ბლოგი

Scroll-ი UN Global Compact-ის წევრი გახდა

სქროლი გლობალ ქომფაქტი

სქროლი მიღებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრ კომპანიებს შორის, რომლის მიზანსაც 2030 წლისთვის ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვება წარმოადგენს.

სქროლის მიზანი ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესებაა, რომელიც მოაგვარებს ურბანული მობილობის დღევანდელ სირთულეებს. როგორც ელექტრო სკუტერების გაზიარების სტარტაპი, ჩვენი მისიები თანხმობაშია გაეროს გლობალური შეთანხმების მისიებთან. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გაეროსთან ერთად წვლილი შევიტანოთ უკეთესი მომავლის შექმნაში. 

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვიმუშავოთ საქართველოში შემდეგი მიზნების მისაღწევად:

SDG 3 ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის;

SDG 7 საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა;

SDG 3 სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასთვის;

SDG 9 ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა;

SDG 11 ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება;

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება;

SDG 13 კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება;

SDG 17 პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;

დღეს გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 160-ზე მეტ ქვეყანაში დაფუძნებულ 16 100-ზე მეტ კომპანიასა და 4000 არაკომერციულ ორგანიზაციას, განავითარონ ბიზნესი მდგრადი მიდგომების გათვალისწინებით. Როგორც ქსელის წევრი კომპანია, სქროლი შეძლებს გაიზიაროს გაეროს ცოდნა და საუკეთესი საერთაშორისო გამოცდილება.

საზოგადოებისთვის Გადაადგილების გამარტივებით, დავეხმარებით ადგილობრივ ეკო-სისტემას და ვიზრუნებთ მომავალი კეთილდღეობისათვის.