ბლოგი

სქროლი უკვე რუსთავშია

თბილისისა და ბათუმის შემდეგ სქროლის სკუტერები უკვე რუსთავის ქუჩებშიც გამოჩნდა.

სქროლის რუკა ევროპული მობილობის კვირეული 2020-ის ფარგლებში გაფართოვდა და მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში გარემოსდაცვითი და ურბანული პრობლემების მოგვარებას.

სკუტერები რუსთავში 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი და ქალაქის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, რუსთავის ქუჩებში მარტივად და კომფორტულად გადაადგილდნენ. ახალი მომხმარებლებისთვის, სქროლის მართვის აკადემია პერიოდულად რუსთავშიც გამართავს უსაფრთხოების შესახებ ღონისძიებებს და მონაწილეებს გასქროლვას ასწავლის.

ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიც რუსთავია ურბანული პრობლემების მოსაგვარებლად მიკრომობილობის განვითარება საუკეთესოო გზაა. ზოგადად, სკუტერს თავისი სპეციფიკური როლი აქვს ურბანულ მობილობაში. ის მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვისაა შექმნილი. იმ მანძილის, რისი დაფარვა ფეხითაც მარტივად შეიძლება, თუმცა დიდ დროს მოითხოვს და დამღლელია, მანქანით გავლა და საცობში მოხვედრა კი არ ღირს და ესეც დროის კარგვა იქნება.

სქროლის მიზანია შევქმნას სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს ინოვაციური მეთოდებით გააუმჯობესებს. მომავალში, ჩვენი რუკა კიდევ უფრო გაფართოვდება და სქროლი უფრო მეტი ქალაქის მაცხოვრებლის ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას!