაზღაურება, ასევე განაცხადოს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში. მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომ Bird-ის კომპიუტერში გენერირებული მონაცემები წარმოადგენს მძღოლის მიერ თვითმგორავით სარგებლობის პერიოდის სარწმუნო მტკიცებულებას. მძღოლი თანხმობას აცხადებსსქროლსდაუყოვნებლივ ან შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს თვითმგორავის გაუჩინარების ან მოპარვის შესახებ

 

3.3 ჩაფხუტები; უსაფრთხოება. სქროლირეკომენდაციას იძლევა, რომ მძღოლმა ისარგებლოს Snell-ის, CPSC-ის, ANSI- ან ASTM-ის დამტკიცებული ჩაფხუტებით, რომლის ზომაც სწორად არის შერჩეული, მორგებულია და შეკრულია მწარმოებლის ინსტრუქციების მიხედვით. სქროლიდა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული სხვა პირები (როგორც ეს ქვემოთაა განსაზღვრული მე-15 პარაგრაფში) არ უზრუნველყოფენ ნებისმიერი ჩაფხუტის ხარისხს ან უსაფრთხოებას, ასევე არ იძლევიან გარანტიას აღნიშნულთან დაკავშირებით. მძღოლი ადასტურებს, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული არცერთი პირი არ არის პასუხისმგებელისქროლის მომსახურებებითსარგებლობისას მძღოლის მიერ მიღებული ტრავმის გამო, მიუხედავად იმისა, ახურავს თუ არა მძღოლს ჩაფხუტი ტრავმირებისას. მძღოლი თავად იღებს პასუხისმგებლობას ჩაფხუტის ან უსაფრთხოების სხვა აღჭურვულობის გამოუყენებლობიდან გამომდინარე ყველა რისკთან დაკავშირებით. მძღოლმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს უსაფრთხოების ან სიფრთხილის დამატებითი ზომების მიღება, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ხელშეკრულებაში.

 

3.4 თვითმგორავის მარშრუტები. მძღოლი თანახმაა, რომსქროლიარ უზრუნველყოფს თვითმგორავის გადაადგილების ადგილებს ან არ ახორციელებს მათი ტექნიკურ მომსახურებას. „სქროლიარ იძლევა იმის გარანტიას, რომ თვითმგორავის გადაადგილების მარშრუტები ყოველთვის უსაფრთხო იქნება. თვითმგორავის გასასვლელები და მარშრუტები შესაძლოა სახიფათო გახდეს ამინდის პირობების, საგზაო მოძრაობის ან სხვა საშიშროებების გამო.

3.5 თვითმგორავის დაქირავებისას მოქმედი შეზღუდვები. მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომსქროლიარ წარმოადგენს საზოგადოებრივ გადამზიდს. საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის სხვა ალტერნატივები, მათ შორის, საზოგადოებრივი ავტობუსები და სარკინიგზო ტრანსპორტი, ტაქსი და ტროტუარები, ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის და ასევე ინდივიდუალურად მძღოლისთვის.

სქროლითვითმგორავს უზრუნველყოფს მხოლოდ როგორც კომფორტის საშუალებას. ქირავნობის ამგვარი შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია თვითმგორავის დამოუკიდებლად სამართავად და რომლებიც ეთანხმებიან წინამდებარე  ხელშეკრულების წესებსა და პირობებს.

 

  1. მოქმედების შეწყვეტა. ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, ასევე მძღოლის თანხმობის გარეშე, „სქროლსშეუძლია ცალმხრივი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების ან მიზეზის გარეშე მძღოლს შეუწყვიტოსსქროლის მომსახურებებითსარგებლობის უფლება. მძღოლს შეუძლია შეწყვიტოსსქროლის მომსახურებებითსარგებლობა ნებისმიერ დროს, თუმცა იმ პირობით, რომ (i) „სქროლიარ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას, (ii) წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდება მასში მოყვანილი პირობების შესაბამისად, და (iii) მძღოლს შეიძლება კვლავ დაერიცხოს ნებისმიერი მოქმედი დამატებითი გადასახდელი წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში რჩება და მოქმედებს სრულად მისი პირობებისა და ვადების შესაბამისად, მძღოლისთვისსქროლის მომსახურებებიდანრომელიმეთი სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ როგორ წყდება ხელშეკრულება.

 

  1. ინფორმაციის კონფიდენციალურობა; კონფიდენციალობის პოლიტიკა. თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ, რომსქროლისხელთ არსებული მძღოლთან დაკავშირებული ყველანაირი პირადი ინფორმაცია, მათ შორის ყველა სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი, გადახდის შესახებ ინფორმაცია და სხვა ინფორმაცია „Bird“ის მიერ დაცული იქნება http://www.bird.co/privacy/ზე განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

 

  1. გამოსახულებისა და ხმის საშუალებით პიროვნების იდენტიფიცირების უფლება. აუცილებელი საჭიროებისას, რომლის არსებობის ადეკვატურობა აქვეა აღიარებული, თქვენ შეგნებულად, ნებაყოფლობით და შეუქცევლად: (1) აძლევთ თქვენს სრულ და უპირობო თანხმობასსქროლსდა მის ფილიალებს, სამართალმემკვიდრეებს და დანიშნულ პირებს, რომ ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ, თქვენ მიერსქროლის მომსახურებებითსარგებლობასთან დაკავშირებულ ფოტოსურათებზე, ვიდეოებზე და სხვა ჩანაწერებში დაფიქსირებული თქვენი გამოსახულება და ხმა, ყველა ვებგვერზე და პრესის ყველა საშუალებაში, წახალისების, სარეკლამო, გამოქვეყნების და სხვა კომერციული მიზნებისთვის, მათ შორის ყველა ფორმატით და საშუალებით, ამჟამად ცნობილით თუ მომავალში შემოღებულით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მუდმივად; (2) აძლევთ „Bird“-ის და მის ფილიალებს, სამართალმემკვიდრეებს და დანიშნულ პირებს () თქვენ მიერსქროლის მომსახურებებითსარგებლობასთან დაკავშირებით თქვენი გამოსახულების და ხმის ასახვის უფლებას ფოტოგრაფირების, ვიდეოგადაღების და სხვაგვარი ჩანაწერების გაკეთების მეშვეობით, ნებისმიერ მომენტში ან პერიოდულად, () აღნიშნულ ფოტოსურათებთან, ვიდეოჩანაწერებთან და სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, საავტორო უფლებას, საკუთრების უფლებას, სარგებლის უფლებას, მასალის შემკვეთის საავტორო უფლებების მიზნებისთვის, და () „სქროლისშეხედულებისამებრ, ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, ამგვარი ფოტოსურათების, ვიდეოჩანაწერების და სხვა ჩანაწერების ან მათი რომელიმე კომპონენტის გამოყენების, კვლავ წარმოების, გამოფენის, გავრცელების, გადაცემის, შეცვლის და დამუშავების და ყველა დაკავშირებული მერჩანდაიზინგის, წახალისების, რეკლამირების და გამოქვეყნების უფლებას; და (3) უარს აცხადებთ პრეტენზიებზე და მათგან ათავისუფლებთ ყველა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ პირს (მოყვანილია ქვემოთ, მე-15 პარაგრაფში), რომლებიც გაქვთ ან შესაძლებელია გქონდეთ ნებისმიერ ცილისწამებასთან, დეფამაციასთან, პირად ცხოვრებაში შეჭრასთან, გამოქვეყნების უფლებასთან, საავტორო უფლების ან ნებისმიერი უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც გადაცემულია თქვენ მიერ წინამდებარე პარაგრაფის შესაბამისად.

 

  1. შენიშვნა. სქროლთანდაკავშირება შესაძლებელია ელექტორნული ფოსტის მეშვეობით: hello@scroll.eco ან შემდეგ მისამართზე: საქართველო, .თბილისი, .კოსტავას . N 14, საფოსტო კოდი 0107.

 

  1. გამოსაყენებელი სამართალი. დავის გადაწყვეტა. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება, განიმარტება და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავის შემთხვევაში, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან: (i) მოგებულ მხარეს უფლება აქვს აინაზღაუროს ხარჯები და ადვოკატის გონივრული გასამრჯელო (სასამართლო განხილვისას, აპელაციისას ან სხვაგვარად გაწეული), რომლებიც გაღებული იქნა დავის გადაწყვეტისას ან მოგვარებისას, ზიანის კომპენსაციასთან ან სხვა ანაზღაურებებთან ერთად, რომელთა მიღებაზეც მხარე შესაძლოა უფლებამოსილი იყოს; (ii) თითოეული მხარე თანახმაა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები განხილული იქნეს საქართველოს სასამართლოების მიერ, ასევე თანახმაა, რომ ამ სასამართლოების იურისდიქცია გავრცელდეს თითოეულ მხარეზე; (iii) საქმის განხილვა იწარმოებს საქართველოში ქალაქ თბილისში.

 

9. სავალdებულო არბიტრაჟი და უარი ჯგუფურ სარჩელზე

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე პარაგრაფიმან შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს თქვენს კანონიერ უფლებებზე, მათ შორის სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებაზე.

 

9.1 დავის გადაწყვეტის საწყისი ეტაპი. მძღოლის მხარდაჭერის სამსახური ხელმისაწვდომია „Bird-ისაპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ თვითგორიალას გამოყენებასთან ან/და წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის თაობაზე. მხარეებმა უნდა მიმართონ მაქსიმალურ ძალისხმევას აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, რათა მოაგვარონ დავა, საჩივარი, საკითხი ან უთანხმოება და კეთილსინდისიერად ჩაატარონ მოლაპარაკებები. ამგვარი მოლაპარალებები წარმოადგენს შუამდგომლობის, არბიტრაჟის ან სასამართლო განხილვის ინიციატორი ნებისმიერი მხარესთვის წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას დავის გაგრძელებისთვის.

 

9.2 სავალდებულო არბიტრაჟი

 

თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას მხარდაჭერის პროცესის ფარგლებში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია სავალდებულო არბიტრაჟის, როგორც საჩივრების რეგულირების ერთადერთი საშუალების ინიცირება, ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად. სახელდობრ, ყველა საჩივარი, რომელიც გამომდინარეობს თვითმგორავის გამოყენებიდან და დაქირავებიდან, წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მხარეთა ურთიერთობიდან, ან კავშირშია აღნიშნულთან, საბოლოოდ უნდა დარეგულირდეს ადმინისტრირებადი სავალდებულო არბიტრაჟის მიერ, ან სხვაგვარად, ერთობლივად შეთანხმებული არბიტრის მიერ ან საარბიტრაჟო მომსახურებით, ან ერთობლივად შეთანხმებული საარბიტრო მომსახურებისთვის მოქმედი კომერციული არბიტრაჟის წესების შესაბამისად, რაც არ მოიცავს ჯგუფური სარჩელის მარეგულირებელ ან ნებადამრთველ ნებისმიერ წესს ან პროცედურას.

 

არბიტრს უნდა გაჩნდეს ექსკლუზიური უფლებამოსილება რათა გადაწყვიტოს ყველა დავა, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან კავშირშია მის ინტერპრეტაციასთან, გამოყენებასთან, იძულებით განხორციელებასთან, ფორმირებასთან, მათ შორის, ნებისმიერი საჩივარი, რომელშიც მოითხოვება წინამდებარე ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობა, ან განსაზღვროს ექვემდებარება თუ არა საჩივარი საარბიტრაჟო განხილვას. არბიტრი უფლებამოსილი უნდა იყოს უზრუნველყოს ნებისმიერი სასამართლო დაცვის საშუალება, რომელიც ხელმისაწვდომია სასამართლოში კანონის ან სამართლიანი უფლების შესაბამისად. არბიტრის გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და შესასრულებლად სავალდებულო მხარეებისთვის, შეიძლება წარდგენილი იქნას კომპეტენტური იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოში სასამართლო გადაწყვეტილების სახით.

 

თუ საარბიტრაჟო სარჩელის მოსაკრებელი აჭარბებს სასამართლოში სარჩელის შეტანის მოსაკრებელს, „სქროლიდაფარავს დამატებით ღირებულებას. საარბიტრაჟო რეგლამენტი ასევე შესაძლებლობას გაძლევთ გარკვეულ შემთხვევებში აინაზღაუროთ ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის თანხა. ისინი ასევე აცნობიერებენ, რომ რიგ შემთხვევებში, საარბიტრაჟო სასამართლოს გადასახადმა შესაძლოა გადააჭარბოს სასამართლო ბაჟის ოდენობას და რომ დოკუმენტების წარდგენის უფლება შესაძლოა არბიტრაჟში უფრო შეზღუდული იყოს, ვიდრე სასამართლოში.

 

9.3 ადგილმდებარეობა. საარბიტრაჟო განხილვა შედგება საქართველოში . თბილისში ან ორმხრივად შეთანხმებულ ადგილას.

 

9.4 უარი ჯგუფურ სარჩელზე. მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი არბიტრაჟი უნდა ჩატარდეს მხოლოდ მათი ინდივიდუალური ძალისხმევით და არა ჯგუფური ან სხვა წარმომადგენლობითი სარჩელის საფუძველზე, ასევე მხარეები არაორაზროვნად აცხადებენ უარს ჯგუფური სარჩელის შეტანაზე ან ჯგუფური მხარდაჭერის მოძიებაზე. თქვენ დასქროლითანხმდებით, რომ თითოეულ თქვენგანს მეორე მხარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა შეუძლია მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით და არა როგორც სავარაუდო ჯგუფის წევრს ან წარმომადგენლობითი სარჩელის მონაწილეს. თუ რომელიმე სასამართლო ან არბიტრი გადაწყვეტს, რომ წინამდებარე პარაგრაფში მოცემული განცხადება ჯგუფურ სარჩელზე უარის შესახებ ბათილია ან ძალადაკარგულია ნებისმიერი მიზეზით ან რომ არბიტრაჟს შეუძლია ჯგუფური სარჩელის განხილვა, ასეთ შემთხვევაში არბიტრაჟის შესახებ ზემოთ მოყვანილი დებულება უნდა ჩაითვალოს მთლიანად ბათილად და გაუქმებულად. უნდა ჩაითვალოს, რომ მხარეები არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო გარჩევის შესახებ.

 

9.5 ინტელექტუალურ საკუთრებასთან და მცირე სარჩელებთან დაკავშირებული სასამართლო განხილვა. მიუხედავად მხარეთა გადაწყვეტილებისა რომ ყველა დავა მოგვარდეს არბიტრაჟის მეშვეობით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია სარჩელის შეტანა სასამართლოში ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების დასაცავად („უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზენიშნავს პატენტებს, საავტორო უფლებებს, მორალურ უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს და სავაჭრო საიდუმლოს, მაგრამ არა კონფიდენციალობის ან საჯაროობის უფლებებს). ნებისმიერ მხარეს შეუძლია ასევე მიმართოს სასამართლოს მცირე სარჩელების ან იმგვარი სარჩელების განსახილველად, რომლებზეც ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია.

 

9.6 უარის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ და არ შეიბოჭოთ საარბიტრაჟო განხილვის და ჯგუფური სარჩელის შესახებ უარის ზემოთ მოყვანილი დებულებებით, აღნიშნული უარის დამადასტურებელი გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით შემდეგ მისამართზე: საქართველო, . თბილისი, . გობრონიძის . მუხიანის რაიონი, ყოფილი რადიოქარხანა, საფოსტო ინდექსი 0172. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ან თქვენ მიერ მომსახურებით პირველად სარგებლობის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, იმის მიხედვით თუ რომელი თარიღია უფრო გვიანდელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგეკისრებათ დავის საარბიტრაჟო გადაჭრის ვალდებულება ხსენებული პარაგრაფების პირობების შესაბამისად. თუ უარს განაცხადებთ    აღნიშნულ     დებულებებზე     არბიტრაჟის     შესახებ,     „სქროლიცშესაბამისად არ იქნება აღჭურვილი ანალოგიური ვალდებულებებით. 

 

9.7 წინამდებარე ნაწილის ცვლილებები

 

სქროლიუზრუნველყოფს წინასწარ წერილობით შეტყობინებას წინამდებარე ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებები ძალაში შევა მხოლოდ წინასწარი წერილობითი შეტყობინების უზრუნველყოფის შემდეგ და შეეხება მხოლოდ შეტყობინების შემდეგ პერიოდში წარმოშობილ ნებისმიერ პრეტენზიას.

 

ნებისმიერი დავის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საარბიტრაჟო განხილვას, თქვენ დასქროლითანხმდებით დაექვემდებაროთ თბილისში, საქართველოში არსებული სასამართლოების პერსონალურ და ექსკლუზიურ იურისდიქციას, განხილვაც შედგება აღნიშნულ სასამართლოებში.

  1. უარი და ხელშეკრულების ბათილობა. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიის წაყენებაზე უარი არ წარმოადგენს უარს ნებისმიერ სხვა დარღვევასთან ან წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე სხვა დებულების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიაზე. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და გამიჯნულ ნაწილებს. არცერთი დებულება არ შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან ბათილად იმის გამო, რომ ნებისმიერი მიზეზით ნებისმიერი სხვა დებულება/სხვა დებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ იქნა ძალადაკარგულად ანბათილად ცნობილი.

 

  1. სამართლებრივი დაცვის ურთიერთშემავსებელი საშუალებები. წინამდებარე ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ან ნახსენები ყველა უფლება და სამართლებრივი დაცვის საშუალება არის ურთიერთშემავსებელი და არაექსკლუზიური. რომელიმე მათგანით სარგებლობა არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებით ან სამართლებრივი დაცვის საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობას ან მათ მოქმედებას.

 

  1. საბოლოო ხელშეკრულება; „სქროლისმიერ განხორციელებული ცვლილებები. წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს სრულ, საბოლოო და ექსკლუზიურ შეთანხმებას მხარეთა შორის მის საგანთან დაკავშირებით. წინამდებარე ხელშეკრულება ცვლის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მიღწეულ ყველა სხვა წინარე შეთანხმებას, იქნება ეს წერილობითი თუ სიტყვიერი. ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, ასევე მძღოლის თანხმობის გარეშე, „სქროლსშეუძლია ცალმხრივად და საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების შესწორება, მოდიფიკაცია ან ცვლილება. ნებისმიერი ამგვარი შესწორების, მოდიფიკაციის ან ცვლილების შემდეგსქროლის მომსახურებებიდანრომელიმეთი სარგებლობის გაგრძელებით მძღოლი თანხმობას აცხადებს ყველა ამგვარი შესწორების, მოდიფიკაციის ან ცვლილების დაცვის თაობაზე. მძღოლმა რეგულარულად და ყურადღებით უნდა გადახედოს წინამდებარე ხელშეკრულებას რათა ინფორმირებული იყოს ყველა შესწორების, მოდიფიკაციის და ცვლილების შესახებ. ყოველთვის, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულება ცვლილებას დაექვემდებარება, „სქროლიგამოაქვეყნებს შეტყობინებას თავის ვებგვერდზე.

სქროლისვებგვერდზე მითითებული ფასები ან „Bird“-ის აპლიკაცია ანაცვლებს წინამდებარე ხელშეკრულებაში მოყვანილ ყველა ფასს.

  1. ხელშეკრულების განმარტება. წინამდებარე ხელშეკრულების სათაურები არ ახდენს გავლენას ამ ხელშეკრულების განმარტებაზე. კავშირიანარ არის გამომრიცხავი მნიშვნელობის მატერებელი. „მათ შორისნიშნავსმათ შორის, მაგრამ არამხოლოდ“. თუ შინაარსი სხვაგვარად არ მოითხოვს, მხოლობით ან მრავლობით რიცხვში წარმოდგენილი სიტყვებიდან ყოველი მოიცავს მხოლობით რიცხვს ან მრავლობით რიცხვს.

 

  1. წინამდებარე ხელშეკრულების ნებაყოფლობითი შესრულება. წინამდებარე ხელშეკრულება იდება ნებაყოფლობით, მისი შინაარსის გათვალისწინებით დასქროლისმხრიდან ან მისი სახელით განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლის ან არასათანადო გავლენის გარეშე. მძღოლი აღიარებს, რომ () გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას; () აცნობიერებს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და შედეგებს, მათ შორის მასში შემავალ პუნქტებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ; და () სრულად აცნობიერებს წინამდებარე ხელშეკრულების სამართლებრივ და სავალდებულო ძალას.

 

15. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება; უარი; რისკზე პასუხისმგებლობის აღება.

 

იმის სანაცვლოდ, რომ მძღოლს ეძლევასქროლის მომსახურებებით“, თვითმოგრავებით და სხვა აღჭურვილობით ანსქროლისმიერ უზრუნველყოფილი შესაბამისი ინფორმაციით სარგებლობის შესაძლებლობა, მძღოლი თანხმობას აცხადებს სრულად გაათავისუფლოსსქროლიდა Bird Rides Europe B.V პასუხისმგებლობისგან, დაიცვას ის მესამე პირების პრეტენზიებისგან და თავიდან აარიდოს ზარალი მას და მის მესაკუთრეებს, მენეჯერებს, ფილიალებს, თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, ოფიცრებს, დირექტორებს, აქციონერებს, აგენტებს, წარმომადგენლებს, სამართალმემკვიდრეებს, დანიშნულ პირებს, ასევე კანონით დაშვებული მაქსიმალური ხარისხითნებისმიერ მუნიციპალიტეტს (მათ შორის მასში არჩეული და დანიშნულ თანამდებობის პირებს, ოფიცრებს, თანამშრომლებს, აგენტებს, კონტრაქტორებს და მოხალისეებს), რომელშიც მძღოლი სარგებლობსსქროლის მომსახურებებით“, და ყველა მესაკუთრეს ან ოპერატორს, რომელთანაცსქროლსხელშეკრულება აქვს გაფორმებულისქროლის მომსახურებებითსარგებლობის შესახებ ან ყველა ამგვარი მხარის მესაკუთრეებს, მენეჯერებს, ფილიალებს, თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, ოფიცრებს, დირექტორებს, აქციონერებს, აგენტებს, წარმომადგენლებს, სამართალმემკვიდრეებს         და         დანიშნულ         პირებს         (ერთობლივად         – პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირები“), გაათავისუფლოს ისინი ყველა პრეტენზიიდანგამომდინარე ვალდებულებებისგან, რომლებიც წარმოიშობა მძღოლის მიერსქროლის მომსახურებებით“, თვითმგორავებით ან დაკავშირებული აღჭურვილობით სარგებლობიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის და არამხოლოდ, საჩივრებისგან, რომლებიც განპირობებულიაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებისმხრიდან სავარაუდო დაუდევრობით, ხელშეკრულების დარღვევით ან/და არაორაზროვანი ან ნაგულისხმები გარანტიის დარღვევით, გარდა პრეტენზიებისა, რომლებიც ეფუძნებაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებისმხრიდან უხეშ დაუდევრობას და მიზანმიმართულ არასათანადო ქცევას. ამგვარი გათავისუფლებები ყველა პრეტენზიაზე პასუხისმგებლობისგან ზოგად და სრულ გათავისუფლებებს წარმოადგენს.

 

თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით რომ Bird Rides Europe B.V ან სხვა მისი შვილობილი კომპანია არ არის ამ ხელშეკრულების მხარე და ნებისმიერი შემთხვევის დროს და პრეტენზიის გამოხატვისას მოქმედებთ მხოლოდ სქროლის წინააღმდეგ.

 

პრეტენზიებინიშნავს, ერთობლივად, ნებისმიერ და ყველა პრეტენზიას, ტრავმას, მოთხოვნას, პასუხისმგებლობას, დავას, სარჩელის მიზეზს (მათ შორის კანონით დადგენილს, ხელშეკრულებიდან, დაუდევრობიდან ან დელიქტური მოთხოვნიდან გამომდინარეს), სასამართლო განხილვას, ვალდებულებას, დავალიანებას, გირაოს, საურავს, დარიცხვას, ჯარიმას, ხელშეკრულებას, დაპირებას, ხარჯს, გადახდას (მათ შორის ადვოკატის ჰონორარს, გადახდილს სასამართლო განხილვისას, აპელაციისას ან სხვა დანიშნულებით), ზიანს (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, პერსონალური ტრავმა, ძალადობრივი გარდაცვალება, ქონების დაზიანება ან მძღოლის ან მესამე მხარის ტრავმა, გამომდინარე საკომპენსაციო ან საჯარიმო ზიანი), ან ზარალს (იქნება ეს ცნობილი, უცნობი, განცხადებული, განუცხადებელი, ფიქსირებული, პირობითი თუ შემთხვევითი), რომელიც წამოიშობა ან გამომდინარეობს () ნებისმიერისქროლის მომსახურებიდან“, რომელიც მოიცავს თვითმგორავების განთავსებას, აღჭურვილობას, ტექნიკურ მომსახურებას, დაკავშირებულ ინფორმაციას, წინამდებარე ხელშეკრულებასთ ან () მძღოლის მიერ ზემოაღნიშნულიდან რომელიმეთი სარგებლობას.

 

კანონით ნებადართული მაქსიმალური ხარისხით და მძღოლის მიერსქროლის მომსახურებათაგანნებისმიერით, თვითმგორავით ან დაკავშირებული აღჭურვილობით       სარგებლობასთან       დაკავშირებით,       „სქროლი“       ან       სხვა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებიუარს აცხადებენ ყველა არაორაზროვან და ნავარაუდებ გარანტიაზე, მათ შორის კონკრეტული მიზნისთვის საქონლის ვარგისიანობის და შესაბამისობის გარანტიაზე. „სქროლისყველა მომსახურება, თვითმგორავი და დაკავშირებული აღჭურვილობა უზრუნველყოფილია გარანტიის გარეშედაროგორც ხელმისაწვდომია“, და მძღოლი ეყრდნობა მათ საკუთარი რისკის საფუძველზე.

 

მძღოლისთვის ცნობილია, რომ მის მიერსქროლისყველა მომსახურების, თვითმგორავის და დაკავშირებული აღჭურვილობის გამოყენება მოიცავს აშკარა და არცთუისე აშკარა რისკებს, საშიშროებებს და საფრთხეებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მძღოლის ან სხვა პირების ტრავმა ან სიკვდილი და ქონების დაზიანება, და რომ ამგვარი რისკები, საშიშროებები და საფრთხეები შეუძლებელია ყოველთვის განჭვრეტილი ან არიდებული იყოს. რისკები, საშიშროებები და საფრთხეები მოიცავს შემდეგს, თუმცა არ შემოიფარგლება მათით:


  • თვითმგორავები და სხვა ობიექტები;

  • ფეხით მოსიარულეები;
  • საგზაო მოძრაობა;

  • თვითმგორავის ან მისი ნაწილის გაუმართაობა;
  • გზის მდგომარეობა;

  • ამინდის პირობები;
  • პარაგრაფ 1.7-ში მითითებული, თვითმგორავის გამოყენებასთან ან/და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოქმედი კანონების დაუცველობა;

  • პარაგრაფ 1.8.-ში ჩამოთვლილი აკრძალული ქმედებების განხორციელება;
  • პარაგრაფ 3.1.-ში მითითებული მოთხოვნილი უსაფრთოების შემოწმების განუხორციელებლობა;

  • ჩაფხუტის გამოუყენებლობა იქ სადაც ამას კანონი მოითხოვს; და
  • სქროლის“, ნებისმიერი სხვაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირის“, მძღოლის ან მესამე მხარის დაუდევარი მოქმედებები ან უმოქმედობა.

 

მძღოლი ყოველთვის ერთპიროვნულადაა სრულად პასუხისმგებელი თვითმგორავის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე. მძღოლი ადასტურებს, რომ თვითმგორავი წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, მაშინაც კი, როდესაც თვითმგორავის სათანადო ტექნიკური მომსახურება აქვს ჩატარებული და რომ ამგვარმა გაუმართაობამ შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს. მძღოლი კისრულობს სრულ და ყველანაირ პასუხისმგებლობას ყველა დაკავშირებულ რისკთან, საშიშროებასთან და საფრთხესთან დაკავშირებით.

 

კანონით ნებადართული მაქსიმალური ხარისხით, ხელშეკრულება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მოიცავს ნებისმიერ და ყველა საჩივარს, რომელიც დაკავშირებულიასქროლის“, „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებისდა ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ერთპიროვნულ ან ნაწილობრივ პასუხისმგებლობასთან ან გამომდინარეობს ამ უკანასკნელიდან. ამრიგად, მძღოლი არაორაზროვნად აცხადებს უარსპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირების“, ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ან ნებისმიერი სხვა მხარის წინააღმდეგ ჩივილზე, რომლებსაც მძღოლი არ იცნობს ან არ ვარაუდობს რომ არსებობენ მის სასარგებლოდსქროლის მომსახურებებითსარგებლობისას, ამასთან, არაორაზროვნად აცხადებს უარს მძღოლის უფლებებზე ნებისმიერი კანონის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მძღოლის უცნობი საჩივრის დაცვას.