მიწოდების პირობები წარმოადგენს ვებ გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებ გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მიწოდების პირობებს.

ტერიტორია

სქროლის ონლაინ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე.

მიწოდება

სქროლი თავად არ ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას.

სქროლის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს პარტნიორი საკურიერო მომსახურების კომპანია – შპს მერკური დელივერი (ს/კ 405430500).

პროდუქციის შეძენისას თქვენ ეთანხმებით, რომ საკურიერო მომსახურებას გაგიწევთ შპს მერკური დელივერი. საკურიერო მომსახურების, პროდუქციის მიწოდების შესახებ შეთანხმების მხარეებს წარმოადგენთ მხოლოდ თქვენ და შპს მერკური დელივერი.

იმისთვის რომ, კურიერებმა დროულად და შეფერხების გარეშე მოგაწოდონ სასურველი პროდუქცია, პროდუქციის შეძენისას გადაამოწმეთ მითითებული მისამართის სიზუსტე. სქროლის ჯგუფი გადასცემს თქვენს მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას კურიერს.

მიწოდების ვადა

სქროლისს ონლაინ მაღაზიაში შეძენილ პროდუქციაზე მოქმედებს იმავე დღეს მიწოდების სერვისი.

20:00 საათის შემდგომ დაფიქსირებულ შეკვეთებს კურიერი მოგაწვდით მომდევნო დღეს.

მიწოდების ღირებულება

სქროლის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდებისთვის მომხმარებელი არ იხდის დამატებით საფასურს.

შეკვეთის მიღების პირობები

შეკვეთის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში პროდუქტის ხარვეზზე შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში, ითვლება რომ მომხმარებელმა მიიღო შესაბამისი ხარისხის ნივთი და მას პრეტენზია არ გააჩნია.