ბლოგი

რჩევები: სად გავაჩერო სქროლი?

სქროლის ელექტრონული სკუტერები ქალაქის ქუჩებში გადასაადგილებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მათი დახმარებით შეგვიძლია თავი ავარიდოთ დამღლელ საცობებს, დავზოგოთ დრო და რაც მთავარია, არ დავაბინძუროთ ჰაერი. მგზავრობის დასრულებისას კი სკუტერის პასუხისმგებლიანად გაჩერებით გარემოსთან ერთად, ადამიანებზე ზრუნვაც არ უნდა დავივიწყოთ.

ელექტრონული სკუტერის სწორად გაჩერება ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე მარტივი მითითების დაცვით, შეგიძლია შენი ქალაქის ქუჩები კიდევ უფრო მარტივად გადასაადგილებელი, კომფორტული და ლამაზი გახადო.

სწორად გამოიყენებისა და დაპარკინგების შემთხვევაში ჩვენს ეკო-მეგობრულ ტრანსპორტს შეუძლია ურბანული სივრცეები გარდაქმნას. მისი არასწორად გაჩერებით კი მისი ეფექტურიბა იკარგება.

ალბათ, არც შენ მოგწონს, როდესაც სკუტერი შუა ტროტუარზეა გაჩერებული და ხელს გიშლის სიარულში, გიბლოკავს პანდუსებს ან თუნდაც მაღაზიაში შესასვლელს. თუ სხვა შემთხვევაში გასქროლვით დროს ზოგავდი, არასწორად გაჩერებული სკუტერი ახლა პირიქით, დროს გაკარგვინებს.

განსხვავება, რომელსაც სწორად და არასწორად გაჩერებული სკუტერი იძლევა ძალიან დიდია.

სად არ უნდა დააპარკინგო სკუტერი:

  • პანდუსებთან – ეს დაბრკოლებას უქმნის ყველას, განსაკუთრებით კი შშმ პირებს;
  • კერძო საკუთრებებთან – არ უნდა გააჩერო სკუტერი ისე, რომ ადამიანებს მაღაზიების, კაფეების ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებების შესასვლელი დაუბლოკო;
  • ავტობუსის გაჩერებაზე – სქროლს შეუძლია გაჩერებიდან ზუსტად დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გაჩერებაზე დატოვო და ხელი შეუშალო მათ, ვინც ტრანსპორტს ელოდება, ან ტრანსპორტიდან ჩამოდის;
  • საგანგებო გასასვლელების წინ – არასდროს იცი, როდის რა შეიძლება მოხდეს, ამიტომ ნუ დაბლოკავ საგანგებო გასასვლელებს იმ ფიქრით, რომ “არაფერი მოხდება”;
  • შუა ტროტუარზე – არ აქვს მნიშვნელობა ტროტუარი ვიწროა თუ ფართე, როდესაც სკუტერი შუაშია გაჩერებული ის ხელს უშლის ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში;
  • დაპარკინგებულ ავტომობილებთან – არ უნდა გააჩერო სკუტერი მანქანის წინ, უკან ან გვერდით ისე, რომ საშუალება არ მისცე ადგილიდან გაყვანის.

სად უნდა გავაჩერო სკუტერი?

როდესაც გასქროლავ და სასურველ ადგილამდე მიხვალ, დროა გააჩერო სკუტერი ისე, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა.

  • არ დატოვო სკუტერი არასაპარკინგე ზონაში – ასე ვერ დაასრულებ მგზავრობას. საპარკინგე ზონების ნახვა შეგიძლია Bird-ის აპლიკაციაში;
  • დატოვე სკუტერი გამოსაჩენ ადგილას – ასე, შემდეგი მგზავრი მას მარტივად იპოვნის და დროს აღარ დაკარგავს მის ძებნაში;
  • გააჩერე პასუხისმგებლიანად – არ დაბლოკო პანდუსები, ტროტუარები, შესასვლელები და ა.შ;
  • გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდეზე, საჭით ქუჩისკენ მიმართული;
  • დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას;
  • თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, მიწა, ქვები და ქვაფენილი.

გაითვალისწინე ეს რეკომენდაციები შემდეგი გასქროლვისას და იყავი პასუხისმგებლიანი მგზავრი. გისურვებთ სასიამოვნო და უსაფრთხო გასქროლვას!