ბლოგი

“დამეხმარე წამოდგომაში”

სქროლში ყოველთვის ვცდილობთ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი, თუმცა ზოგჯერ ამისთვის თქვენი დახმარებაც გვჭრდება. სწორედ ამ იდეით წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა “დამეხმარე წამოდგომაში”. 

სკუტერებს აქვთ სპეციალური საყრდენი ფეხი, რომელიც გვეხმარება მგზავრობის დასრულებისას ისინი სწორ პოზიციაში გავაჩეროთ, თუმცა ხანდახან ქუჩებში (განზრახ თუ უნებლიედ) წაქცეული სკუტერები მაინც გვხვდება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სქროლის სკუტერებს წარწერა გავუკეთეთ – “დამეხმარე წამოდგომაში”, რომელსაც მხოლოდ წაქცეულ სკუტერზე დაინახავ. ასე რომ როდესაც მგზავრობას დაასრულებ დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას. ხოლო , თუ წაქცეულ სკუტერს დაინახავ, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, დაეხმარე მას წამოდგომაში. 

კიდევ ერთი რამ, რაშიც შენი დახმარება ძალიან წაგვადგებოდა დაზიანებული სკუტერების დარეპორტებაა. მაგალითად, როდესაც სკუტერს რაიმე დაზიანებული აქვს (საყრდენი ფეხი, მუხრუჭები, აქსელერაციის ღილაკი და ა.შ.), ან რუკაზე ჩანს და შენ ვერ პოულობ ან საერთოდაც სადმე გატეხილი იპოვე და ა.შ. ამისთვის აპლიკაციაში გვაქვს “დარეპორტების” ფუნქცია, რომლის საშუალებითაც გვაგებინებ რა პრობლემა შეგექმნა მგზავრობისას. ამ შეტყობინების შემდეგ ჩვენი საოპერაციო/ტექნიკური გუნდი აგვარებს აღნიშნულ ხარვეზს. ამით შენ, როგორც პასუხისმგებლიანი მგზავრი, ზრუნავ მომდევნო მგზავრის უსაფრთხოებაზე.

თუ არასდროს გამოგიყენებია ეს ფუნქცია მაშინ აგიხნით ამ მარტივ ნაბიჯებს:

  1. გახსენი ჩვენი აპლიკაცია
  2. შეეხე ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში ამ ⚠ სიმბოლოს
  3. Პრობლემის მიხედვით, შეარჩევ შესაბამის ვარიანტს
    1. დაზიანებული / Damaged 
    2. ცუდად გაჩერებული / Badly parked 
    3. დაგვიკავშირდით / Contact
  4. შემდეგ, გთხოვთ შეავსო იმდენი დეტალი, რამდენსაც შეძლებ. 
  5. Გარდა ამისა შესაძლებლობა გაქვს გადაუღო ფოტო და დაასკანირო QR კოდიც.
  6. ბოლოს კი, როდესაც ყველაფერს შეავსებ, უბრალოდ დააჭირე გაგზავნას და შესაბამისი გუნდი განიხილავს ამ საკითხს რაც შეიძლება მალე. 

თქვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან დაგვეხმარება მომავალში ჩვენი სატრანსპორტო საშუალების განვითარებაში. ერთად შეგვიძლია გავხადოთ ჩვენი გარემო კიდევ უფრო ჯანსაღი.