სქროლის სიახლეები

შემოუერთდი სქროლის მოძრაობას უსაფრთხო ქუჩებისთვის

ჩვენთვის, სქროლის გუნდისთვის, სქროლერების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ სკუტერის უსაფრთხო მართვის შესახებ რეკომენდაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამას მარტივად შეამჩნევდი თუ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხარ.

თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ შეიძლება სოციალური ქსელებში სულაც არ სქროლავდე ხშირად, ამიტომაც აპლიკაცია Bird-ის ჩამოტვირთვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეგიძლია გადაავლო თვალი მართვის ინსტრუქციასა და წესებს, უფრო დეტალურ ინფორმაცია კი ვებგვერდზე “უსაფრთხოების” სექციაში გაეცნო.

ვინაიდან სიფრთხილე ზედმეტი არასოდესაა სხვადასხვა დაწესებულებაში scroll-ის უსაფრთხოების ბარათებსაც წააწყდები, რაც კიდევ ერთხელ შეგახსენებს რამოდენიმე მარტივ წესს, მაგალითად:

  • სკუტერზე დადექი მარტო
  • მართვა ნებადართულია 18 წლიდან
  • რეკომენდებულია ატარო ჩაფხუტი
  • არ გაიკეთო ყურსასმენები
  • ატარე ორივე ხელით
  • იყავი ფხიზელი
  • დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები
  • სამანქანო გზაზე სქროლვის დროს სკუტერი მოძრაობის მიმართულებით, სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს ატარე

მართალია უსაფრთხოების წესებს ონლაინ სივრცის საშუალებით აქტიურად ვავრცელებთ, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ სრულიად ახალი სატრანსპორტო საშუალების კარგად ასათვისებლად თეორიულ გაკვეთილებთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც საჭიროა. ამიტომაც, ამ რეკომენდაციების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის გადავწყვიტეთ წამოგვეწყო უსაფრთხოების კამპანია, რომლის ფარგლებში “სქროლის მართვის აკადემია” ატარებს ტრენინგების სერიას სკუტერის მართვისა და უსაფრთხოების წესების შესასწავლად, სადაც მონაწილეები საჩუქრად დაცული მგზავრობის ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს – ჩაფხუტს მიიღებენ.

სკუტერის მართვა მარტივი და სახალისოა, თუმცა ამის მიუხედავად ქალაქში არსებობს სხვადასხვა დაბრკოლება, რომელმაც შესაძლოა ახალბედა სქროლერი შეაფერხოს, იქნება ეს ქვეითები, ავტომობილები, თუ გზის წინაღობები. “სქროლის მართვის აკადემიის” ღონისძიების ფარგლებში ჩვენი აკადემიის ტრენერები მონაწილეებს სკუტერის მართვას ასწავლიან ისეთ უსაფრთხო გარემოში, სადაც სატესტო გასქროლვა დამწყებებს გაცილებით გაუმარტივდებათ. ასევე აუხსნიან იმ ფუნდამენტურ წესებს, რაც უნდა გაითვალისწინონ მგზავრობის დროს, რათა იმგზავრონ კომფორტულად და უსაფრთხოდ..

როგორც იცი, სქროლის მართვა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, მხოლოდ სრულწლოვანებისთვისაა ნებადართული. ამ უსაფრთხოების წესის დარღვევების მინიმუმამდე შესამცირებლად კი, ბანკებთან თანამშრომლობის ფარგლებში აპლიკაციაში აკრძალულია სასკოლო ბარათების გამოყენება და სამუდამოდ იბლოკება ის ანგარიში, რომლის გამოყენებაშიც არასრულწლოვანი იქნება შემჩნეული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპლიკაცია თავადაც გვაძლევს მითითებებს და გვიხსნის წესებს რომელთა დაცვაც დაგვეხმარება უსაფრთხო მგზავრობაში. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით აპლიკაციაში არსებობს ზონები, სადაც გადაადგილების სიჩქარე შეზღუდულია, მაგალითად: ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა პარკები და სკვერები ვერ გასქროლავ მაღალი სიჩქარით, რადგან შესაძლებელია ამით საფრთხე შეუქმნა სხვებსაც და საკუთარ თავსაც. სწორედ ამიტომ, ასეთ ტერიტორიებზე შესვლისას, შენივე და სხვისი უსაფრთხოებისთვის, სქროლის გადაადგილების სიჩქარე იკლებს. აპლიკაციაში ასევე მონიშნულია ზონები, სადაც სკუტერის გაჩერება არ შეიძლება.

სხვათა შორის, კომპანია სქროლმა და ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლის მიზანიცაა:

  • მოვახდინოთ ეკო მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია
  • ავამაღლოთ ამ მიმართულებით ცოდნისა და ცნობიერების დონე საზოგადოებაში
  • ხელი შევუწყოთ საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში

როგორც უკვე გითხარით, შენი, როგორც სქროლერის, უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც გთხოვთ, ყოველი მგზავრობის დროს, გაითვალისწინო ჩვენი რჩევები.

სქროლი ყველას გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო გასქროლვას!