ალბათ ყველას გვესმის, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამოუსწორებელი შედეგების მოტანა შეუძლია და მის შესამცირებლად აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, ცოტა ადამიანი უკავშირებს ამას საკუთარ თავს, რადგან ფიქრობს, რომ ბუნებაზე ზრუნვას იმაზე მეტი ძალა სჭირდება, ვიდრე მას აქვს.
ამიტომაც სქროლმა ახალი კამპანია #scrollrecommends წამოიწყო, სადაც სხვადასხვა ეკო-ბრენდთან ერთად შენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს გაგიზიარებთ თუ, როგორ იყო უფრო ეკო-მეგობრული, რათა ერთად მოვაგვაროთ არსებული ეკოლოგიური პრობლემები.
ჩვენი ეკო-მეგობარი ზერო ეფექტი, ნული ნარჩენის პირველი სივრცეა საქართველოში, რომელიც ემსახურება გარემოზე ზრუნვას, ნარჩენების შემცირებით და ნული ნარჩენის ცხოვრების სტილის წახალისებით.
ნული ნარჩენის კონცეფცია გულისხმობს ჩვენს ხელთ არსებული რესურსების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას იმისათვის, რომ ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ჩვენს ნაგვის ურნაში, შემდგომ კი გარემოში.
ჩვენს ყოველდღიურობაში ნარჩენების შემცირება შეგვიძლია მცირე ნაბიჯებით დავიწყოთ, მაგალითად:
- უარის თქმა – დავფიქრდეთ სანამ რაიმეს შევიძენთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ესა თუ ის ნივთი. საჭიროების შემთხვევაში არჩევანი ყოველთვის გარემოსთან მეგობრულ, ადგილობრივად წარმოებულ ალტერნატივებზე გავაკეთოთ.
- შემცირება – შევეცადოთ ვიყოთ პასუხისმგებლიანი მომხმარებელი, მაგალითად შევიძინოთ ზუსტად იმდენი საკვები პროდუქტი, რის გამოყენებასაც შევძლებთ.
- განახლება – ადამიანები ძალიან ბევრ მოძველებულ, ან ოდნავ გაფუჭებულ ნივთს მაშინვე თავიდან ვიშორებთ, ეს პუნტქი ასეთი ნივთების აღდგენას, სხვა თვალით შეხედვას, მათგან რაიმე ახლის შექმნას გულისხმობს.
- ხელახლა გამოყენება – უპირატესობა მივანიჭოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთებს რომლებიც დიდხან გაგვიძლებს და რომელთა გადაგდებაც მალე არ მოგვიწევს.
- გადამუშავება – არჩევანი გავაკეთოთ მარტივად გადამუშავებადი მასალისგან დამზადებულ ნივთებზე(მინა, ქაღალდი, ალუმინი), თუკი ამ ნივთებს თავიდან ვერ ვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში დავახარისხოთ ისინი და ჩავაბაროთ შესაბამის პუნქტებში.
როგორც ხედავ, გარემოს წინაშე ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად სულაც არ არის აუცილებელი დიდი რესურსები. თითოეული ადამიანის სულ მცირე ქმედებას ან ელემენტარული ქცევის შეცვლასაც კი ბევრი დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია.
თუ აქამდე არ გაგისქროლავს, გამოიყენე ჩვენი სპეციალური პრომო კოდი – scroll2effect და გადადგი პირველი ნაბიჯები გარემოზე ზრუნვისკენ.
თუ გინდა გახდე უფრო ეკო-მეგობრული და შეიტანო წვლილი არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, გამოგვყევი სქროლის და ზერო ეფექტის ინსტაგრამ გვერდებზე, თვალი ადევნე ჩვენს რეკომენდაციებს, ჩაერთე გათამაშებებში და მიიღე ძალიან ბევრი საინტერესო საჩუქარი!