ბლოგი

#SupportLocal

სქროლის ეკო-მეგობრული სკუტერები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მობილობის გაუმჯობესება. ურბანული და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების გარდა, მას შეუძლია სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ ეკონომიკასა და ბიზნესების განვითარებას მრავალი თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიის გამო ადგილობრივი ბიზნესები მხოლოდ Take away და Delivery მომსახურებებზე გადავიდნენ, ხოლო ადამიანებისთვის გადაადგილება კიდევ უფრო რთული გახდა.

სქროლის სკუტერები ამ სიტუაციაში საუკეთესო ალტერნატივაა, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ბიზნესებისთვისაც. Რადგან ამ ტიპის ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროსაცაა შესაძლებელი და გამორიცხავს სხვა ადამიანებთან კონტაქტს.

სკუტერებით ადამიანები სწორედ ადგილობრივ ობიექტებს სტუმრობენ. ამას ადასტურებს Bird-ის მიერ ჩატარებული კვლევებიც, მგზავრების დაახლოებით 50% იყენებს სკუტერს ვახშამზე წასასვლელად. უფრო მეტიც, მათი 70%-ზე მეტი სკუტერის გამო უფრო ხშირადაც კი სტუმრობს მისთვის საყვარელ ადგილებს. მითუმეტეს ამ პერიოდში, როდესაც სქროლით საყვარელ ობიექტამდე მისვლა და სასურველი შეკვეთის აღება, განტვირთვის ერთგვარ საშუალებად იქცა.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ამ მეთოდით თავიანთი ყოველდღიურობის გახალისება კიდევ უფრო მარტივი რომ გაგვეხადა, ხოლო ადგილობრივ ბიზნესებს დავხმარებოდით თავიანთი ცნობადობის გაზრდაში, ყველა ის ობიექტი, რომელიც take away მომსახურებაზე გადავიდა სქროლის რუკაზე აღვნიშნეთ. ამ ეტაპზე ჩვენი რუკაზე არიან: სტამბა, ლოლიტა, ფაბრიკა, წისქვილი ვაკეში, Milk, Burger Inn, Honore, Freaky dog, თამთაკი, სატაცური, ჩილი პიცა, ლუდის ბარი, თოხლიაურის ბაზარი, კაფე მზიური, Lui Coffee, მუხუდო, oriental, ედისონის მაღაზია, გლობალფუდი. მათი რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

თუ შენი ბიზნესიც გადავიდა Take away მომსახურებაზე, შეავსე ეს მარტივი ფორმა https://bit.ly/ScrollxTakeAway და სქროლის რუკას შენი ობიექტიც დაემატება, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა თქვენი სერვისის შესახებ.

სხვებმა კი ერთად ვისარგებლოთ Take Away სერვისით და დავეხმაროთ ჩვენს საყვარელ კაფეებსა და რესტორნებს. განასაკუთრებით ახლა, პანდემიის პირობებში, როდესაც უსაფრთხოება და ერთმანეთის დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.