გარემოზე ზრუნვა იწყება იმაზე ფიქრით, თუ რამდენად სწორად იყენებ რესურსებს. ამისათვის საჭიროა იმის გათვალისწინება, თუ რას და რა რაოდენობით მოიხმარ და შეგიძლია თუ არა მისი რაოდენობის შემცირება.
ნარჩენების მართვა დიდი პრობლემაა როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებშიც. ადამიანები ყოველწლიურად ათასობით ტონა ნარჩენს ვაგზავნით ნაგავსაყრელზე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნაგავს ყრის, რაც წელიწადში 1,5 ტონა ნარჩენს შეადგენს. თუმცა, ბოლო პერიოდში ყველამ დავიწყეთ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა ზიანს ვაყენებთ გარემოს ამდენი ნივთის გადაყრით. მთელ მსოფლიოში ხალხი სულ უფრო ხშირად ცდილობს ეს ნარჩენები შეამციროს, ხელახალი გამოყენება გამოუნახოს ან გადაამუშაოს.
ჩვენი ეკო-მეგობარი ტენე კომპანია ჯინვენტორის მიერ შექმნილი პირველი ქართული USB კაბელია. თავისი შინაარსით ის მსოფლიოში პირველი “მწვანე” USB კაბელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვებიდან მიღებული თანხები ჩვენი ბუნების პოლიეთილენის ნარჩენებისგან დასუფთავებასა და გადამუშავებას მოხმარდება, ხოლო მოგვიანებით მიღებულ მასალას ამავე კაბელის წარმოებაში გამოიყენებენ.
ნარჩენების მართვის 3 ძირითადი გზა არსებობს: რაოდენობის შემცირება, ნივთების ხელახლა გამოყენება (როდესაც ნარჩენები ახალი და სრულიად განსხვავებული დანიშნულების ნივთები ხდებიან) და გადამუშავება.
მაგალითად, მხოლოდ 5 გადამუშავებული პლასტმასის ბოთლიც კი საკმარისია სათხილამურო ქურთუკის მატერიის დასამზადებლად.
ახლა კი გაგიზიარებთ რამდენიმე მწვანე იდეას, რაც ამ დიდი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება:
- იყიდე მხოლოდ იმ რაოდენობის პროდუქცია, რაც ზუსტად იცი რომ გჭირდება და საბოლოოდ მისი გადაგდება არ მოგიწევს.
- თვალი ადევნე პროდუქტების ვადებს და ეცადე გამოიყენო ისინი მანამ, სანამ ვადა გაუვათ და ნაგავში გადაყრი.
- მაღაზიებში სირულისას გამოიყენე ნაჭრის ან ქსოვილის, ლამაზი ჩანთები და უარი თქვი ერთჯერად პარკებზე.
- არ იყიდო ახალი ნივთები თუ ამის აუცილებლობა არაა. გადახედე ძველებს, იქნებ მათი გარდაქმნა შესაძლებელია.
- თუ კი რაიმე აღარ გინდა არ გადააგდო ის, აუცილებლად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მის გამოყენებას შეძლებს.
- დაახარისხე ნარჩენები სანამ ნაგავში გადაყრი. მაგალითად: მინის ნარჩენები ჩაყარე ერთად, ქაღალდი ერთად და ა.შ.
- იპოვე გადასამუშავებელი ქარხანა და თავად მიიტანე ძველი ნარჩენები.
შეგიძლია მცირედით დაიწყო, გზადაგზა კი უფრო მეტ ხერხს მიაგნებ, როგორ შეამცირო ნარჩენების რაოდენობა და იპოვო მათი ახალი გამოყენების მეთოდები.
თუ გინდა გახდე უფრო ეკო-მეგობრული და შეიტანო წვლილი არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, გამოგვყევი სქროლის და ტენეს ინსტაგრამ გვერდებზე, თვალი ადევნე ჩვენს რეკომენდაციებს, ჩაერთე გათამაშებებში და მიიღე ძალიან ბევრი საინტერესო საჩუქარი!