სქროლი ბათუმშია.
მიკრომობილობის სტარტაპი “სქროლი” თბილისის შემდეგ უკვე ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა.
Bird-ის ახალი სკუტერები ბათუმში დილის 7 საათიდან ღამის 2 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი და ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს საშუალებას მისცემს, ბათუმის ქუჩებში მარტივად და კომფორტულად გადაადგილდნენ.
ბათუმის 6,5-კილომეტრიანი ველობილიკი და ფართოდ დაგეგმარებული ქუჩები სქროლერებს ბევრ საინტერესო მარშრუტსა და თავგადასავალს ჰპირდება.
საოპერაციო ზონის ფარგლებში, ბათუმის ბულვარი ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაადგილების მიზნით; დაწესებულია შეზღუდული სიჩქარის ზონა და იქ პარკირება ნებადართული არ არის.
დამწყები სქროლერებისთვის, სქროლის მართვის აკადემია დროგამოშვებით გამართავს უსაფრთხოებისა და სკუტერის მართვის ღონისძიებებს.