ბლოგი

ჩვენი გუნდის წევრები Scroll Mobility APP-ის შესახებ:

სქროლის 2024 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო!

ჩვენი შიდა გუნდის, ტექცენტრის მიერ შექმნილი Scroll Mobility-ს აპლიკაციის ბეტა ვერსია უკვე გაეშვა,

ჩვენი გუნდის წევრები უფრო დეტალურად  გვიამბობენ აპის შექმნის პროცესსა და განვლილ გზაზე.

 

“ერთწლიანი პერიოდი რაც გავიარეთ საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ყველა ეტაპი წარმატებით გადაილახა და შედეგიც გვაქვს, სქროლის ახალი აპლიკაციის BETA ვერსიის სახით.

ახალი აპლიკაცია შექმნილია უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რაც საშუალებას გვაძლევს რომ მომხმარებლებმა შეუფერხებლად შეძლონ სერვისის მიღება. ახალ აპლიკაციაში გაერთიანებული იქნება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი, რაც გაამარტივებს მომხმარებლების გადაადგილებას ქალაქის ქუჩებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

Scroll Mobility App აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტს. ასევე რეგისტრაციის სრული პროცესი არის გამარტივებული და მომხმარებელს აპლიკაციის გადმოწერიდან 1 წუთის განმავლობაში შეუძლია მგზავრობის დაწყება. ახალი ფუნქციონალის დამატებით კი ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ყოველთვის მზად არის დასახმარებლად Live Chat-ის საშუალებით.

აპლიკაციის ბეტა ვერსია მოიცავს სასტარტო ფუნქციონალს, რომელსაც მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი დაემატება. გვსურს, რომ სქროლი გახდეს მრავალფუნქციური მობილობის აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქალაქებს გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის შემსუბუქებაში.” – ამირან სიხარულიძე, პროექტების მენეჯერი

 

“Scroll Mobility-ის ახალი აპლიკაცია მომხმარებელს გაუმარტივებს და სასიამოვნოს გახდის სკუტერებთან ურთიერთობას.

მუშაობის პროცესი საინტერესო და ცოცხალი იყო, ვსწავლობდით სკუტერებთან კომუნიკაციას და პარალელურად ამის მომხმარებლამდე სწორად მიტანას აპლიკაციის მეშვეობით. ყველა მხრივ დატვირთული იყო გამოწვევებით და ეს ყოველდღიურობას უფრო მეტად აქტიურს ხდიდა.

მგონია,  რომ აპლიკაციის UX კიდევ უფრო დაუახლოვდა თანამედროვე ტრენდებს და ზუსტად ეს გამოარჩევს მას სხვა აპლიკაციებისგან, ამასთან ერთად ბევრ ისეთ დეტალზეა ნაფიქრი, რაც უშუალო მომხმარებლისთვის მცირე, მაგრამ შესამჩნევ კომფორტს ქმნის. ეს ალბათ იმანაც განაპირობა რომ გუნდის წევრები სქროლის მომხმარებლები ვართ და ზუსტად ვიცით რა გვჭირდება მეტი კომფორტისთვის. 


აპლიკაციას შეუძლია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება ჩართოს თავის თავში და ასევე, მსოფლიო მასშტაბზე გასვლის შესაძლობლობაც არის, რადგან ვფიქრობ არ ჩამოუვარდება სხვა ასეთ აპლიკაციებს. მეტიც, მგონია რომ მათ შორის საუკეთესოც იქნება იმ ვერსიით რა ვერსიაც ჩაფიქრებული გვაქვს.” – მარიამ რევაზიშვილი, ტექ ცენტრის IT ბიზნეს ანალიტიკოსი.

🔗 აპლიკაციის გადმოწერა (iOS / Android) https://onelink.to/scroll

 

Related Posts