დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში კი დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია თუმცა ყველამ ვიცით, რომ დედამიწაზე ზრუნვისთვის ერთი დღე საკმარისი არ არის, ამიტომ გაგიზიარებთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარება ეს ერთდღიანი აქტივობა 365 დღიან ჩვევად აქციო. მართალია, გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას დიდი რესურსები სჭირდება, რომელიც შეიძლება ჩვენ არ გვქონდეს, თუმცა თითოეული ადამიანის სულ მცირე ქმედებას ან ელემენტარული ქცევის შეცვლასაც კი ბევრი დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია.
როგორ გახდე უფრო ეკო-მეგობრული? ყოველდღე დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი ოთხი კითხვა:
ვიყენებ თუ არა სწორად წყალს?:
- გამოიყენე მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები ერთჯერადი ბოთლების ნაცვლად;
- გამოიყენე ნაკლებად ცხელი წყლი;
- არასოდეს დატოვო ონკანი მოშვებული!
როგორ მივდივარ A-დან B-მდე?:
- თუ ავტომობილს ატარებ, აკონტროლე სიჩქარე და მუხრუჭები, რათა დახარჯო ნაკლები საწვავი;
- უმჯობესია თუ ხანდახან მაინც იმგზავრებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტომობილით წასვლის ნაცვლად;
- მოკლე მანძილზე მისასვლელად უმჯობესია გადაადგილდე ფეხით, ველოსიპედით ან თუნდაც სქროლით!
რამდენად ეფექტურად ვიყენებ ნივთებს?:
- არჩევანი გააკეთე მარტივად გადამუშავებადი მასალისგან დამზადებულ ნივთებზე (მინა, ქაღალდი, ალუმინი), თუკი ამ ნივთებს თავიდან ვერ იყენებ, ასეთ შემთხვევაში დაახარისხე ისინი და ჩააბარე შესაბამის პუნქტებში;
- არ გადაყარო ძველი ნივთები, მოუძებნე მათ ახალი დანიშნულება ან აჩუქე მათ, ვისაც ის სჭირდება და გამოიყენებს;
- უპირატესობა მიანიჭე მრავალჯერადი გამოყენების ნივთებს, რომლებიც დიდხან ძლებს და რომელთა გადაგდებაც მალე არ მოგიწევს!
Რამდენად ეფექტურად ვიყენებ ენერგიას?:
- გამოიყენე LED ნათურები (ისინი 10-ჯერ მეტ ხანს ძლებენ და 2/3 ნაკლებ ენერგიას იყენებენ);
- დარწმუნდით, რომ შენი ტექნიკა ენერგოეფექტურია და განახლებული;
- აკონტროლე ტემპერატურა, ნუ დახარჯავ ზედმეტს;
- სახლიდან გასვლამდე ყოველთვის შეამოწმე შუქი ხომ არ გრჩება ანთებული ან დენცქვიტაში დამტენს ხომ არ ტოვებ შეერთებულს!
სქროლისთვის უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია, შესაბამისად ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ გარემოზე, გავხადოთ გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი, ქალაქის ქუჩებს კი დავეხმაროთ ავტომობილების რაოდენობის შემცირებასა და უფრო მეტად გამწვანებაში.