ბლოგი

რჩევები ცივ ამინდში უსაფრხთოდ და კომფორტულად გასასქროლად

Scroll shares some tips for customers to have a safe and comfortable ride while it is cold outside

ზამთარს საახალწლო განწყობასთან ერთად სუსხიანი დღეებიც თან ახლავს. ცივი ამინდის გარდა, იანვარში თბილისის ქუჩებში პირველი თოვლიც გამოჩნდა. წელიწადის ამ დროს ქუჩები განსაკუთრებით ლამაზია, ამიტომ თბილი ქურთუკის მოცმა და სასეირნოდ გასვლა მშვენიერი აზრია, თუმცა საჭიროა, უფრო ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რჩევები ცივ ამინდში უსაფრთხოდ და კომფორტულად გასასქროლად:

კომფორტულად ჩაიცვი – ზამთარში გასასქროლად თბილი ტანსაცმელი დაგჭირდება. ხელები რომ არ გაგეყინოს, გამოიყენე ხელთათმანები, ფეხსაცმელი კი, უმჯობესია, წყალგაუმტარი იყოს. თუკი ქურთუკი ნათელი ფერის იქნება, შებინდებისას უფრო მარტივად დაგინახავენ.

გასქროლე ნელა – თოვლიანი ქუჩები ლამაზია, თუმცა გზა მარტივად იყინება. იმისთვის, რომ არ ასრიალდე, სკუტერი ფრთხილად და ნელა მართე. გაჩერებისას კი პულსირებულად, თანდათანობით დაამუხრუჭე.

 

სქროლით ზამთარშიც რომ კომფორტულად იმგზავრო, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ
სქროლით ზამთარშიც რომ კომფორტულად იმგზავრო, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ
სქროლით ზამთარშიც რომ კომფორტულად იმგზავრო, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ

დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები – წესების დაცვა წელიწადის ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია, თუმცა ზამთარში უყურადღებობა კიდევ უფრო მეტად საშიშია. იმოძრავე ქუჩის უკიდურესად მარჯვენა მხარეს, მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით და გზა დაუთმე ქვეითებს.

დააპარკინგე პასუხისმგებლობით – არ შეუქმნა სხვებს დისკომფორტი. გააჩერე სქროლი ისე, რომ ხელი არავის არ შეუშალო.

სანამ გასასქროლად გახვალ შეამოწმე ამინდი – ზოგჯერ ქუჩები ისე იყინება, რომ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად, მგზავრობა მაინც სახიფათოა. იმ შემთხვევაში, თუკი თოვლის ან წვიმის შემდეგ გარეთ მინუს გრადუსებია, ჩვენი რჩევაა, რომ დღეს გასქროლვისგან თავი შეიკავო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენო.

ბედნიერ და უსაფრთხო გასქროლვას გისურვებთ!