ბლოგი

მიკრომობილობა ბათუმში

პანდემიის პირობებში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ საჭიროა: შემცირდეს ავტომობილებით გადაადგილება, ქუჩებში ადამიანებისთვის მეტი სივრცე გამოიყოს და ისეთი სატრანსპორტო საშუალებები განვითარდეს, რომლებიც სოციალური დისტანცირების საშუალებას იძლევა.

მართალია, ამის მოთხოვნილება უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა პანდემიამ ეს აუცილებლობა კიდევ უფრო კარგად დაგვანახა. ალბათ, იმიტომ, რომ ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობა მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროსაცაა შესაძლებელი და ისინი ადამიანებთან კონტაქტს სრულიად გამორიცხავენ.

ბათუმი პატარა ქალაქია. განბლოკავ სქროლს, ფეხს კრავ და უკვე დანიშნულების ადგილზე ხარ. ისე გაივლი მთავარ ქუჩას, ვერც კი შეამჩნევ. სწორედ მსგავსი მასშტაბების მქონე ქალაქებისთვის მიკრომობილობა საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან სკუტერებს თავისი სპეციფიკური როლი აქვს ურბანულ მობილობაში. ის მოკლე მანძილზე უსაფრთხოდ მგზავრობისთვისაა შექმნილი. იმ მანძილის, რისი დაფარვა ფეხითაც და ავტომობილითაც შეიძლება, თუმცა დიდ დროს მოითხოვს და ნაკლებად კომფორტულია.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბათუმმა მიკრომობილობისთვის მზადება სხვებზე ადრე დაიწყო. 6,5 კილომეტრიანი ველობილიკი ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარის ბოლომდე გრძელდება. წითელი ბილიკი არა მხოლოდ ბულვარს, არამედ ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთსაც აფერადებს. ბათუმის ლამაზ ქუჩებს ის განსაკუთრებულად უხდება მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ წითელ გზას სკუტერები, ველოსიპედები და მსგავსი ალტერნატიული გადასაადგილებელი საშუალებები მიუყვებიან.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ბათუმს ყველაზე მეტად ჩვენი ეკო-მეგობრული ტრანსპორტი – სქროლი უხდება. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სქროლი ამ ქალაქის ქუჩებში მოგზაურობს ბევრი რამ დავინახეთ, მაგალითად:

ჩვენი სკუტერები არც ისე დიდი ხანია, რაც ამ ქალაქში გამოჩნდა, თუმცა უკვე ბათუმელების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და მათ მასთან ერთად თავგადასავლების აღმოჩენა ისწავლეს. იგივეს ვიტყოდით სტუმრებზეც, რადგან თუ ქალაქის ქუჩებში სილამაზეს ეძებ, სქროლი აუცილებლად მიგიყვანს ამ გზამდე.

რა თქმა უნდა, ისეთი ქალაქის დათვალიერება, როგორიც ბათუმია სქროლით კიდევ უფრო ჯადოსნური თავგადასავალია, თუმცა ადგილობრივებისთვის სამსახურამდე ან სხვა საჭირო ლოკაციამდე სქროლით მისვლა უფრო საინტერესო და საჭიროა, მითუმეტეს ახლა, როდესაც უსაფრთხო გადაადგილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ბათუმში გადაადგილებისთბის ადამიანებმა სქროლის სკუტერები გამოიყენეს და არა ავტომობილები, ატმოსფეროში ნახშიროჟანგის (CO₂) ემისია დაახლოებით 55 ტონით შემცირდა. ეს მონაცემები გვაძლევს იმედს, რომ თუ გასქროლვის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება სულ მალე ბათუმს უფრო მწვანესა და ფერადს ვნახავთ.

ეს ქალაქი თავგადასავალია, რომელიც მუდამ შენთანაა. აქვეა სქროლიც, რომელიც 24/7-ზე მზადაა შენთან ერთად სამოგზაუროდ. აი, იმ დროსაც კი მზეს ყველა რომ დაემშვიდობება და ქალაქი ღამის ფერადი შუქით აინთება. სულ მცირე ფანტაზიაა საჭირო, ძველი თუ ახალი ქუჩების გასქროლვისას, ყოველი დღე დღესასწაულად აქციო.