ბლოგი

სქროლს ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია Group Ride დაემატა

სქროლს ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია Group Ride დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან შეგიძლია შენი ანგარიშით ერთდროულად 2 სკუტერი განბლოკო.

თუ კი მანამდე მხოლოდ შენთვის შეგეძლო სკუტერის მოხსნა, ახლა უკვე შენივე ანგარიშით მეგობარსაც გაასქროლინებ. ამ სერვისის მეშვეობით შენ მეგობრის გადაადგილებაზე, ის კი შენთან ერთად გარემოზე იზრუნებს. მგზავრობის დასრულებისას კი შენი ანგარიშით მოხსნილი სკუტერების საფასურს აპლიკაციაში მითითებული ბარათით გადაიხდი.

იმისათვის, რომ ისარგებლო ახალი სერვისით პირველ რიგში, უნდა განაახლო აპლიკაცია App Store-სა და Google play-ში შემდეგ კი:

  • მიმდინარე მგზავრობის დროს დაამატე ახალი მგზავრი;
  • დაასკანერე ყოველი მომდევნო სკუტერი;
  • შეიყვანე ახალი მგზავრის ელ-ფოსტა, ამით შენი თანამგზავრი ადასტურებს, რომ ეთანხმება სქროლის მოხმარების წესებს;
  • ბოლოს კი მონიშვნით დაასრულე სასურველი მგზავრობა;
  • გაითვალისწინე, რომ ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თბილისში.

სქროლის მიზანია შექმნას სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც მოაგვარებს ურბანული მობილობის დღევანდელ სირთულეებსა და ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს ინოვაციური მეთოდებით გააუმჯობესებს. COVID-19 პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ მსგავსი ალტერნატიული გადაადგილების საშუალებებზე მოთხოვნილება რეალურად არსებობს, რადგან ამ ტიპის ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროსაცაა შესაძლებელი და თან მისი საშუალებით გადაადგილებისა ბევრად უფრო მარტივია სოციალური დისტანციის დაცვაც.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სქროლი ყველასთვის ხელმისაწვდომი და გაზიარებადი უნდა იყოს, ამიტომაც დავამატეთ სკუტერის გაზიარების სერვისი, რათა ქუჩებში მეტი ეკო-მეგობრული ტრანსპორტი და ნაკლები მანქანა გადაადგილდებოდეს.

გაიმრავალფეროვნე შემოდგომის დღეები, გასქროლე რაც შეიძლება მეტ ადგილას, რაც შეიძლება მეტ მეგობართან ერთად და შექმენი რაც შეიძლება მეტი მოგონება. სქროლი და მოგონებები ხომ გაზიარებისთვისაა.