ჩვენი სამყარო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა მოგვარებაც საერთო სოლიდარობას შეუძლია. ის მრავალ ფორმით იყოს გამოხატული, თუმცა ყველაზე მარტივი გზა – მეგობრობაა.
ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულებით ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე უკეთესობისკენ შევცვალოთ და შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ერთიანი და მშვიდობიანია.
მეგობრობის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო დღესასწაულია, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 2011 წლიდან ყოველი წელს აღინიშნება
სქროლიც აღნიშნავს ამ დღეს და გვჯერა, რომ მეგობრობა ქვეყნებისთვის შთამაგონებელ ძალად შეიძლება იქცეს მშვიდობიანი სამყაროს შექმნისთვის. ხოლო ადამიანებს სოლიდარობასა და ერთმანეთის პატივისცემას გვასწავლის.
ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს ქუჩებში მოგზაურობა დავიწყეთ თუმცა უკვე ბევრი მეგობარი შევიძინეთ. მათ ჩვენს ეკო-მეგობრულ სკუტერებს განსაკუთრებული და ახალი მნიშვნელობა შეძინეს.
აი, მაგალითად: გიორგი კაკაბაძემ და მისმა მეგობარმა ცოტა ხნის წინ ონლაინ მაღაზია შექმნეს და ისე გამოვიდა, რომ კურიერის როლსაც თავადვე ასრულებენ. როდესაც ამანათები აქვთ დასარიგებელი, თუ ამინდიც ხელს უწყობთ, უმეტესად სქროლის სკუტერებს იყენებენ. ასე უფრო მარტივად აკეთებენ ამ საქმეს, რადგან არ უწევთ საცობებში დგომა და ტყუილად დროის კარგვა. ასე, რომ ახლა სქროლი გიორგისა და მისი მეგობრების ცხოვრებაში არა მხოლოდ ტრანსპორტი, არამედ გარეთ გასვლისა და მუშაობის მოტივაცია გახდა!
თამარამ კი გადაწყვიტა, რომ ცხოვრებაში არაფრის არ უნდა შეშინებოდა და რასაც მოინდომებდა, ყველაფერი გამოუვიდოდა. სქროლი პირველი აღმოჩენა იყო, რომელმაც საკუთარი თავისთვის ეს პირობა შეასრულებინა. თამარასთვის სქროლი ახლა უკვე ყველაზე ეკომეგობრული და კომფორტული ტრანსპორტია და ფიქრობს, რომ ერთადერთი კარგი რამაა, რაც 2020-მა საქართველოში მოიტანა.
ალექსანდრესაც ძალიან უყვარს სკუტერით ან ველოსიპედით სეირნობა, შესაბამისად, როდესაც შაკოსთან ერთად გადის მასაც სჭირდება რაიმე ტრანსპორტი, რომ თუ შორს წავიდა მარტივად აკონტროლოს და თან ამ ყველაფრით სიამოვნებაც მიიღოს.
პროფესიით ჟურნალისტი ირაკლისთვის კი სამსახურის ოფისამდე მისასვლელად სქროლი ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტრანპორტია.
სქროლზე ბევრნაირ ადამიანს შეხვდებით. თითოეული მათგანს განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ, თუმცა ყველა ვინც გადასაადგილებლად ჩვენს სკუტერებს იყენებს სქროლისა და გარემოს მეგობრები არიან.
გილოცავთ მეგობრობის საერთაშორისო დღეს!