ბლოგი

Slow Street Program – მეტი სივრცე ადამიანებისთვის

COVID-19 პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო კარგად დავინახეთ ღია სივრცეების საჭიროება. მაშინ, როდესაც უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია დისტანციის დაცვა ჩვენ გვჭირდება ღია და თავისუფალი ადგილები, სადაც უსაფრთხოდ ვარჯიშს, თამაშს ან თუნდაც უბრალოდ სეირნობას შევძლებთ. დღესდღეობით კი ქუჩების უმეტესობა ვიწრო და მანქანებით გადატვირთულია, რის გამოც გვიწევს უარი ვთქვათ ისეთ აქტივობებზე, რაც წესით ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს.

“ქალაქის სივრცე შეზღუდულია, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორი განაწილება ადამიანებისთვის – და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა Covid-19-ის დროს”, – აღნიშნა Brooks Rainwater-მა, National League of Cities-ის დირექტორმა.

არსებულ რეალობაში, სადაც ქუჩები, ტროტუარები და ეზოები მანქანებითაა გადატვირთული ადამიანებისთვის ადგილი აღარ რჩება. ეს ყოველივე საჭიროებს თანამედროვე გადაწყვეტას, რომლებიც თანაბარ უფლებებს მიანიჭებს ნებისმიერ მოქალაქეს და ქუჩას ყველასთვის კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. რომ გადავხედოთ სხვა ქალაქების მაგალითს, COVID-19-ის პირობებში ზოგიერთმა მათგანმა Slow street პროგრამა დანერგა. ამ პროგრამის მიზანია, სპეციალურად განთავსებული საგზაო ნიშნების საშუალებით, შეზღუდოს მანქანებით მოძრაობა გარკვეულ საცხოვრებელ ადგილებში და მოსახლეობას საშუალება მისცეს, გამოიყენოს უფრო მეტი სივრცე გადასაადგილებლად, სავარჯიშოდ, სათამაშოდ ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის, რაც ყოველდღიურ რუტინას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის. ამ დროს ავტომობილებით გადაადგილება, რა თქმა უნდა, ნებადართულია, თუმცა არა პრიორიტეტული.

 

სან ფრანცისკო
სან ფრანცისკოში, მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტომ Slow street პროგრამა აპრილში დაიწყო. ერთ-ერთ ქუჩაზე მარტის პირველ ორ კვირაში, მანამ სანამ ეს პროგრამა დაიწყებოდა, ელექტრო სკუტერებით მგზავრობის რაოდენობა 600-მდე იყო, ხოლო პროგრამის დაწყების შემდგეგ უკვე 1000-მდე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ელექტრო სკუტერით გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო და საინტერესო იქნებოდა. Populus-ის კვლევების თანახმად, სან ფრანცისკოში მარტის დასაწყისისთვის ველოსიპედით მგზავრობის რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო სკუტერების 30%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქუჩაზე გზა გათავისუფლდა, გარემო კი მალე გამწვანებას დაიწყებს.

ვაშინგტონი
მსგავსი ტენდენციები გამოიკვეთა ვაშინგტონშიც. მერმა Muriel Bowser-მა Slow street სისტემა ივნისში მიიღო. ამ პროგრამის დანერგვამდე, ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც შემდეგ მანქანებით მოძრაობა შეიზღუდა დაახლოებით 400-მდე მგზავრობა სრულდებოდა. აგვისტოს პირველი ორი კვირის მონაცემებით კი, როდესაც აღნიშნული პროგრამა უკვე კარგად იყო დამკვიდრებული, ეს რიცხვი გაორმაგდა და უკვე 1000-მდე მგზავრობა დაფიქსირდა. მოკლედ, რომ შევადაროთ Slow street პროგრამის შემდეგ ელექტრო სკუტერებით მგზავრობების რაოდენობა საგრძნობლას გაიზარდა და ადამიანებისთის ქუჩებში მეტი სივრცე გამოჩნდა.

დენვერი
ზოგადად, დენვერის მაცხოვრებლები ქუჩებში ხშრად ვარჯიშობენ და ბევრს დადიან ფეხით, ველოსიპედით, სკუტერებითა და მსგავსი ალტერნატიული სატრანსპორტო საშალებებით. თავისუფალი ქუჩების პროგრამამ კი მათ შესაძლებლობა მისცა, ეს ყველაფერი უსაფრთხოდ აკეთონ. Slow street პროგრამისთვის ეს ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი აღმოჩნდა. ადგილობრივი კვლევების მიხედვით, პროგრამის შემდეგ ქალაქში სკუტერებით მგზავრობის რაოდენობა 1400%-ით გაიზარდა! და ზოგადადაც, ადგილობრივებისთვის ელექტრო სკუტერები ქალაქის განუყოფელ ნაწილად და მნიშნელოვან თანამგზავრად იქცა.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ როდესაც საქმე ეხება ხალხის მანქანიდან გადმოყვანას და ტრანსპორტირების ალტერნატიულ რეჟიმზე გადასვლას, ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანებმა, როდესაც ისინი ველოსიპედს, სკუტერს ან სხვა მსგავსს ტრანსპორტს მართავენ, თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა იგრძნონ. Slow street პროგრამის მიზანი კი სწორედ ესაა, შექმნას უსაფრთხო გარემო ყველასთვის და გზა არამხოლოდ მანქანებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც გამოყოს.

”ოდესღაც მთელი მსოფლიოს ქუჩები მანქანების განსათავსებლად მოდერნიზდა – დროა ეს მოდელი თავდაყირა დავაყენოთ – ახლა კი ჯერია ქუჩები ხალხის ინტერესებს მოვარგოთ”, – თქვა Rainwater- მა.

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ, როგორ შეიცვალა ამ პროგრამამ სკუტერებით გადაადგილების ტენდენცია, გადავხედოთ ერთ-ერთი ელექტრო სკუტერების კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებს. აი, რა აღმოაჩინეს მათ:

  • მათი მგზავრების 41% ამბობს, რომ Slow street პროგრამის შემდეგ,  უფრო ხშირად იყენებენ სკუტერებს გადასაადგილებლად.
  • 79% ამბობს, რომ ფეხით სიარული მათთვის დისკომფორტს აღარ წამოადგენს და შესაბამისად, მცირე მანძლზე ტრანსპორტს აღარ იყენებენ და ფეხით დადიან.
  • 60%-სთვის ამ პროგრამის შემდეგ ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს ფეხით ველოსიპედით თუ სკუტერით გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო, კომფორტული და საინტერესო გახდა.

გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ამ პროგრამამ არა მხოლოდ მათი მგზავრობის წესი არამედ ყოველდღიურობა შეცვალა. ახლა ისინი უფრო ორგანიზებულად გადაადგილდებიან და პრიორიტეტებს უფრო სწორად ანაწილებენ. ასევე, ისწავლეს, როგორ არ დაკარგონ დრო ზედმეტ რამეებზე. აშკარაა, რომ ეს პროგრამები ხალხს მოუწოდებს აღმოაჩნონ თავიანთი ქალაქის ქუჩები განსხვავებული გზით და შეცვალონ ცხოვრების უკეთესი მიმართულებით.