Gazelle Finance-ის და FMO-ს ერთობლივი შეთანხმების შედეგად, Scroll-მა და Qari Electric-მა უკრაინასა და საქართველოში ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიის საქმიანობის გაგრძელებასა და პერსონალის შენარჩუნებას უკრაინაში, თანამშრომელთა გარკვეული ნაწილისთვის კი თბილისში დროებით განთავსებასა და პროგრამულ ურუნველყოფას. Პროექტის დაფინანსების წყაროა უკრაინის დახმარების ფონდი, რომელსაც მხარს ორი ჰოლანდიური ინვესტორი, FMO da DFC უჭერს.
ჩვენი მიზანია, ინვესტიციის საშუალებით უფრო მეტად განვავითაროთ ელექტრო მობილობა საქართველოსა და უკრაინაში, სადაც ამის საჭიროება დღეს განსაკუთრებით დგას. „Gazelle Finance-ის მხარდაჭერით, ჩვენს კომპანიას საშუალება მიეცა გააგრძელოს უკრაინაში საქმიანობა და ადგილობრივ მოსახლეობას ენერგიის მწვავე დეფიციტის დროს სატრანსპორტო მომსახურება შესთავაზოს“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა, Scroll-ისა და Qari Electric-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენ მტკიცედ გვწამს უკრაინული ბაზრის გრძელვადიანი პერსპექტივის. სწორედ ამიტომ, ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება უკრაინელი IT პროფესიონალების დახმარებით საკუთარი შიდა ტექნოლოგიის განვითარებას, დაგვეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაზრის დასტაბილურების შემდეგ გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა.
2022 წელს საქართველოში 50 000-ზე მეტი უკრაინელი დასახლდა, რომელთა დიდი ნაწილი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია და უკრაინულ კომპანიებში დისტანციურად საქმიანობს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სექტორში. „მოზიდული ინვესტიცია შპს “მერკურს” (Scroll & Qari Electric) აძლევს საჭირო რესურსებს, რათა არა მხოლოდ შეინარჩუნოს უკრაინული პერსონალი, არამედ დამატებით დაასაქმოს უკრაინელი IT პროფესიონალები ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში“. – განაცხადა FMO-ს პორტფელის მენეჯერმა, ჯერონ ჰარტველდმა.
Gazelle Finance-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფრი ლიბერტის თქმით, „ომისა და ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის დროსაც კი, Scroll აგრძელებს ეკოლოგიურად სუფთა მასობრივი ტრანსპორტირების სერვისის შეთავაზებას უკრაინის მოქალაქეებისთვის. დამატებითი დაფინანსება კი უკრაინასა და საქართველოში წამყვანი ელექტრო მობილობის კომპანიისთვის მეტ პერსპექტივას ქმნის.”
Gazelle Finance არის საფინანსო კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს სწრაფად მზარდი, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებში ევრაზიის რეგიონში. ამჟამად, მეტწილად ორიენტირებულია საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე.