ყოველი წლის 16-22 სექტემბერს, ევროპული მობილობის კვირეული ცდილობს გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მეშვეობით. ეს კამპანია ბიძგს გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა ველოსიპედითა და ფეხით სიარულით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო ხშირი გამოყენებით ან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტით გადაადგილებით. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, შევამციროთ დაბინძურება და ხმაური დიდი ქალაქების ქუჩებში.
Car free day
კვირეულის ფარგლებში, ერთ დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. 22 სექტემბერს, Car free day-ზე სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეები უარს ამბობენ ავტომობილებზე და სანაცვლოდ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან.
იმ სირთულეების გათვალისწინებით, რასაც მსოფლიო COVID-19 პანდემიის პირობებში განიცდის, წლევანდელი ევროპული მობილობის მთავარ თემად – უსაფრთხო და ჯანსაღი მობილობა დასახელდა.
ქალაქებმა შექმნეს პანდემიაზე მორგებული სატრანსპორტო სისტემები. წელს, ეს კვირეული სწორედ ამ მიღწევებს აღნიშნავს და ცდილობს შეინარჩუნოს ეს ტენდენცია. ამ პერიოდში კარგად დავინახეთ, როგორ აგვარებს მიკრო მობილობა სატრანსპორტო ხარვეზებს.
როგორ გვეხმარება მიკრო მობილობა ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში?
სკუტერები, ველოსიპედები და მსგავსი ეკო-ტრანსპორტები ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ქალაქში გადასაადგილებელი საშუალება. მათი მიზანია გახადოს გარემო იმაზე უკეთესი და ჯანმრთელი ვიდრე დღესაა. ასე, რომ სქროლით არა მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მიდიხარ, არამედ შენს ყოველდღურობაში ფიზიკურ აქტივობასაც ასრულებ.
როგორ?
ველოსიპედის ტარებისას ან თუნდაც სქროლზე ან სკეიტბორდზე დგომისას ჩართულია არაერთი კუნთი. ასე, რომ მუცლის, ზურგისა და მენჯის კუნთების გავარჯიშება დაგეხმარება თავიდან აიცილო ზურგის პრობლემები სამომავლოდ.
ამ დროს ასევე ავარჯიშებ ფეხებსაც. ფეხების ჩართულობა სკუტერის მართვისას უფრო მცირეა ვიდრე ველოსიპედის ტარებისას, თუმცა უფრო მეტი – ვიდრე მანქანით გადაადგილებისას. გასქროლვისას ფეხის კუნთებს აქტიურად იყენებ, მაშინ როდესაც სკუტერს ბიძგს აძლევ ან უბრალოდ სქროლავ და ცდილობ წონასწორობა შეინარჩუნო.
ყოველი ასეთი მგზავრობისას, სულ უფრო მეტ დროს ატარებ ჰაერზე, რაც დაგეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მეტი ჟანგბადი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. გარდა ამისა, ჟანგბადი გავლენას ახდენს სეროტონინის დონეზე ასე, რომ გასქროლვა დაგეხმარება სტრესის განმუხტვაში, რაც უფრო ბედნიერად და ხალისიანად გაგრძნობინებს თავს.
გარდა ამ ყველაფრისა, შეგიძლია უამრავი ახალი ადგილი აღმოაჩინო, სადაც აქამდე მანქანით ფიზიკურად ვერ მიდიოდი ან უბრალოდ ვერ ამჩნევდი, ფეხით მისვლა კი გეზარებოდა.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: პანდემიის პირობებში მიკრო მობილობა ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა, რადგანაც ის სრულიად გამორიცხავს ადამიანებთან კონტაქტს და თავის თავში სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, სქროლის სკუტერებს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.
ასე, რომ სქროლის სკუტერებით, ველოსპედით ან როლიკებით მგზავრობა დაგეხმარება დაზოგო ის დრო, რომელიც საცობში შეიძლებოდა დაგეკარგა, თავიდან აირიდო არასასურველი კონტაქტები, რომელიც შეამცირებს პანდემიის გავრცელების რისკებს, დაეხმარო ქალაქს ქუჩებს საცობებისგან გათავისუფლებაში და გახდე ფიზიკურად აქტიური, რომელიც დადებითად აისახება შენს ჯანმრთელობაზე.
თუ აქამდე არ გაგისქროლავს გამოიყენე ჩვენი სპეციალური პრომო კოდი – Mobilityweek2021 და აღნიშნე ეს კვირეული ეკო-მეგობრულ ტრანსპორტთან ერთად!