ბლოგი

გასქროლე ყურსასმენების გარეშე

მიკრო მობილობის კომპანია სქროლი, რომელიც ქალაქში ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების წახალისებას ისახავს მიზნად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალ კამპანიას იწყებს.

გვინდა შევახსენოთ ჩვენს მგზავრებს, რომ გასქროლვისას ყურსასმენები არ უნდა გვეკეთოს, რათა გვესმოდეს, რა ხდება ჩვენ გარშემო. თუმცა, ამავდროულად შევთავაზოთ ალტერნატიული გზა, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ მგზავრობა ვაქციოთ კიდევ უფრო მუსიკალური, სახალისო და რაც მთავარია, უსაფრთხო.

 


როგორ? 

თუ ბათუმში სქროლთან ერთად მოგზაურობ მაშინ ქუჩებში ახალ პოსტერებს შეამჩნევდი! პოსტერებს, რომლებზეც ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი სიმღერებია. და ალბათ, როდესაც მათთან ჩასქროლე გონებაში მის ღიღინიც დაიწყე. თუ ჯერ არ დაგიწყია სქროლთან ერთად ბათუმში მოგზაურობა, მაშინ ახალი აღმოჩენებით სავსე მგზავრობა ჯერ კიდევ წინ გაქვს.  

 


რატომ დავიწყეთ ეს კამპანია?

ზოგადად ადამიანები ნაკლებად ითვალისწინებენ გაფრთხილებას, თუ ეს ხელს უშლის მათ სიამოვნებასა და კომფორტს. ბევრ ადამიანს უყვარს გასავლელი მანძილის სიმღერების რაოდენობით დათვლა და მათთვის ამ ჩვევაზე უარის თქმა რთულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ზოგიერთმა მგზავრმა არ გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაცია და საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. ამ ახალი კამპანიის მიზანიც სწორედ ესაა, მივახვედროთ ჩვენი მგზავრები რომ ყურსასმენები სულაც არაა საჭირო და შეგვიძლია სიმღერას ყურსასმენების გარეშეც ვუსმინოთ, რომლის ერთ-ერთი ინსპირაცია ჩვენი პოსტერებია.

თუ გინდა, რომ არ გამოგრჩეს სიახლეები და გაიგო, კონკრეტულ მანძილს რამდენ სიმღერაში გასქროლავ თვალი ადევნე ჩვენს სოციალურ ქსელებს. ასევე, აქ შეგიძლია ჩვენი ვიდეო ნახო.

გისურვებთ სასიამოვნო და უსაფრთხო გასქროლვას!