ბლოგი

Bird App-ში ქარის მოპედები გამოჩნდა

Scroll x Qari Electric

საქართველოს ურბანულ სატრანსპორტო სისტემაში მიკრომობილობა ახალი ცნებაა, თუმცა ეკო-ტრანსპორტის სწრაფი განვითარებისთვის სწორედ მიკრომობილობაა ოპტიმალური გზა. სქროლი ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა – როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისოდ. 

მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის ვიჩენთ ინიციატივას, რომ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისები გახდეს მარტივი და ხელმისაწვდომი ერთიან სივრცეში.

ამ მიზნით, ჩვენს პლატფორმაზე დავიწყეთ ქარის მოპედების ინტეგრაცია, რათა მომხმარებელს მიეცეს მულტიმოდალური სერვისით სარგებლობის საშუალება. 

დღეიდან Bird-ის აპლიკაციაში რაიდერებს სქროლის სკუტერებთან ერთად ქარის მოპედებზეც ექნებათ წვდომა.


როგორ ავიღოთ ქარის მოპედი Bird- ის აპლიკაციით:

  • გახსენი Bird-ის აპლიკაცია;
  • იპოვე რუკაზე ქარი;
  • დააჭირე ხელი მოპედის სიმბოლოს;
  • ზედა ნაწილში გამოგიჩნდება დარეზერვების ღილაკი;
  • ამ ღილაკზე დაჭერით შეგეძლება ქარის აპლიკაციის ჩამოტვირთვა (თუ უკვე გაქვს, უბრალოდ გაგიხნის აპლიკაციას)
  • სულ ეს არის, შენი რაიდი მზადაა რეზერვაციისთვის.

Scroll x Qari Electric

ურბანული პრობლემების მოგვარება

კოლიერსის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა 59%-ით აღდგა. შეზღუდვების მოხსნასთან ერთად იზრდება მობილობა, აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მულტიმოდალური პლატფორმის შექმნა, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისთვის უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალების შერჩევა. 

როგორც სქროლის სკუტერები, ასევე ქარის მოპედები ინდივიდუალური ელექტრო ტრანსპორტია, რაც ავტომობილების ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტილ სივრცეებთან შედარებით, მარტივად აკმაყოფილებს სოციალური დისტანცირების მოთხოვნას. 

ამ წამოწყებით ორი ყველაზე მსხვილი სკუტერების და მოპედების ოპერატორი კომპანია ერთიანდება ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ურბანული მობილობის გასამარტივებლად და ადგილობირვი ბიზნესის ხელშესაწყობად.

თბილისის შემდეგ, მსგავსი ინიციატივის განხორციელება სქროლის მეორე დედაქალაქში კიევშიც არის დაგეგმილი.

 

Related Posts