ბლოგი

როგორ მოქმედებს მგზავრობა შენს განწყობაზე

თუ სატრანსპორტო საშუალებას სწორად შეარჩევ, მგზავრობა დიდ დროს აღარ წაგართმევს და არც რაიმე დისკომფორტს შეგიქმნის. მეგობრებთან ერთად ლანჩზე გასვლა ან სამსახურში მისვლა და შემდეგ უკან დაბრუნება დამღლელი აღარ იქნება, არამედ პირიქით, ეს გზა კარგ განწყობას შეგიქმნის და თან მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კარგად აისახება.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. წლევანდელი მობილობის კვირეულის მთავარი თემაც სწორედ მენტალური ჯანმრთელობა იყო. 

Spin-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ელექტრო სკუტერებით მგზავრობა ადამიანებს ეხმარება დადებითი განწყობის შექმნაში.

 

რატომ ფიქრობენ ისინი ასე?

თუ ადამიანი კომფორტულად მგზავრობს ეს, რა თქმა უნდა, კარგ გავლენას ახდენს მასზე. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ მათთვის ელექტრო სკუტერით გადაადგილება ერთგვარი თავგადასავალია, 10-დან 4 თავს მხიარულად გრძნობს, თავისუფლების შეგრძნება 42% უჩნდება და 40%-სთვის კი ის სხვა დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული. კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა მგზავრებმა ისიც აღნიშნეს, რომ სკუტერით გადაადგილებისას თავს ლაღად გრძნობენ და მათთვის გადაადგილების ეს ფორმა გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე საცობში საათობით დგომა.

 

ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის პოზიტიურად მართვა ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც არის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი სახალისო და ამაღელვებელ აქტივობებში მონაწილეობა. ფსიქოლოგების აზრით, საზიარო ელექტრონული სკუტერის გამოყენება არის მარტივი გზა არა მხოლოდ გამონაბოლქვის შემცირებისთვის, არამედ თავისუფლების შეგრძნებისა და სუფთა ჰაერზე ნოსტალგიური, ბავშვური გამოცდილების მისაღებად. ამ მცირე სიამოვნებას შეუძლია დიდი  ცვლილებები მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.  


იმ დროს, როდესაც ჯანმრთელობა უფრო მეტად არის ყურადღების ცენტრში, ვიდრე ოდესმე, გვიხარია  იმის დანახვა, რომ სქროლი სასარგებლო შეიძლება იყოს არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ ჩვენი მგზავრების ჯანმრთელობისთვისაც.