ამ პოსტში ვეცდებით, რომ ხშირად დასმულ კითხვებს გავცეთ პასუხი. იმედია, ჩვენი პასუხები ამომწურავი იქნება.
წაიკითხე პოსტი და თუ კიდევ რამე დაგაინტერესებს, აუცილებლად მოგვმართე!
- რამდენი წლის უნდა ვიყო, სკუტერის ქირაობა რომ შევძლო?
სკუტერის დასაქირავებლად, უნდა იყო 18+ წლის. - ჩაფხუტის ტარება აუცილებელია?
შენივე უსაფრთხოებისთვის, ჩაფხუტის ტარება რეკომენდებულია, თუმცა აუცილებელი არაა. - როგორ შემიძლია გამოვიყენო სკუტერი?
სკუტერი რომ გამოიყენო, პირველ რიგში, ჩაიწერე აპლიკაცია Bird. გადმოსაწერად, შეგიძლია ამ ლინკზე შეხვიდე: http://bit.ly/Scroll-Bird
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, აპლიკაციის რუკაზე შენიშნავ თავისუფალ სკუტერებს. უკვე შეგიძლია რომელიმე თავისუფალ სკუტერთან მიხვიდე და გასქროლო! - როგორ ვნახო თავისუფალი სკუტერები?
თავისუფალი სკუტერების ნახვა აპლიკაციაშია შესაძლებელი. ისინი რუკაზეა აღნიშნული ჩვენი შავ-თეთრი ლოგოთი. - რა ღირს სკუტერით სარგებლობა?
სკუტერით სარგებლობის ფასი გამოითვლება წუთობრივად. მისი მოხსნა ღირს 1 ლარი, ხოლო ყოველი წუთი – 35 თეთრი. ბარათიდან შესაბამისი თანხა ჩამოგეჭრება მგზავრობის დასრულების შემდეგ. - რა არის სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე?
სკუტერის მაქსიმალური სიჩქარეა 20 კილომეტრი საათში. - როგორ ვატარო სკუტერი?
სკუტერის გამოყენების ინსტრუქცია შეგიძლია ნახო სკუტერის საჭესთან ჩამოკიდებულ ბარათზე. ამ ინფორმაციის ნახვა ჩვენს საიტზეც არის შესაძლებელი: https://bit.ly/rogor-vataro - სად შემიძლია სკუტერით გადაადგილება?
ელექტრო სკუტერით გადაადგილება შესაძლებელია ჩვენი დაფარვის ზონაში, ანუ იმ ტერიტორიაზე, რაც აპლიკაციის რუკაზე არის იასამნისფრად შემოხაზული. დროთა განმავლობაში ეს არეალი გაიზრდება. - როდის დაემატება თბილისის სხვა უბნები?
სკუტერების რაოდენობის და უბნების მატება იგეგმება ეტაპობრივად. როცა სკუტერები შენს უბანშიც დაემატება, ამას მომენტალურად დაინახავ აპლიკაციაში. - სკუტერი იმავე ადგილზე უნდა დავტოვო, საიდანაც ავიყვანე?
არა, სკუტერი შეგიძლია ნებისმიერ ადგილას დატოვო, მაგალითად, შენი სახლის წინ.
გაითვალისწინე შემდეგი წესები: - არ გააჩერო:
► პარკებში, ეზოებში და შენობის შიგნით;
► პანდუსებზე;
► სახანძრო ჰიდრანტებთან;
► უსწორმასწორო ზედაპირზე (ბალახი, მიწა, ქვაფენილი);
► შუა ტროტუარზე. - შეგიძლია გააჩერო:
► ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებზე;
► ხეებთან;
► ქუჩის ნიშნებთან;
► ტროტუარის კიდეზე. - დარწმუნდი, რომ:
► სკუტერი საჭით ქუჩისკენ არის მიმართული;
► საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდაა გამოწეული;
► სკუტერი სწორ პოზიციაში დგას. - როგორ დავასრულო მგზავრობა?
მგზავრობის დასრულება ხდება აპლიკაციიდან. როცა სასურველ დანიშნულებამდე მიხვალ, გახსენი აპლიკაცია და დააკლიკე ღილაკს “დასრულება”, ან თუ მენიუ ინგლისურად გაქვს, დააკლიკე ღილაკს “End Ride”.
ამის შემდეგ, აპლიკაცია სკუტერისთვის ფოტოს გადაღებას მოგთხოვს. დარწმუნდი, რომ სკუტერი დაბლოკილია და სწორადაა დაპარკინგებული. - ჩემი გაჩერებული სკუტერი რომ ვინმემ მოიპაროს, რა ვქნა?
თუ სკუტერს რამე მოუვა მას შემდეგ, რაც შენ მგზავრობას დაასრულებ და ფოტოს გადაუღებ, ეს შენი პასუხისმგებლობა არაა. შეგიძლია სკუტერი მშვიდად გააჩერო და ამაზე არ იდარდო.გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას!