მეტი მესამე ხაზი და ნაკლები სამანქანო გზა დიდი ქალაქების ქუჩებში გადაადგილებას ყველასთვის უფრო უსაფრთხოს გახდის.

სად გავსქროლო?

  • იზრუნე ქვეითებზე. ტროტუარზე სიარული ნებადართულია, თუმცა უნდა გაითვალისწინო ქვეითები და მათ გადაადგილებას ხელი არ შეუშალო.
  • ატარე ველობილიკზე, ტროტუარზე და გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს.
Untitled-1-01 (1)
Untitled-1-02

სად გავაჩერო?

  • გააჩერე სკუტერი პასუხისმგებლიანად! არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, პანდუსები და სახანძრო ჰიდრანტები.
  • გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდეზე, საჭით ქუჩისკენ მიმართული.
  • დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას.
  • თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, ქვები და ქვაფენილი.

გზის წესები?

  • გასქროლვა შესაძლებელია 18 წლიდან
  • მართე მარტომ
  • დაიცავი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი. მათ შორის, დაემორჩილე ქუჩის და გაჩერების ნიშნებს.
  • განსაკუთრებით ყურადღებით იყავი ქუჩის კვეთებზე.
Untitled-1-03
Untitled-1-04

გასქროლე მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით

  • მოერიდე გადატვირთულ სამანქანო საცობებს, განსაკუთრებით, ქუჩის კვეთებზე.
  • განსაკუთრებით ფრთხილად იყავი მანქანებთან
  • ატარე ფრთხილად, შეეჩვიე აჩქარებას და მუხრუჭებს
  • გასქროლვამდე ტელეფონი ჯიბეში შეინახე
  • გასქროლვისას არ გაიკეთო ყურსასმენები. გესმოდეს, რა ხდება შენ გარშემო
  • არ გასქროლო არაფხიზელ მდგომარეობაში!

ატარე ჩაფხუტი

გასქროლვისას ყოველთვის ატარე ჩაფხუტი!
Untitled-1-05

სქროლი ერთგულია გლობალური ხედვის Vision Zero, რომლის მიზანიცაა, მობილობა უსაფრთხო, კომფორტული და ყველასთის თანასწორი გახადოს.

სქროლის სკუტერები არა მხოლოდ ამცირებენ მანქანის საჭიროებას, არამედ – ამაღლებენ ცნობადობას ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს უსაფრთხო და მდგრად ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც ყველასთვის საერთო ღირებულებაა.

ბლოგი

რა არის ახალი? გაიგე უფრო მეტი ჩვენი ბლოგის დახმარებით

ჩვენი გუნდის წევრები Scroll Mobility APP-ის შესახებ:

სქროლის 2024 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო! ჩვენი შიდა გუნდის, ტექცენტრის მიერ შექმნილი Scroll Mobility-ს აპლიკაციის ბეტა ვერსია უკვე გაეშვა, ჩვენი...

ვრცლად

Scroll new app

Scroll Mobility – სქროლის ახალი აპლიკაცია

2024 წელი სქროლისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო - სქროლის ახალი აპლიკაციის ბეტა ვერსია გაეშვა.APP-ის ამ ვერსიაში დაგხვდებათ თანამედროვე ინტერფე...

ვრცლად

მოიგე გასასქროლი წუთები!

გამოგვყევი ჯანსაღ, ეკო-მეგობრულ მომავალში Augmented Reality(AR) ფილტრის გამოყენებით და მოიგე 1000, 600, 400. თქვეთვის ახალი კონკურსი გვაქვს, რომელიც შექმნილი...

ვრცლად