ბლოგი

მიკრომობილობის როლი სტუდენტურ ცხოვრებაში

სტუდენტების ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და აქტიურია, შესაბამისად მათთვის ქალაქის სხვადასხვა წერტილში გადაადგილებაც ყოველდღიურობის ნაწილია. რთულია უნივერსიტეტამდე მისვლა და იქედან უკან დაბრუნება მაშინ, როდესაც ტრანსპორტიდან ტრანსპორტში გიწევს გადაჯდომა და შემდეგ ისევ ფეხით სიარული.

უნივერსიტეტის კორპუსები ხშირად ერთმანეთისგან საკმაოდ დისტანცირებულია. ამ მანძილის გავლა ფეხითაც შეიძლება, თუმცა დიდ დროს მოითხოვს და დამღლელია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით წასვლა და საცობში მოხვედრა არ ღირს, რადგან დროის კარგვა იქნება, დაგვიანება კი ყველაზე არასასურველი შედეგია. ამ მოკლე მანძილის გასქროლვა კი ბევრად უფრო კომფორტული და სწრაფია, რადგან ის სწორედ ამ მოკლე მანძლის დასაფარად და საცობების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.

სად შემიძლია ვიპოვო სქროლის სკუტერი?

მიკრომობილობაში მოიაზრება ველოსიპედები, ელექტრო სკუტერები და მსგავსი გადასაადგილებელი საშალებები. თუმცა, როდესაც ველოსიპედით მგზავრობ, საჭიროა მისი სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაპარგინგება, რასაც ქუჩებში, მითუმეტეს უნივერსიტეტებთან ახლოს, იშვიათად შევხვდებით. ამან შეიძლება ბევრი დრო და ენერგია წაგართვას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან გეჩქარება. სქროლის ელექტრო სკუტერების შემთხვევაში კი ეს სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან სკუტერი შეგიძლია დატოვო იქ, სადაც დასრულდა შენი მგზავრობა.

 

Რამდენად უსაფრთხოა გასქროლვა?

გარდა კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებისა, სქროლის სერვისები და კამპანიები ყოველთვის ორიენტირებულია მგზავრების უსაფრთხოებაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სკუტერის უსაფრთხო მართვის შესახებ რეკომენდაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან მგზავრების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, წამოვიწყეთ უსაფრთხოების კამპანიაც, რომლის ფარგლებში “სქროლის მართვის აკადემია” ატარებდა და მომავალშიც ჩაატარებს ტრენინგების სერიას სკუტერის მართვისა და უსაფრთხოების წესების შესასწავლად. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ სკუტერის სიჩქარე ხალხმრავალ ადგილებში შეზღუდულია, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ თავს და არც სხვებს.

 

Როგორ გავსქროლო?

ამისათვის საჭიროა გადმოწერო Bird აპლიკაცია App Store-ზე ან Google Play-ზე, იპოვო უარხლოესი სკუტერი, დააჭირო ღილაკს და განბლოკო, სულ ეს არის, შეგიძლია გასქროლო სასურველი მიმართულებით.

 

სატრანსპორტო სისტემა და გზა მუდმივად იცვლება. სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი, სხვადასხვა ეკომეგობრული ტრანსპორტი, შესაბამისად უნივერსიტეტები უნდა აყვნენ ამ ტენდენციას და მისცენ თავიანთ სტუდენტებს სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება.