ბლოგი

მიკრომობილობის უპირატესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

ბოლო წლებში სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ქალაქის ქუჩებში კომფორტულად გადასაადგილებლად ბოლო კილომეტრის ტრანსპორტირება აუცილებელია. ამას მარტივად შეამჩნევ მაშინ, როცა მეტროს ან ავტობუსის გაჩერებიდან სასურველ ადგილამდე მისასვლელად კიდევ დიდი მანძილი გაქვს გასავლელი. საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში, ელექტრო სკუტერით გასქროლვაა, რომელიც მიკრო მობილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

Გაზიარების ეს სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი აყვანა და დატოვება შეგიძლია შენთვის მოსახერხებელ ადგილზე. Მაგალითად, იმ სკუტერს, რომელიც შენ ოფისამდე მისასვლელად გამოიყენე და იქვე ახლოს დატოვე, მომდევნო მგზავრი თავის დანიშნულების ადგილამდე გასასქროლად გამოიყენებს.

 

ელექტრო სკუტერი ამარტივებს სატრანსპორტო პრობლემებს

ალბათ, უკვე იცი, რომ ელექტრო სკუტერები აგვარებს საგზაო პრობლემებს და არ იწვევს ქუჩებში საცობების წარმოქმნას, პირიქით. მაგალითად, თუ სამსახურიდან ლანჩზე გასასვლელად ავტომობილით არ გახვალ და გასქროლავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთით ნაკლები მანქანა დადგება საცობში, საბოლოოდ კი ეს გამოიწვევს საცობების რაოდენობის შემცირებას. გარდა ამისა კომპაქტური ზომის დამსახურებით, სქროლის სკუტერებს შეუძლიათ მიგიყვანოთ ისეთ ადგილამდე, სადაც ავტომობილი ფიზიკურად ვერ მივიდოდა. ასე, რომ ამ ეკო-მეგობრული ტრანსპორტით, ამ მანძილს ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გაივლი.

ქალაქში საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება თუ კი ყოველ დღიურად გზებზე მანქანების რაოდენობა გაიზრდება. მიკრო მობილობა კი ამისთვის საუკეთესო გამოსავალია. ნაკლები მანქანა ნიშნავს მეტ ადგილს გადასაადგილებლად. Გარდა ამისა გადაჭედილი საპარკინგე ზონების ნაცვლად მივიღებთ მეტ თავისუფალ სივცრეს.

პანდემიის პირობებში სქროლი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია 

გარდა იმისა, რომ გასქროლვით შეგიძლია ურბანული პრობლემების მოგვარებაში შენი წვლილი შეიტანო, ამასთანავე შეგიძლია თავიდან აირიდო არასასურველი კონტაქტები და პანდემიის გავრცელების რისკები. როგორ? საზოგადოებრივი ტრანსპორტში თითქმის შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა. ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებები კი ადამიანებთან კონტაქტს სრულიად გამორიცხავს და თავის თავში სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს.

გარდა ამისა, სქროლის სკუტერებს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კომპანია “Bird”-ის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაციის დაცვით.

ასე, რომ სქროლის სკუტერებით მგზავრობა დაგეხმარება დაზოგო ის დრო, რომელიც საცობში შეიძლებოდა დაგეკარგა, თავიდან აირიდო არასასურველი კონტაქტები, რომელიც შეამცირებს პანდემიის გავრცელების რისკებს, დაეხმარო ქალაქს ქუჩებს საცობებისგან გათავისუფლებაში და გახადო საცხოვრებელი გარემო კიდევ უფრო მწვანე.