ბლოგი

#RideWithPride

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უკვე 50 წელია რაც ივნისის თვეში LGBTQ+ ადამიანები და აქტივისტები გამოდიან ქუჩებში, რათა მხარი დაუჭირონ Queer ადამიანების უფლებებს. მსოფლიოში პირველი თანამედროვე პრაიდის მსვლელობა 1969 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, “სიამაყის დღე” გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა.

როგორც მიკრო მობილობის კომპანიას, რომელიც ქალაქს ეკო-მეგობრულ სატრანსპორტო ალტერნატივას სთავაზობს, გვაქვს პასუხისმგებლობა ხელი შევუწყოთ თანასწორობისთვის ბრძოლას. 

ვგმობთ ყველა სახის და ფორმის ძალადობას და ჩვენც გვჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და გამოსავალი სოლიდარობაშია! ეს დღეები ძალიან რთული იყო ქართული დემოკრატიისთვის. სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, მთელი თბილისის მასშტაბით დევნიდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ანგრევდნენ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს. ამ პროცესში გადამწყვეტია ამ ღირებულებებისთვის ერთიანი ბრძოლის წარმოება და მსგავსი მასშტაბების ძალადობა საჭიროებს მყისიერ რეაგირებას მთელი საზოგადოების მხრიდან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებსა და თემებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. Pride-ის თვეში და არა მხოლოდ, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველას აქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. 

სქროლი ერთგულია გლობალური ხედვის Vision Zero, რომლის მიზანიცაა მობილობა უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ყველასთის თანასწორი გახადოს. ეს ბოლო ორი სიტყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სქროლის ეკო-მეგობრული სკუტერები შექმნილია ყველასთვის, განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისაა თუ სხვა ნიშნისა.