ბლოგი

ახალი წელი სქროლთან ერთად

სქროლმა თბილისის ქუჩებში მოგზაურობა 2020 წლის 27 აპრილს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში შენთან ერთად ჯამში 1,625,359 კმ გაიარა! ჩვენ რომ ეს მანძილი ავტომობილით გაგვევლო, დედამიწა დაახლოებით 106 ტონით მეტი ნახშირორჟანგით (CO₂) დაბინძურდებოდა.

სქროლმა შენთვის ნაცნობი ქუჩების შესწავლა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ქვაყანაში პანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული და გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესების გარდა, სქროლმა მიზნად დაისახა გამხდარიყო ყველაზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადასაადგილებელი საშუალება. ამ დროს წამოვიწყეთ ჩვენი პირველი კამპანია, Local heroes და დავეხმარეთ მათ, ვისაც სქროლი ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

თბილისის ქუჩებში ნელ-ნელა და ეტაპობრივად შევსქროლეთ, შემდეგ კი სქროლის რუკაზე არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბათუმის ქუჩებიც გამოჩნდა. სქროლისთვის ბათუმი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მიზეზი მარტივია, თუ სკუტერებით, ველოსიპედით, გორგოლაჭებით და ა.შ. გიყვარს სეირნობა, ისიც გეცოდინება, რომ ბათუმი მიკრომობილობის ქალაქია.

იმ დროის განმავლობაში, რაც ერთად ვსქროლავთ  და ვამწვანებთ ქუჩებს არაერთი კამპანია წამოვიწყეთ. “სქროლის მართვის აკადემიის” ფარგლებში პირველად დავდექით სკუტერებზე და ყველამ ერთად ვისწავლეთ, როგორ გაგვესქროლა სწორად და უსაფრთხოდ.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ სქროლის სკუტერები რუსთავის ქუჩებშიც გამოჩნდა. ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიც რუსთავია ურბანული პრობლემების მოსაგვარებლად მიკრომობილობის განვითარება საუკეთესო გზაა, რადგან ის მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვისაა შექმნილი.

შემდეგ უკვე დავმეგობრდით თიბისისთან და სფეისთან, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ქეშბექ აქციებს გთავაზობდით. ამით გვინდოდა ჩვენი სკუტერები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო თქვენთვის. ამავე მიზნით წამოვიწყეთ ახალი Frequent Flyer-ის პროგრამა, სადაც მომხმარებლები სტატუსების მოპოვების შემდეგ საინტერესო ჯილდოებსაც იღებენ.

ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება ყოველთვის იყო ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი ჯგუფი ყოველდღიურად ცდილობდა გამხდარიყო ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო ალტერნატივა. ამიტომაც, დავმეგობრდით სეიფსეფტთან და მათი დახმარებით სკუტერებზე სადეზინფექციო საშუალებები დაგახვედრეთ. 

ნოემბერში კი, ქართული სტარტაპი სქროლი საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და უკრაინაშიც გასქროლა. ასე, რომ ის უკვე კიევის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის იქცა ყოველდღიურობის ნაწილად და მათთან ერთად ახალი ქუჩების აღმოჩენა დაიწყო. წელს პირველად ვიყავით ერთად არჩევნებზეც. ოქტომბერში აქტივობის წასახალისებლად ჩვენს მომხმარებლებს -50%-იანი ფასდაკლების პრომო კოდები შევთავაზეთ, რომ საკუთარი არჩევანის მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად დაეფიქსირებინათ.

მართალია, სქროლი არც თუ ისე დიდიხანია რაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქუჩებში მოგზაურობს, მაგრამ ამ მცირე დროის მანძლზე მაინც შეძლო ბევრი მეგობრის შეძენა. სქროლის მეგობრებზე ნელ-ნელა გიყვებით, რადგან გვინდა შენც იცნობდე მათ და იქნებ სადმე შენი თავიც აღმოჩინო.

არ დაგვავიწყდეს კამპანია #SupportLocal, სადაც Რეგულაციების გამკაცრების ფონზე მხარი დავუჭირეთ ადგილობრივ ბიზნესებს და დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა. Პარალელურად ვეხმარებოდით საინიციატივო ჯგუფებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარებები მიეტანათ.

საახალწლო განწყობის შემოსატანად, ქალაქში რუდოლფი სკუტერები გამოჩნდნენ! გარდა იმისა, რომ სადღესასწაულო განწყობას გვიქმნიან, ისინი მგზავრობის ბოლოს უფასო გასასქროლ წუთებსაც გვჩუქნიან.

ასევე, სქროლის მეგობრების სახელით, ბავშვებს საახალწლოდ პატარა სკუტერებიც გადავეცით, რომ მათთვის ახალი წელი უფრო გაგვეფერადებინა.

სქროლის გუნდი კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა – ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებასა და რაც მთავარია უსაფრთხოებას!