ბლოგი

რატომ არის ჩაფხუტის ტარება მნიშვნელოვანი?

ყველა, ვინც გადასაადგილებლად მიკრო მობილობას ირჩევს, ამით საკუთარ ქალაქს ეხმარება უფრო მეტად განვითარებასა და გაჯანსაღებაში. იმისათვის, რომ გასქროლვა, ველოსიპედით ან თუნდაც როლიკებით სიარული შენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციო, პირველ რიგში კარგი ჩაფხუტი დაგჭირდება. როდესაც მსგავსი სატრანსპორტი საშუალებებით არასასურველი ინციდენტი ხდება, თავის დაზიანების რისკი ყველაზე დიდია. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩაფხუტის სწორად შერჩევას. სწორი ზომის ჩაფხუტის ტარება იცავს შენს თავს, რაც ხელს უშლის გარე და შინაგან დაზიანებებს.

აქ არის 2 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა ატარო სქროლისა და კლოსკას ჩაფხუტი ყოველთვის, როდესაც მგზავრობას დააპირებ:

გიცავს დაზიანებებისაგან და ამინდისგან

Closca–ს ჩაფხუტები შექმნილია როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ EN 1078 და CSPC უსაფრთხოების წესების მიხედვით. მისი ინოვაციური დიზაინითა და უნიკალური თვისებებით, Closca ჩაფხუტი დღეს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ჩაფხუტია. მისი სამრგოლიანი დასაკეცი ნაწილი არ არის მხოლოდ კომფორტისთვის, რეალურად ამით ის მყარად ინარჩუნებს პოზიციას თავზე ნებისმიერი შეჯახების მიუხედავად. ამასთანავე აკავებს დარტყმის ძალასაც. 

თუ სქროლი ან ველოსიპედი შენთვის ტრანსპორტირების ძირითადი საშუალებაა, შესაძლოა უამინდობის დროსაც მოგიწიოთ მგზავრობა. ჩაფხუტი, დაგეხმარებათ დაიცვათ წვიმისგან, ქარისგან და ულტრაიისფერი დასხივებისგან. კლოსკას ჩაფხუტს აქვს ინოვაციური სავენტილაციო სისტემა, რომელიც მზის დარტყმისგანაც კი დაგიცავს.

მოსახერხებელი დიზაინი

Closca ჩაფხუტები ყველაზე მსუბუქია ბაზარზე. 

მისი მოსახერხებელი და მარტივი დიზაინის მეშვეობით იკეცება ისე, რომ 50%-ით მცირდება ზომაში. თითქმის ისეთივე ბრტყელი ხდება, როგორც წიგნი და მარტივად თავსდება ნებისმიერ ჩანთაში, რაც აადვილებს მის ყოველდრიურად  ტარებას.

უსაფრთხოების სტატისტიკის მიხედვით, ჩაფხუტის ტარება 70%-ით ამცირებს თავის დაზიანების რისკს. სწორედ ამიტომაცაა ის, სკუტერის,სკეიდბორდის, ველოსიპედის, როლოკებისა და ა.შ. აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტი. ასე, რომ არ დაგავიწყდეს ატარო შენი კლოსკა ყოველი მგზავრობისას.

ჩვენი და კლოსკას ჩაფხუტის შეძენა შეგიძლია აქ

შეიძინე შენი ჩაფხუტი აქ