ბლოგი

#მარტივად რომ იარო – უმოკლესი გზები თბილისში გასასქროლად

#მარტივად რომ იარო გაეხანით უმოკლეს გზებს თბილისში გასასქროლად

გარდა იმისა, რომ სქროლი ეკომეგობრული ტრანსპორტია, რომელიც ქალაქის სუფთა გარემოზე ზრუნავს, გასქროლვა ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა იმისთვის, რომ თან დროც დაზოგო და თან თავი მოსაწყენ საცობებს აარიდო. თუმცა, თუ გსურს, თბილისის ქუჩებში მაქსიმალურად პრაქტიკულად იმოძრაო, პატარა ხრიკებიც უნდა იცოდე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გააგვეკეთებინა კამპანია #მარტივად რომ იარო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ უმოკლესი გზები თბილისში გასასქროლად. 

 

კამპანიის ფარგლებში, ხოსილიტა გიხსნით თუ როგორ უნდა მოხვდეთ ყველაზე სწრაფად და კომფორტულად სხვადასხვა ლოკაციიდან კონკრეტულ დანიშნულების ადგილამდე. ხოსილიტა სქროლით შერჩეულ მარშრუტს თავად გადის და ვიდეოს ბოლოს შედეგებსაც გვიზიარებს — რა დრო და თანხა დასჭირდა ამ გზაზე გასასქროლად. ამგვარად, უფრო თვალსაჩინო ხდება განსხვავება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან.

 

წუთი 38 თეთრიდან
წუთი 25 თეთრიდან
წუთი 20 თეთრიდან
უფასო დაწყება - ულიმიტოდ

 

მაგალითად, პირველ ვიდეოში, ხოსილიტამ დინამოს სტადიონიდან სპორტის სასახლემდე გასქროლა, რაშიც საცობების გვერდის ავლით სულ რაღაც 7:30 წუთი დასჭირდა. რუსთაველის მეტროდან ჭავჭავაძის გამზირამდე კი RidePass-ის გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ 1.40₾, სტანდარტული ფასის შემთხვევაში კი 4.50 ლარი დაუჯდა.

 

ყველა ვიდეოს ნახვა ერთ ბმულზე შეგიძლია!