ბოლო წლების განმავლობაში სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეფუთვებზე, ალბათ ხშირად შეგხვედრია სხვადასხვა მწვანე წარწერა, მაგალითად: ეკოლოგიურად სუფთა ან ეკო-მეგობრული.
რას ნიშნავს ეკო-მეგობრული?
ეკოლოგიურად სუფთა არის ის პროდუქტები, რომლებიც არ აზიანებს გარემოს, არ იწვევს წიაღისეული რესურსების შემცირებას, არც ბუნებრივი ეკოლოგიური ბალანსისა და ციკლის გაუარესებას და პირიქით, გარემოსთან ჰარმონიაშია. ეკო-მეგობრული პროდუქცია მარტივად გადამუშავდება და არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს. მისი წარმოებისას კი ბუნებისა და ცხოვრებისათვის ზიანის მიყენება თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი.
რატომ არის სქროლის სკუტერები ეკო-მეგობრული?
სხვა ტრანსპორტისაგან განსხვავებით, სქროლის ელექტრო სკუტერები გადაადგილებისას არ გამოყოფს ნახშიროჟანგს (CO2), შესაბამისად არ აბინძურებს გარემოს. გასქროლვის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევით კი შეგვიძლია ჩვენი საცხოვრებელი გარემო უფრო გავამწვანოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ყუთები, რომლებშიც სკუტერები ჩამოსვლისას დევს, შემდგომ სპეციალურ გადასამუშავებელ ქარხანაში იგზავნება.
ჩვენი ეკო-მეგობარი ფუნდუკი 2012 წელს დაარსებული საოჯახო საქმიანობაა, რომელიც დახვეწილი დიზაინის ავეჯსა და სამოსს ქმნის და ასევე, ხელს უწყობს ეკო-მეგობრულ ცხოვრებას და დღეს არსებულ რეალობას უკეთესობისკენ ცვლის.
ბრენდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკო-მეგობრულობა და გარემოზე ზრუნვაა. სამოსი და აქსესუარები – მაღალი ხარისხისაა, რაც ნიშნავს, რომ უძლებს დროს და მათი შეცვლა მომხმარებელს ხშირად არ უწევს. რაც შეეხება შეფუთვას, რომლებშიც ავეჯი თუ სხვადასხვა ნივთები თავსდება, მომხმარებელს შეუძლია ხელახლა გამოიყენოს.
ახლა კი გაგიზიარებთ რამდენიმე მწვანე რჩევას, რომელიც მწვანე პროდუქციის არჩევაში დაგეხმარება:
- სანამ რამეს შეიძენ დაფიქრდი: რამდენად ხარისხიანია ესა თუ ის პროდუქტი, როდის აღმოჩნდება ნაგავსაყრელზე, არის თუ არა ეკო-მეგობრული.
- შეიძინე ცოტა, მაგრამ ხარისხიანი და ეკო-მეგობრული ნივთები. ამით ნაკლებად ხშირად მოგიწევს მათი გადაყრა და ახალი ნივთებით ჩანაცვლება.
- პრიორიტეტი მიანიჭე ისეთი ნივთების შეძენას, რომლებსაც შეფუთვაც კი ეკო-მეგობრული აქვს და მარტივად გადამუშავდება ან მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამოდგება.
- გაუფრთხილდი დედამიწას, როგორც საკუთარ სახლს, რადგან გარემოზე ზეუნვა ერთმანეთზე ზეუნვას ნიშნავს.
თუ გინდა გახდე უფრო ეკო-მეგობრული და შეიტანო წვლილი არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, გამოგვყევი სქროლის და ფუნდუკის ინსტაგრამ გვერდებზე, თვალი ადევნე ჩვენს რეკომენდაციებს, ჩაერთე გათამაშებებში და მიიღე ძალიან ბევრი საინტერესო საჩუქარი!