ბლოგი

ახლა გასქროლვა უფრო უსაფრთხოა

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის ჩვენი გუნდი ცდილობს შეამციროს პანდემიის გავრცელების რისკები. როგორც გაზიარების სერვისს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ გადაადგილებისთვის, მიგვაჩნია, რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ ვზრუნავთ შენი და ზოგადად საზოგადოების ჯანმრთელობაზე.

როგორც ყოველთვის, ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება იყო და დარჩება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი ჯგუფი ყოველდღიურად ცდილობს გავხდეთ ის სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ყველაზე უსაფრთხო მგზავრობას შესთავაზებს მგზავრებს მომხმარებლებს. ამიტომაც, დავმეგობრდით სეიფსეფტთან და მათი დახმარებით სკუტერებზე სადეზინფექციო საშუალებებს დაგახვედრებთ. გამოიყენე ისინი გასქროლვამდე და გასქროლვის შემდეგ, რათა მაქსიმალურად დაცულად იმგზავრო. გახსოვდეს, შენი და შენს გარშემო მყოფების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, უნდა იცოდე, რომ სქროლის სკუტერებს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კომპანია “Bird”-ის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაციის დაცვით. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ პანდემიის გავრცელების რისკები.

დღეს მიკრომობილობის განვითარება საზოგადოებისთვის ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. ბევრი ადამიანი ეძებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივას  საჭირო ლოკაციამდე მისასვლელად. მათ უსაფრთხო გადაადგილება სჭირდებათ, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფს, რამდენადაც თითქმის შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა, ამასთანავე არ არის ხელმისაწვდომი სადეზინფექციო საშუალებები. ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებები კი ადამიანებთან კონტაქტს სრულიად გამორიცხავს და თავის თავში სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს. დღევანდელი მდგომარეობა ყველას მხრიდან მგზავრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე გაორმაგებულად ზრუნვასა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვს, ჩვენ ხომ ყველანი ერთად ვუმკლავდებით ამ კრიზისს.

გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას!