ბლოგი

3 წელი პირველი გასქროლვიდან — როგორ შეიცვალა ქალაქში მიკრომობილობა

Three years of Scrolling.

სქროლის ელექტრო სკუტერები თბილისში პირველად 2020 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ პანდემია ახალი დაწყებული იყო და კარანტინის პირობებში გადაადგილების ახალმა გზამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. ახლა უკვე სქროლი 3 წლისაა. როგორ შეიცვალა ქალაქში მიკრომობილობა ამ დროის განმავლობაში? გადავავლოთ თვალი, თუ რა მხრივ განვითარდა ეკო ინფრასტრუქტურა და რა გავლენა მოახდინეს მგზავრებმა გარემოზე თითოეული გასქროლვით.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები

 

რა გავლენა ჰქონდა სქროლს გარემოზე?

ამ დროის განმავლობაში მგზავრებმა 2.9 მილიონ კილომეტრზე მეტი გასქროლეს, რაც დედამიწის გარშემო 72-ჯერ შემოვლის ტოლფასია. ამით კი 190 000 კილოგრამ CO2-ზე მეტი დაიზოგა, რის განეიტრალებასაც 3800-ზე მეტი ხე დასჭირდებოდა. 

Ჯამში 1.3 მილიონჯერ გასქროლვამ მანქანის 150 000-ზე მეტი მგზავრობა ჩაანაცვლა. 

 

სქროლის გავლენა გარემოზე.
სქროლის გავლენა გარემოზე.
სქროლის გავლენა გარემოზე.

 

Როგორ დაეხმარა სქროლი ქალაქს პანდემიასთან გამკლავებაში

იმის გამო, რომ სქროლი გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა, ეს რესურსი პანდემიასთან ბრძოლაშიც საჭირო აღმოჩნდა. 2020 წელს, მოხალისეებს, რომლებსაც საჭიროებისამებრ საკვები და აუცილებელი პროდუქტები გადაჰქონდათ, სქროლზე უფასო მგზავრობები გადაეცათ. „გმირების” კამპანიის ფარგლებში კი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები გასასქროლად უფასო წუთებს იყენებდნენ. კარანტინის განმავლობაში, სქროლმა შეძლო, რომ მომსახურება არ შეეწყვიტა და მოქალაქეებისთვის სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტი შეეთავაზებინა.

 

ცნობიერება მიკრომობილობის მიმართულებით

სქროლი საქართველოში მიკრომობილობის პირველი სერვისია. ამიტომ, ამ წლების მანძილზე, შეიქმნა მრავალი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას ეკოლოგიური ტრანსპორტირების მნიშვნელობაზე. სქროლი გამომწერებს რეგულარულად უზიარებს ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს მსოფლიო მასშტაბით და სტატისტიკის სახით ამცნობს ეკომობილობის გავლენას ურბანულ გარემოზე.

 

სქროლი უკრაინაში

2020 წლიდან სქროლი უკრაინაშიც ოპერირებს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მუშაობის გაგრძელება ომის დაწყების შემდეგაც მოხერხდა, რითაც მოქალაქეებისთვის მარტივად გადაადგილების გზა შენარჩუნდა. Სქროლმა ითანამშრომლა მთავრობის წარმომადგენლებთანაც, რომელთაც რთულ პერიოდში ეფექტურად მობილობაში დაეხმარა. 

 

Scrolling impact on environment.
Scrolling impact on environment.
Scrolling impact on environment.

 

Სქროლი UN Global Compact-ის წევრი გახდა

გასული წლიდან სქროლი გაეროს გლობალური შეთანხმების წევრ კომპანიებს შორის არის, რომლის მიზანსაც 2030 წლისთვის ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვება წარმოადგენს. ამ სტატუსით პასუხისმგებლობას იღებს, წვლილი შეიტანოს საქართველოში ჯანსაღი გარემოს შექმნაში და შეასრულოს წინასწარ განსაზღვრული პუნქტები.

 

Მონაწილეობა ევროპული მობილობის კვირეულში

უკვე 10 წელია, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ევროპული მობილობის კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში, ადამიანები გადაადგილების ჯანსაღ და ეკო-მეგობრულ გზებს იყენებენ და პოპულარიზაციას უწევენ მათ. კვირეულის განმავლობაში Bird-ის აპლიკაციაში სპეციალური პრომო კოდის გამოყენება შეგიძლია, რათა თავადაც შეუერთდე საერთაშორისო ღონისძიებას.

 

როგორ შეიცვალა ქალაქის ინფრასტრუქტურა ბოლო 3 წელში?

თბილისში ბოლო წლების განმავლობაში ეკო-ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრი ცვლილება იყო. ქალაქის დიდ ნაწილში მოეწყო ველო ბილიკები და სპეციალური ზოლები ტროტუარის სავალ ნაწილზე. დაემატა სპეციალური ნიშნები და შუქნიშნებიც, რაც სქროლით, ველოსიპედითა თუ სხვა ეკო ტრანსპორტით გადაადგილებას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ველო ბილიკების რაოდენობა ქალაქში ჯერ კიდევ იზრდება, რაც მომავალში ეკომობილობას კიდევ უფრო კომფორტულს აქცევს.

თუ ჯერ კიდევ არ გიმგზავრია სქროლით, შეგახსენებთ, რომ მგზავრობის დასაწყებად Bird-ის აპლიკაცია უნდა გადმოწერო და მარტივი რეგისტრაცია გაიარო. 

ბედნიერ გასქროლვას გისურვებთ!