ბლოგი

30%-იანი ქეშბექი თიბისის სტუდენტურ ბარათზე

სქროლში გვჯერა, რომ ეკომეგობრულ, სახალისო და სწრაფ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა აბსოლუტურად ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ჩვენი ქალაქების უკეთესობისკენ შესაცვლელად აუცილებელია საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი იყოს ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ურბანული გარემოს შეცვლის პოტენციალი აქვს.

ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ ჩვენი მომსახურების მიღება სტუდენტებისთვის გაგვემარტივებინა. ისინი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ყველაზე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ქალაქებში სქროლის გამოჩენას. დასახული მიზნის მისაღწევად ჩვენ “თიბისი ახალი თაობისთვისს” დავუმეგობრდით და ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად გთავაზობთ სტუდენტებზე მორგებულ პირობებს – ამიერიდან თიბისი ბანკის სტუდენტური #შენიბარათით შეგიძლია 30%-ით ნაკლებ ფასად გასქროლო. ამისათვის საჭიროა აპლიკაცია Bird-ში დაამატო შენი სტუდენტური ბარათი, მონიშნო გადახდის ძირითად მეთოდად და სულ ესაა. ყოველი ტრანზაქციის შემდეგ, გადახდილი თანხის 30% შენს ანგარიშზე დაბრუნდება 4 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ ჯერ არ გაგისქროლავს, პირველი მგზავრობის დაწყებაში ჩვენ დაგეხმარებით:

1)  გადმოწერე აპლიკაცია Bird შენს მობილურში
2) გაიარე რეგისტრაცია
3) მიაბი თიბისის სტუდენტური ბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად
4) იპოვე რუკაზე სკუტერი
5) დაასკანერე QR კოდი და გასქროლე
6) დაასრულე მგზავრობა და გადაუღე სკუტერს ფოტო

• ამ პირობებით სარგებლობას წლის ბოლომდე შეძლებ.
• ქეშბექს აქვს  მაქსიმალური ლიმიტი – თვეში 100 ლარი. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ დამატებით თანხაზე ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.
• კამპანიის პირობების გასაცნობად გადადი ბმულზე: bit.ly/3hJpxdX
უსაფრთხო და ბედნიერი მგზავრობა!