ბლოგი

მეტი მიკრო მობილობის შესახებ

რას ნიშნავს ზუსტად მიკრო მობილობა და როგორ ცვლის ის ჩვენს აზროვნებას ტრანსპორტის შესახებ? 

ტერმინი მიკრო მობილობა აერთიანებს ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება მოკლე მანძილის, როგორც წესი პირველი ან ბოლო კილომეტრების გასავლელად. მიკრო მობილობის საშუალებებია: სკუტერები, ველოსიპედები, სკეიტბორდები, ჰოვერბორდები და როლიკებიც კი.

McKinsey Center for Future Mobility-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოში მანქანების დაახლოებით 60% ყოველდღიურად 8 კილომეტრზე ნაკლებს გადის, მაშინ როდესაც ამ მანძილის გავლა მიკრო მობილობის ტრანსპორტებითაც მარტივად შეიძლება.

car icon, scroll Georgia, e-scooter, sharing

სად გამოიყენება?

ნავარაუდებია, რომ  2030 წლისთვის დიდი ქალაქები ს მოსახლეობის რაოდენობრივი მატება 10 მილიონს გადააჭარბებს. 2040 წელს კი ადამიანების დაახლოებით 65% ქალაქებში იცხოვრებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქის ტერიტორიებს, რომლებსაც პლანეტის  ზუსტად 3 პროცენტი უკავიათ, კვლავ განაგრძობს გაფართოებას.

მაშინ როდესაც ქალაქებში ცხოვრების ტემპი იზრდება საჭირო ხდება მიკრო მობილობის განვითარების პროცესის დაჩქარებაც. მისი განვითარებისთვის, საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და ფიქრი იმ ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ქვეყანაში დროთა განმავლობაში ჩნდება.

 

რას ნიშნავს ქუჩის თანამედროვე დიზაინი?

დიდ ქალაქებში ყოველწლიურად შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები, გზები ვიწროვდება, ხოლო მანქანების რაოდენობა მატულობს. ეს ყოველივე საჭიროებს თანამედროვე გადაწყვეტილებებს, რომლებიც პრიორიტეტებს სწორად გადაანაწილებს და ადამიანებს მისცემს  კომფორტული და სწრაფი გადაადგილების საშუალებას.

ელექტრო სკუტერები, ველოსიპედები და სხვა ეკო-მეგობრული სატრანსპორტო საშუალებები საჭიროებენ მათთვის განკუთვნილ გზას, რომ ქუჩა იყოს უსაფრთხო ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილესთვის. იმისათვის, რომ საქართველოში მიკრო-მობილობა განვითარდეს, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირი საქართველოსთვის ქუჩის თანამედროვე დიზაინით დაგეგმარების პირველი მაგალითია. მსგავს დიზაინში პრიორიტეტი პირველ რიგში ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ენიჭება, შემდგომ ეკო-მეგობრულ სატრანსპორტო საშუალებებს, ბოლოს კი მანქანებს.

ჭავჭავაძის გამზირი

თუმცა მიკრო მობილობის გადაწყვეტილებების შექმნა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის დამზადება. ის უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს ქალაქში გადაადგილების პროცესში: თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ადამიანი გაჩერებამდე მიჰყავს, მიკრო მობილობის ტრანსპორტები მას გაჩერებიდან უშუალოდ სახლამდე მიიყვანს.

 

როგორ გამოიყენება მიკრო მობილობა?

მიკრო მობილობის ტრანსპორტებს ყველა ადამიანი თავისებურად იყენებს:

  • მაგალითად, თუ გაჩერებიდან 2 კილომეტრში ცხოვრობ და ამ გზის ფეხით გავლა ხანდახან დამღლელად გეჩვენება, ელექტროსკუტერი ამ დროს იდეალური გამოსავალია.
  • თუ სამსახურთან ახლოს მუშაობ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან საცობში იმაზე მეტ დროს დაკარგავ, ვიდრე ფეხით მისვლაში დაგეხარჯებოდა, ველოსიპედი ამ დროს კარგი გამოსავალია.
  • ან თუ სამსახურის შესვენება ეფექტურად გინდა გამოიყენო და საკვებ ობიექტამდე მალე მიხვიდე, სკეიდბორდი ამ დროსაც გამოგადგება. თან, ლანჩის დროს უკეთესადაც დაისვენებ, რადგან მიკრო მობილობა ეფექტურთან ერთად, სახალისო სატრანსპორტო ალტერნატივაა.
  • შესაძლოა, მთავარი ხიბლი შენთვის ის ბედნიერება იყოს, რაც მსგავსი ტიპის გადაადგილებას მოაქვს. 

საბოლოოდ, მიკრო მობილობა ამსუბუქებს ისედაც გადატვირთულ ქუჩებს და ადამიანებს სთავაზობს, დანიშნულების ადგილამდე ბოლომდე კომფორტულად მივიდნენ.