ბლოგი

პირველი ზამთარი სქროლთან ერთად

სქროლისთვის ეს პირველი ზამთარია და წელს ის პირველად მგზავრობს შენთან ერთად თბილისის დაზამთრებულ ქუჩებში. სქროლი მაშინაც კი შენს გვერდითაა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტოსადგურებზეა გაჩერებული, შენ კი საქმეებზე მიგეჩქარება ან უბრალოდ განტვირთვა და სუფთა ჰაერზე გასეირნება გინდა.

ცივი ზამთრისა და პანდემიის პირობებშიც კი ჩვენი ყოველდღიურობა უფრო ფერადი რომ გამხდარიყო და საახალწლო განწყობა შეგვექმნა, ქალაქში რუდოლფები გამოჩდნენ. ისინი კვლავ არიან ქალაქში და თუ სადმე იპოვი, აუცილებლად წაიყვანე და საახალწლო განწყობასთან ერთად გასასქროლად 30 წუთსაც მიიღებ საჩუქრად.

ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქეყანაში პანდემიაა, სქროლი ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. შენ რომ უსაფრთხოდ მგზავრობა შეძლო, სქროლის სკუტერებს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთანავე, თუ სოციალურ ქსელებში აქტიური ხარ და ჩვენს გვერდებსაც ადევნებ თვალს შენიშნავდი, რომ ზამთარში უსაფრთხოდ გასასქროლ რეკომენდაციებსაც ხშირად გიზიარებთ.

Ახალი წელი ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი პერიოდია, თუმცა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი წვიმიანი ამინდები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ სკუტერის მართვისას უფრო მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

ზამთარში დღის სინათლე იკლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გასქროლვისას მკაფიოდ ჩანდე და ყველა გხედავდეს. გაითვალისწინე ისიც, რომ გასქროლვისას ორმაგად შეგცივდება, ამიტომაც აუცილებლად თბილად უნდა გეცვას. არ დაგავიწყდეს ქუდი და ხელთათმანები, ამით შენი გზავრობა ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება.

მართალია საახალწლო სეზონია და შეიძლება ხანდახან ალკოჰოლის დალევაც მოგიწიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუ გასქროლავ! ამით საფრთხეში ჩააგდებ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

ასევე, ყურადღება მიაქციე სად აპარკინგებ სკუტერს. ზამთრის წვიმიანი და თოვლიანი ამინდი ნიშნავს ვიწრო ზოლებს და ქვეითთა ​​ტროტუარის შემცირებულ ადგილს. ასე რომ არასოდეს დაბლოკო ტროტუარები, პანდუსები, ველო ბილიკები ან სხვა საჯარო სივრცეების შესასვლელები.

2021-ში ყველანი ახალი გამოწვევების წინაში დავდგებით, სქროლი კი ახალ წელს მზად იქნება გადალახოს ისინი, რათა გააგრძელოს ჩვენი მნიშვნელოვანი მიზნების შესრულება და მობილობა უფრო უსაფრთხო გახადოს.

მანამდე გთხოვთ, იმგზავრო უსაფრთხოდ და გისურვებთ ფერად დღეებს!