ბლოგი

სქროლის მეგობრები

სქროლმა სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს ქუჩებში მოგზაურობა დაიწყო თუმცა უკვე ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ბევრმა ადამიანმა ჩვენი ეკო-მეგობრული სკუტერებით სახლიდან სამსახურამდე მისასვლელი გზა ახალ თავგადასავლად აქცია, ნაწილმა თავი აარიდა გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტებს და სქროლი მათთვის ერთადერთი უსაფრთხო მეგზური გახდა, ზოგს კი უბრალოდ მობეზრდა საცობებში დგომა და დროის კარგვა მაშინ, როდესაც ამ გზას სულ რამდენიმე წუთში ჩასქროლავდა, ბევრისთვის კი სქროლი განტვირთვისა და დღის გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.

ზოგადად, გასქროლვას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება, დადგები სკუტერზე, ფეხს კრავ და დღეს თავგადასავლებში მოგზაურობით დაიწყებ. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული მიზნები ამოძრავებთ და ვინც გასქროლვას ახალ მნიშვნელობას ანიჭებს.

აი, მაგალითად, როკო რომ მუდმივად ტონუსში იყოს, გიორგი მას ყოველ დილით და საღამოს ავარჯიშებს. თუმცა არის ხოლმე დღეები, როდესაც მას ამისათვის ბევრი დრო არ აქვს და სხვა საქმეებზე ეჩქარება. სწორედ ამიტომ, გიორგიმ და როკომ სქროლის სკუტერებს ახალი ღირებულება შესძინეს. ისინი სქროლის დახმარებით ყოველდღე დარბიან და ამით ინარჩუნებენ ფორმას. შედეგად: როკო მუდმივად ტონუსშია და ამისათვის, გიორგის არ ეხარჯება ზედმეტი დრო.

რაც შეეხება ირინას, მან Scroll-ის სკუტერით მგზავრობა პირველად ზაფხულში, ქეშბექის აქციის დროს დაიწყო. სწორედ ბათუმთან ერთად აღმოაჩინა მან, რომ სქროლი მისთვის მანქანის ბევრად უფრო სახალისო და ეკო-მეგობრული ალტერნატივაა. დღესაც, გრილი ამინდების მიუხედავად, ის სამსახურში მისასვლელად ცდილობს Scroll-ი ხშირად გამოიყენოს, რათა დაზოგოს დრო და თავი აარიდოს გადატვირთულ მოძრაობას.

სქროლზე ბევრნაირ ადამიანს შეხვდებით. თითოეული მათგანი განსხვავებული მიზნებით სქროლავს, ზოგი სამსახურში მიდის, ნაწილი მას თავისი მცირე ბიზნესის მიტანის სერვისისთვის იყენებს, ვიღაც სხვა ადამიანების დასახმარებლად მიიჩქარის, ბევრი კი უბრალოდ გასართობად სქროლავს. სწორედ ეს მრავალფეროვანი მიზნები ხდის სქროლის სკუტერებს უნიკალურსა და ყველასთვის მიმზიდველს.

თვალი ადევნე ჩვენს სოციალურ ქსელებს და ჩვენ უფრო მეტს მოგიყვებით მათზე.