წინამდებარე დოკუმენტი არის სქროლის ვებ გვერდის scrol.eco კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დამქირავებლის პირადი ინფორმაციის დაცვა. წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას თუ რა ტიპის მონაცემები გროვდება და ინახება სქროლის მიერ, ასევე როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ მონაცემებს.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით სქროლის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენი გუნდი მზადაა დეტალურად გიპასუხოთ კითხვებზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოქმედებს მხოლოდ ონლაინ აქტივობებზე და ძალაშია ვებ გვერდის ვიზიტორებისთვის. ეს პოლიტიკა არ არეგულირებს ინფორმაციას, რომელიც გროვდება ელექტრონული სივრცის მიღმა ან სქროლის ვებ გვერდის გარდა რაიმე სხვა საშუალებით.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება თქვენსა და შპს ,,სქროლ მობილითს’’ შორის. შპს მერკურის რეგისტრირებული მისამართია – ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ცინცაძის ქ., N 43, ბ. 4ა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა მისი ცვლილებებით სქროლის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და უნდა იქნეს განხილული ერთად, როგორც დამქირავებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

მიზანი
ვებგვერდზე https://scroll.eco/-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად სქროლი მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

დამქირავებელი, რომელიც სქროლს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას სქროლს გამოიყენოს დამქირავებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს სქროლის დამქირავებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე, სქროლის მიზანია დამქირავებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს სქროლის  ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

 

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

სქროლი – (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „სქროლ მობილითი“, საიდენტიფიკაციო კოდი 405631776 , რეგისტრირებული: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N43, ბ. N4ა.

პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

მონაცემთა სუბიექტი – (შემდგომში დამქირავებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.

მონაცემთა სუბიექტის (დამქირავებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი.

მესამე პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით.

პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

 

თანხმობა

სქროლის ვებ გვერდით სარგებლობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, ეთანხმებით მის პირობებს და გვანიჭებთ უფლებამოსილებას დავამუშავოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია მომსახურების გაწევის მიზნებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად.

ვებ გვერდზე რეგისტრაციის პროცედურის გავლისას დამქირავებელი უთითებს რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას. ამ ღილაკის მონიშვნა და დათანხმება განხილული უნდა იყოს როგორც წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

აღნიშნული ინფორმაცია სქროლის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

 

მონაცემთა დამუშავების საფუძველი

სქროლი დამქირავებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს:

  • დამქირავებლის თანხმობის საფუძველზე.
  • მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამქირავებლისათვის მომსახურების გასაწევად.
  • კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.

დამქირავებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

  • სქროლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • სქროლის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • დამქირავებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • დამქირავებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  • სქროლის ვებ გვერდზე/აპლიკაციაში განახლებული მონაცემები დამქირავებლისათვის შეტყობინება;
  • დამქირავებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • დამქიარავებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  • სქროლის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
  • დამქირავებელთა იმ ჯგუფის განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • დამქირავებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
  • სქროლის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
  • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
  • კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • სქროლისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
  • ახალი პროდუქტების, მომსახურებისა, ფუნქციონალების გაუმჯობესება;
  • ყალბი პროფილების აღკვეთა.

დამქირავებლის უფლებამოსილება

დამქირავებელს უფლება აქვს სქროლს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • დამქირავებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება სქროლის მიერ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა დამქირავებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;

დამქირავებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში სქროლი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

დამქირავებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

დამქირავებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ სქროლისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება. ასეთ შემთხვევაში, სქროლი თავის მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გააუქმებს დამქირავებლის  პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს.

დამქირავაბლის ვალდებულება

დამქირავებელი ვალდებულია სქროლს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება დამქირავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ქოლ-ცენტრი

სქროლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის/ხარვეზის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.

სქროლის ვებგვერდის გამოყენების პირობები

დამქირავებლის მიერ სქროლის ვებგვერდის გამოყენებით დამქირავებელი აცხადებს თანხმობას სქროლის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

დამქირავებელი ვალდებულია სქროლს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი

სქროლი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს დამქირავებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, დამქირავებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, სქროლი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ სქროლზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

ვის ვუზიარებთ დამქირავებლის მონაცემებს

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება identomat.com-ისათვის, რომელიც უზრუნველყოფს აპლიკაციაში რეგისტრირებული დამქირავებლის მართვის მოწმობის გადამოწმებისა და დადასტურების პროცედურას.

დამქირავებელი აცხადებს თანხმობას, რომ პერსონალური ხასიათის მონაცემების გაზიარება სქროლის მიერ განხორციელდება ვიფიშერისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მისთვის sms-ის სახით კოდის მიწოდებას, რის საფუძველზეც დამქირავებელი განახორციელებს სქროლის აპლიკაციაში რეგისტრაციას.

დამქირავებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

დამქირავებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მიწოდების, დამქირავებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სქროლს დამქირავებლის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს მისი პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით, პირადი ნომრითა და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

სქროლი უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა

დამქირავებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, დამქირავებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სქროლი დამქირავებლის  თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

სქროლი უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამქირავებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

დამქირავებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა სქროლისგან გამოიხმოს მის მიერ  პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, სქროლი შეწყვეტს დამქირავებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

დამქირავებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება სქროლის ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით:

– დამქირავებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით დამქირავებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე.

– სქროლი ვალდებულია დამქირავებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

– დამქირავებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს სქროლს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

 

ლოგ ფაილები და cookies;

სქროლი სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებ გვერდების მსგავსად, სქროლი იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებ გვერდმა შეინახოს ინფორმაცია დამქირავებლის ქცევის შესახებ და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.  მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  • IP მისამართი;
  • მოწყობილობის ტიპი;
  • ბრაუზერი;
  • ვებ გვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა დამქირავებელი სქროლის ვებ გვერდზე;
  • ინფორმაცია სქროლის ვებ გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ;

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული დამქირავებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

  • გავაანალიზოთ ტრენდები;
  • ვმართოთ ვებ გვერდი, ვაწარმოოთ სტატისტიკა;
  • თვალი მივადევნოთ დამქირავებელთა მოქმედებებს ვებ გვერდზე დახვეწილი გამოცდილების შესაქმნელად;
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
  • რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად;

ვებ გვერდის გამოყენების დაწყებისას თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ არ დააჭერთ შესაბამის ღილაკს, თუმცა გააგრძელებთ შეტყობინების მიუხედავად ვებ გვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება თანხმობად.

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

 

მონაცემების მიღების წყაროები

ვებ გვერდი ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

  • როდესაც ავსებთ ვებ გვერდის სარეგისტრაციო ფორმას;
  • როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ გვერდს და ჩატს;

 

რა სახის მონაცემები მუშავდება

ვებგვერდზე რეგისტრაციისას დამქირავებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  • მობილურის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა
  • მისამართი
  • სახელი და გვარი
  • ვებ გვერდის/აპლიკაციის ავტორიზაციის ფასვორდი
  • მართვის მოწმობა (ელექტრო მოპედის შემთხვევაში)
  • დამქირავებლის სახის მაიდენტიფიცირებელი ფოტოსურათი (ელექტრო მოპედის შემთხვევაში)

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე დამქირავებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

დამქირავებელი აპლიკაციაში რეგისტრაციისას შემდგომი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს ბარათის დამატებას ვებ გვერდზე/აპლიკაციაში. სქროლს არ აქვს წვდომა დამქირავებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. სქროლი იღებს ინფორმაციას დამქირავებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

არასრულწლოვანთა დაცვა;

ჩვენი პრიორიტეტია დაცული იქნეს არასრულწლოვნების მიერ ინტერნეტის გამოყენება. მოვუწოდებთ მშობლებს და კანონიერ წარმომადგებლენს, დააკვირდნენ, მონაწილეობა მიიღონ, აკონტროლონ ან მეთვალყურეობა გაუწიონ არასრულწლოვნების ონლაინ აქტივობებს.

სქროლის მიერ შეუძლებელია გადამოწმდეს უთითებს თუ არა დამქირავებელი ავტორიზაციისას სწორ და უტყუარ ინფორმაციას, მათ შორის საკუთარი ასაკის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ ვებ გვერდზე რეგისტრირებული დამქირავებელი არის არასრულწლოვანი, რომელსაც არ აქვს თანხმობა კანონიერი წარმომადგენლისგან ისარგებლოს სქროლის ვებ გვერდით გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით შემდგომი რეაგირებისთვის.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

სქროლი პასუხისმგებლობას იღებს დამქირავებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

დამქირავებელის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას სქროლი ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება

სქროლისათვის მნიშვნელოვანია დამქირავებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. დამქირავებლის  პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული დამქირავებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. სქროლი გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სქროლი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

სქროლი მიმართავს ყველა ზომას დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას სქროლის სერვერებზე.

მესამე მხარე

სქროლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს სქროლის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, სქროლი მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები და დამატებები

შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში დამკვეთი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის სქროლის მიერ დამქირავებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, დამქირავებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.