ბლოგი

მესამე ზოლი – მეტი სივრცე ადამიანებისთვის

Scroll მესამე ხაზი

ქალაქის ქუჩები, სადაც ბოლო 100 წლის განმავლობაში გადავადგილდებით მანქანებით გადატვირთული, ხმაურიანი და დაბინძურებულია. დღეს კი, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, ქალაქებში მესამე ხაზის გამოყოფის საჭიროება გაჩნდა, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეს ახალი და ინოვაციური გზებით აითვისებს.

რეალურად, საავტომობილო ზოლებისა და საპარკინგე ადგილების შემცირებით ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ სივრცე, რომელიც საკმარისია ინდივიდუალური და პატარა ზომის სატრანსპორტო საშუალებებით, მაგალითად ელექტრო სკუტერებით გადასაადგილებლად. რამდენად მოულოდნელიც არ უნდა იყოს COVID-19-მა დიდ ქალაქებს თავიდან დაანახა ამ ყველაფრის საჭიროება. მაგალითად პარიზმა, სიეტლმა, ბოგოტამ, მილანმა და ნიუ იორკმა პანდემიის პირობებში სწრაფად გადააწყვეს ქუჩის პრიორიტეტები და დაამატეს ველო და საცალფეხო ბილიკები, რათა მათ მაცხოვრებლებს შესძლებოდათ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილება.

მას შემდეგ, რაც უკეთ გავიაზრებთ ამ ყველაფრის დანიშნულებას, მესამე ხაზი ახალ მნიშვნელობას შეიძენს, რაც მთლიანად შეცვლის ჩვენს გაგებას ქალაქებისა და ურბანული საზოგადოებრივი სივრცის შესახებ.

მესამე ზოლი და გაზრდილი მობილობა

პირველ რიგში, მესამე ზოლი უზრუნველყოფს ქვეითების თავისუფალ გადაადგილებას. ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ველოსიპედებითა და სკუტერები უფრო სწრაფად გადავადგილდებით, ვიდრე მანქანებით. ისინი შედარებით უფრო პატარა ზომის, მოხერხებული და გამარტივებული სატრანსპორტო საშუალებები არიან, რის გამოც გზას არ ტვირთავენ და საცობებსაც არ ქმნიან. გარდა ამისა, მათი გასაჩერებელი ადგილის პოვნა არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, როგორც ეს მანქანების შემთხვევაშია.

იმისთვის რომ ქალაქებში მიკრომობილობა განვითარდეს, პირველ რიგში აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. მსგავსი პატარა ზომის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება რომ უსაფრთხო გახდეს, საჭიროა შეიქმნას ცალკე, მანქანების გადასაადგილებელი ზოლისგან გამოყოფილი სამოძრაო სივრცე ე.წ. მესამე ზოლი. მაშინ, როდესაც ქალაქები პრიორიტეტს სწორედ ამ მესამე ზოლს ანიჭებენ, ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ, ჩქარ და უსაფრთხო გადაადგილებას, რომელიც ბევრ ურბანულ გამოწვევას აგვარებს.

 

მესამე ზოლი და ეკონომიკური შესაძლებლობა

მესამე ზოლი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მობილობის გაუმჯობესება. ის სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ეკონომიკასა და მცირე ბიზნესების განვითარებას მრავალი თვალსაზრისით. როგორ? სკუტერებით ადამიანები სწორედ ადგილობრივ მაღაზიებსა და დაწესებულებებში მიდიან. Bird-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მგზავრების დაახლოებით 50% სავახშმოდ ან საშოპინგოდ იყენებენ სკუტერებს. უფრო მეტიც, მათმა 70% -ზე მეტმა თქვა, რომ სკუტერის გამო ისინი უფრო ხშირადაც კი სტუმრობენ ამ ადგილებს. ამ ტენდენციას ვხვდებით მსოფლიოს სხვადახვა ქალაქში – სადაც არის სკუტერები, იქ არიან მომხმარებლებიც.

მესამე ზოლი არის ახალი ინიციატივა, რომ გავხადოთ ქუჩები უფრო კომფორტული გადასაადგილებლად. ამიტომაც უნდა დავუბრუნოთ ქუჩა ხალხსა და ბიზნესს, მათ ვინც ქალაქს სიცოცხლესა და ახალ ფერებს მატებს.

 

მესამე ზოლი და სოციალური სამართლიანობა

ურბანული პრობლემების მოგვარებისა და ეკონომიკის განვითარების მიღმა, მესამე ზოლით შეგვიძლია სოციალური თანასწორობის მიღწევაც. ავტომობილის მფლობელობა, მჭიდრო კავშირშია შემოსავლებთან. ზოგადად, რაც უფრო მეტს გამოიმუშავებ, მით უფრო მეტია მანქანის ყოლის ალბათობა. ამრიგად, ქალაქის ქუჩები, სადაც  მხოლოდ საავტომობილო მოძრაობა და ავტოსადგომებია, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის იზოლირებას იწვევს. ტრანსპორტირების კვლევაში გამოქვეყნებულმა ბოლო მონაცემებმა კი დაგვანახა, რომ ელექტრო სკუტერები მოსახლეობის უფრო ფართო ნაწილზეა გათვლილი, და ის თითოეულ მგზავრს თანაბარ პირობებში აყენებს.

ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო, აუცილებელია, რომ ქალაქებმა გამოიყენონ არსებული კრიზისი, როგორც შესაძლებლობა გადახედონ მობილობის ჩვეულებრივ ნორმებს და დაუბრუნონ ქუჩები ადამიანებს.