გამარჯობა, მე დათო ქორიძე ვარ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, უკვე 10 წელზე მეტია ამ სფეროში ვმოღვაწეობ. დღევანდელი ტურ-მასტერკლასის განმავლობაში ჩემს გამოცდილებაზე მოგიყვებით და ცოდნას გაგიზიარებთ.
დღეს მოვივლით თბილისის რამდენიმე ადგილს, აგიხსნით მობილური ფოტოგრაფიის საბაზისო პრინციპებს, გაგაცნობთ აპლიკაციებს, რომლებიც დაგეხმარება შენი შემოქმედება უფრო საინტერესო გახადო, ერთად გადავიღებთ ბევრ ფოტოებს და ვეცდები თქვენს ყველა კითხვას გავცე პასუხი.