ბლოგი

მიკრომობილობის მნიშვნელობა ქალაქების განვითარებისთვის

მაშინ, როდესაც ქალაქები პრიორიტეტს მიკრო მობილობას ანიჭებენ, ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ, ჩქარ და უსაფრთხო გადაადგილებას, რომელიც ბევრ ურბანულ გამოწვევას აგვარებს. საბოლოოდ კი ჩვენ ვხედავთ ქალაქებს, რომლის ქუჩებშიც სულ უფრო ნაკლები მანქანა და მეტი ადამიანი დადის.

უკვე ყველამ ვიცით, რომ მოკლე მანძილის დასაფარად მიკრო მობილობა ყველაზე პრაქტიკული ალტერნატივაა. ამის მიუხედავად,  საქართველოში 100 000 მძღოლი ავტომობილს დღეში დაახლოები მხოლოდ 750 მეტრის გასავლელად იყენებს. რატომ ურჩევნიათ მათ ასეთი მოკლე მანძილის ავტომობილით გავლა?ისინი ამ არჩევანს აკეთებენ არა იმიტომ, რომ ველოსიპედები და სკუტერები მათვის ხელმისაწვდომი არაა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი გზების ინფრასტრუქტურა პრიორიტეტს ავტომობილებს ანიჭებს და არა მიკრო მობილობას. Შესაბამისად მათთვის, ავტომობილით გადაადგილება უფრო კომფორტულად მიაჩნიათ.

იმისთვის, რომ მიკრო-მობილობა ქვეყანაში განვითარდეს საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.

ისეთი ქუჩები, რომელიც პრიორიტეტს, პირველ რიგში, ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს, შემდგომ ჯანრთელობაზე და ეკოლოგიაზე ორიენტირებული სატრანსპორტო საშუალებებს, ბოლოს კი მანქანებს.

პანდემიამ თავის მხრივ, დაგვანახა თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას ქუჩები ახლო მომავალში. არსებულ რეალობაში ქუჩები, ტროტუარები და ეზოები მანქანებითაა გადატვირთული და ადამიანებისთვის ადგილი აღარ რჩება. ეს ყოველივე საჭიროებს თანამედროვე გადაწყვეტას, რომლებიც თანაბარ უფლებებს მიანიჭებს ნებისმიერ მოქალაქეს და ქუჩას ყველასთვის კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. 

ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ დავზოგოთ ენერგია, ამიტომაც ხშირად ვეძებთ იმ დროისთვის ჩვენთვის საუკეთესო სატრანსპორტო საშუალებას.

ამ ეტაპზე ასეთი ტრანსპორტი სქროლის სკუტერია. ალბათ, იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროსაცაა შესაძლებელი. იძლევა დისტანცირების საშუალებას და განტვირთვის ერთგვარი საშუალებაცაა.

გამოვიყენებთ თუ არა ამ მომენტს, უსაფრთხო მობილობის განვითარებისთვის დამოკიდებულია 5 ძირითად ფაქტორზე:

  1. ვაქცევთ თუ არა მიკრო მობილობას ყოველდღიურობის ნაწილად: ყველას გვენატრება ხალხთან კომუნიკაცია, თუნდაც შემთხვევითი საუბრები უცხოებთან. ადამიანებთან კომუნიკაცია კი ხდება მაშინ, როდესაც სახლიდან გავდივართ, არ ვსხედვართ მანქანაში და ა.შ. გასქროლვა ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი ადგილების აღმოსაჩენად, ან უბრალოდ რუტინად ქცეული ყოველდღიურობის გასახალისებლად.
  2. ვაქცევთ თუ არა მიკრო მობილობას სატრანსპორტო სისტემის ნაწილად: მიუხედავად იმისა, რომ მიკრომობილობა ყოველთვის ავსებდა სატრანსპორტო სისტემებს, პანდემიის პირობებში უფრო ცხადი გახდა, რომ ეს სერვისი ხელს უწყობს გადაადგილების მომსახურების ხარვეზების შევსებას. გარდა ამისა, ყველას გვჭირდება უსაფრთხო გადაადგილება, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფს, რამდენადაც თითქმის შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა. ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებები კი თავის თავში სოციალურ დისტანცირებას გულისხმობს 
  3. გამოვიყენებთ თუ არა მიკრო მობილობას მოკლე მანძილის დასაფარად: ძირითადად, რაც გვჭირდება სახლთან ახლოს გვაქვს ხოლმე. ფრაზა – “15-წუთიანი ქალაქი” ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია ძირითადი საჭიროებების მოძიება სახლიდან გასვლითაც, გასქროლვისას ან ველოსიპედით გავლის დროს. ასე, რომ ამ მოკლე მანძილზე ავტომობილით წასვლა ბევრად უფრო დამღლელი, დროში გაწელილი და არაეფექტური იქნება. გასქროლვით კი ნაკლებ დროსა და ენერგიას დავხარჯავთ, გარემოს კი უფრო გავამწვანებთ. 
  4. განახლდება თუ არა ქუჩების დიზაინი: იმისთვის რომ ქალაქებში მიკრომობილობა განვითარდეს, პირველ რიგში აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება და უფრო მეტი ფიქრი იმ ალტერნატიულ ტრანსპორტზე, რომლებიც ქვეყანაში დროთა განმავლობაში ჩნდება. პატარა ზომის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება რომ უსაფრთხო გახდეს, საჭიროა შეიქმნას ცალკე, საავტომობილო ზოლისგან გამოყოფილი სამოძრაო სივრცე ე.წ. მესამე ზოლი. 
  5. გაიზრდება თუ არა საზოგადოებაში ცნობადობა: იმისათვის, რომ ქვეყანაში მიკრო მობილობა განვითარდეს ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მაღალი თვითშეგნება, სწრაფი ადაპტაცია მიკრომობილობასთან. ამის მაგალითებს ჩვენ უკვე ყოველდღიურობაშიც ვხვდებით, და ვხედავთ თუ, როგორ მარტივად გადადიან ადამიანები მანქანებიდან ეკოლოგიურ ტრანსპორტზე საკუთარი დროის დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით. მომავალში თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მიკრო მობილობა კიდევ უფრო მეტად განვითარდება.

 

თუ ამ 5 ძირითად ფაქტორ გავითვალისწინებთ დავინახავთ, როგორ გვარდება ურბანული პრობლემები, თავისუფლდება მეტი სივრცე ადამიანებისთვის და გმზავრობა სულ უფრო და უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო ხდება.