ბლოგი

იცოდით თუ არა რომ…?

თუთოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ათასობით ახალ ინფორმაციას ვიღებთ სოციალური ქსელებისა თუ სხვა საშუალებებით. საბოლოოდ, იმდენ ინფორმაციას ვნახულობთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ვერ ვიაზრებთ, რას შეიძლება ნიშნავს ეს მონაცემები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მონაცემს, რომლებიც შეიძლება ბოლო დროს შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ ნამდვილად გაინტერესებს.

იცოდი, რა ზეგავლენას ახდენს ერთჯერადი ნიღაბი გარემოზე?

იცი თუ არა, რომ 1.5 მილიარდზე მეტი ნიღაბი უკვე ოკეანეშია? და რომ იმ ნიღბების შემადგენლობაში დაახლოებით 3-4 გრამი პლასტმასია? გამოვიდა რომ, პლასტმასის დაბინძურებას არა მარტო ბოთლები და შეფუთვები იწვევს, არამედ უკვე ერთჯერადი ნიღბებიც.

იცოდი, რომ ამ ნიღბებმა ოკეანე დამატებით 5000 ტონამდე დააბინძურა? ასეთ ძალიან მცირე და მსუბუქ ნივთსაც კი უდიდესი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე, ამიტომაც გამოიყენე მრავალჯერადი გამოყენებადი ნიღბები.

იცოდით, რომ გლობალური დათბობა არ შემწყდარა?

იცოდი, რომ ყველაზე ცხელი წელი 2016 წელს იყო თუმცა სინამდვილეში, რეკორდული სიცხე გასულ ზაფხულს კალიფორნიაში დაფიქსირდა? აქ ტემპერატურამ 53,3 გრადუსს მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივდივართ ტემპერატურის მინიმუმ 3 გრადუსიანი ზრდისკენ!

გლობალური დათბობის შეჩერება 2021 წელს ბევრმა ქვეყანამ ერთ-ერთი მთავარ მიზნად დაისახა. ჩინეთმაც კი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ქვეყანაა (გლობალური გამონაბოლქვის 28% ამ ქვეყნიდან მოდის) მიზნად დაისახა ატმოსფეროს დაბინძურების შემცირება.

თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ? თუნდაც მიკრო მობილურობის აქტიური გამოყენებითაც კი შეგვიძლია  გლობალური დათბობის შეჩერებაში დახმარება.


იცოდი, რა გავლენის მოხდენა შეუძლია კლიმატის ცვლილებას?

იცოდი, რომ კლიმატის ცვლილებამ 2020 წლისთვის 172 მილიარდზე მეტი დანაკარგი გამოიწვია? წარმოიდგინე, რამდენი პრობლემა მოგვარდებოდა ამ ფულით: შიმშილისა და სიღარიბის შემცირება, უკეთესი ჯანდაცვის სერვისები…

ჩვენ ვართ გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ ჩვენც უნდა მივიღოთ მის გადარჩენაში მონაწილეობა. მაგალითად, მოდით, დავლიოთ წყალი ისე, რომ არ გამოვიყენოთ პლასტმასი. მარტივი და ეფექტურია.

ყოველდღე ვიღებთ რაღაც ახალს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ სწავლებას, რომ დადებითი კვალი დავტოვოთ სხვებზე და გარემოზე. ასე, რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში ვიცხოვრებთ ხვალ. თუნდაც ის, რომ დღეს მანქანით წასვლის ნაცვლად გასქროლავ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ურბანული პრობლემების მოგვარებაში, ჰაერის გასუფთავებაში და კლიმატის ცვლილებაზე.