ბლოგი

რჩევები ღამით გასქროლვისას

ღამის საათებში, როდესაც უკვე სახლისკენ მიდიხარ სქროლის ელექტრო სკუტერის პოვნა, როგორც წესი, ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა – თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ ხარ! Ნასვამ მდგომარეობაში მართვა უბრალოდ არ არის უსაფრთხო. ამან შეიძლება დააზიანოს არა მხოლოდ მგზავრი, არამედ გარშემო მყოფებიც. ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღებაც კი განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას და ანელებს რეაქციას. მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ქვეყანაში შესაბამისი რეგულაცია, რომელიც არა ფხიზელ მდგომარეობაში ელექტრო სკუტერის მართვას კრძალავს, ასეთ შემთხვევაში მაინც უნდა შევიკავოთ თავი გასქროლვისგან.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის შეფასებით მსოფლიოში, ალკოჰოლით გამოწვეული უბედური შემთხვევების 20%-ზე მეტი ფატალურად სრულდება. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ამ სტატისტიკის შესამცირებლად. 

მიგვაჩნია, რომ სქროლი პირველ რიგში არის მეგობარი, რომელიც გვეხმარება უსაფრთხო და გონივრული სატრანსპორტო არჩევანის გაკეთებაში. ადამიანები ირჩევენ სკუტერებს, როგორც სატრანსპორტო საშუალებას იმიტომ, რომ ეს მათ საშუალებას აძლევს გააკონტროლონ თავიანთი მგზავრობა: სიჩქარე, მარშრუტი და დრო. კვლევების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი, ვინც ნასვამები ატარებენ არ ფიქრობენ იმას, რომ საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს ან სხვებს. ამიტომაც გირჩევთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ასეთ მდგომარეობაში გადაადგილება დაგჭირდება ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვისგან თავის შეკავება და ტაქსიში გადაჯდომა საუკეთესო ალტერნატივაა. 

სქროლის ელექტრო სკუტერები შექმნილია უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, რაც ამცირებს დაზიანების რისკებს მგზავრებისთვის. Bird-მა აიღო საუკეთესო ფუნქციის მქონე სკუტერების საუკეთესო მახასიათებლები და გააერთიანა თავისი სკუტერების დიზაინში. მაგალითისთვის, ყველა სკუტერს აქვს სპეციალური განათება, რომელიც მას უფრო ხილვადს ხდის და სიბნელეში გადაადგილებას ამარტივებს, ამავე მიზნით დამაგრებული აქვს ზარიც, ისიც მნიშვნელოვანია რომ ყველა სკუტერი არის წყალგამძლე, აქვს სპეციალური დიზაინით დამზადებული 2 წყვილი ბორბალი, რომლებიც უზრუნველყოფენ მეტ სტაბილურობას და ბოლოს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სკუტერის სიჩქარე შეზღუდულია 15 – 20 კმ/სთ-მდე.

გვჯერა, რომ სქროლს პასუხისმგებლიანი მგზავრები ჰყავს თუმცა განსაკუთრებით ახლა მაშინ, როდესაც დროში შეზღუდულები აღარ ვართ, ამ ბლოგით გვინდოდა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა აუცილებელი წესი: ნუ შეუქმნი საფრთხეს საკუთარ თავსა და სხვებს – არ მართო არაფხიზელმა!