ბლოგი

სქროლის გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე

სქროლის სკუტერები ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ქალაქში გადასაადგილებელი საშუალება. მისი მიზანია გახადოს გარემო იმაზე უკეთესი და ჯანმრთელი ვიდრე დღესაა. ასე, რომ სქროლით არა მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მიდიხარ, არამედ შენს ყოველდღურობაში ფიზიკურ აქტივობასაც ასრულებ.

ბევრ ჩვენგანს მთელი დღის განმავლობაში ნაკლები მოძრაობა გვიწევს. გზაში, სამსახურსა თუ სახლში მაქსიმალურად არის შემცირებული ჩვენი ფიზიკური აქტივობა, რაც სულაც არ არის კარგი ორგანიზმისთვის. ეს ყველაფერი არამხოლოდ ფიზიკურ ზიანს გვაყენებს, არამედ ჩვენ ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება.

გასქროლვა ფიზიკურად გასაძლიერებლად ერთ-ერთი ყველაზე სახალისო გზაა. ელექტრო სკუტერზე დგომისას ჩართულია არაერთი სხვადასხვა კუნთი. ასე, რომ მუცლის, ზურგისა და მენჯის კუნთების გავარჯიშება დაგეხმარება თავიდან აიცილო ზურგის პრობლემები სამომავლოდ.

გასქროლვისას ავარჯიშებ ფეხებსაც. ფეხების ჩართულობა სკუტერის მართვისას უფრო მცირეა ვიდრე ველოსიპედის ტარებისას, თუმცა უფრო მეტი – ვიდრე მანქანით გადაადგილებისას. გასქროლვისას ფეხის კუნთებს აქტიურად იყენებ, მაშინ როდესაც სკუტერს ბიძგს აძლევ ან უბრალოდ სქროლავ და ცდილობ წონასწორობა შეინარჩუნო.

ყოველი გასქროლვისას, სულ უფრო მეტ დროს ატარებ ჰაერზე, რაც დაგეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ხოლო მზიან ამინდებში D ვიტამინსაც მიიღებ, რომელიც ასევე გააძლიერებს შენს იმუნურ სისტემას. მეტი ჟანგბადი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. გარდა ამისა, ჟანგბადი გავლენას ახდენს სეროტონინის დონეზე ასე, რომ გასქროლვა დაგეხმარება სტრესის განმუხტვაში, რაც უფრო ბედნიერად და ხალისიანად გაგრძნობინებს თავს.

და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რასაც სქროლი გაპოვნინებს არის უამრავი ახალი ადგილი, სადაც აქამდე მანქანით ფიზიკურად ვერ მიდიოდი ან უბრალოდ ვერ ამჩნევდი, ფეხით კი გეზარებოდა.

ელექტრო სკუტერებით მგზავრობა იმდენად სახალისოა, რომ ისინი ყველას მოტივაციას აძლევენ გაისეირნონ უფრო მეტი, ახალ ადგილზე მისასვლელად, რაიმე ახალი მოგონებების შესაქმნელად. ასე, რომ გასქროლე – ეს კარგია შენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის და რაც მთავარია გარემოსთვის.