ბლოგი

სქროლი შენი განწყობისთვის

მთელი შენი დღე დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორი განწყობით დაიწყებ დილას.   არის დღეები, როდესაც თავიდანვე შემართებით იღვიძებ, თუმცა ხანდახან გჭირდება დამატებითი ბიძგი, რომელიც საჭირო ენერგიით აგავსებს და სასურველ განწყობაზე დაგაყენებს. ჩვენ ამ ბლოგში გაგიზიარებთ რჩევებს, როგორ შეიქმნა საუკეთესო განწყობა სქროლთან ერთად. შეარჩიე რის განწყობაზე ხარ და გაატარე დღეს სასიამოვნოდ:   სავარჯიშო განწყობა მართალია ზაფხული უკვე დასრულდა, თუმცა ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ნებისმიერ სეზონზე უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. სქროლი აუცილებლად დაგეხმარება სპორტ-დარბაზამდე, სარბენ ბილიკამდე და ა.შ. მისვლაში. გზად სავარჯოშო განწყობასაც შეგიქმნის და თან უსაფრთხოდ იმგზავრებ.    მზიანი განწყობა მზიან დღეებში განსაკუთრებულად მოტივირებულები ვართ გავიდეთ გარეთ და საინტერესოდ გავატაროთ დღე. მზიან ქუჩებში გასქროლვა დაგეხმარება ამ დღეს კიდევ უფრო მეტი ფერები შემატო.   უბრალოდ გასეირნების განწყობა თუ კონკრეტული გეგმები არ დაგილაგებია, მაშინ უბრალოდ იპოვე შენთან ყველაზე ახლოს გაჩერებული სკუტერი და დაიწყე მგზავრობა სიმღერის ღიღინით. ამის ინსპირაცია ნებისმიერი დეტალისგან შეგიძლია აიღო: კაფიდან გამოსული ხმით, ან მაშინ, როდესაც ქუჩის მუსიკოსებთან ჩასქროლავ. გზად შეგიძლია შენს საყვარელ მუზეუმებშიც შეიარო ან სულაც ახალი საინტერესო ადგილი აღმოაჩინო.   განწყობა რაღაც ახლის აღმოსაჩენად თუ დილა იმ განწყობით დაიწყე რომ გინდა რაღაც ახალი აღმოაჩინო, მაშინ პირველ რიგში დაიწყე სქროლით მოგზაურობა. ნახე შენთვის ჯერ კიდევ უცნობი ბილიკები, პარკები, შენობები, შექმენი ახალი მოგონებები, რომლებსაც შემდეგ ფოტოებადაც აქცევ. შეგიძლია ლანჩზეც გაიარო და სადმე მწვანე სკვერიც იპოვო, სადაც ახალი შეგრძნებებით დაიმუხტები.   დატოვე შენი კვალი დღის ბოლომდე ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვასწრებთ, თუმცა ხშირად არ ვიცით ხოლმე რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს. თუმცა ამის გაგება მარტივია თუ ეს დღე სქროლთან ერთად გაატარე. იცი რამდენი კილოთი ნაკლები ნახშირორჟანგისგან დაბინძურებას გადაარჩინე გარემო? ამის ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლია. გარემოზე ზრუნვა ერთგვარ მოძრაობად იქცა, რომლის ნაწილი უკვე შენც ხარ, რადგან შენი დღე სწორი განწყობით დაიწყე. არ დაგავიწყდეს ყოველი გასქროლვისას ჩაფხუტის გაკეთებაც. ჩვენი და კლოსკას ჩაფხუტის შეძენა შეგიძლია აქ.